bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 3
1 Corinthians 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
1
ძმებო, მე ვერ გესაუბრობდით თქვენ როგორც სულიერებს, არამედ მხოლოდ როგორც ხორციელებს, როგორც ჩვილებს ქრისტეში.
2
რძეს გასმევდით თქვენ და არა მყარ საჭმელს, რადგან მაშინ არ შეგეძლოთ მიღება და ახლაც არ შეგიძლიათ,
3
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ. რადგან თუ შური და დავაა თქვენს შორის, განა ხორციელნი არა ხართ და ადამიანისებურად არ იქცევით?
4
რადგან, როცა ერთი ამბობს: „მე პავლესი ვარ,“ მეორე კი: „მე აპოლოსისა,“ განა ხორციელნი არა ხართ?
5
ვინ არის აპოლოსი? ვინ არის პავლე? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც თითოეულ ჩვენგანს მისცა უფალმა.
6
მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა.
7
ამიტომ არც დამრგველია არაფერი, არც მომრწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი.
8
დამრგველი და მომრწყველი ერთი და იგივეა. საზღაურს კი თითოეული მიიღებს თავისი შრომისამებრ.
9
რადგან ჩვენ ღმერთის თანამშრომელნი ვართ, თქვენ კი – ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა.
10
მე, ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე. მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს.
11
რადგან არავის ძალუძს დადოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე.
12
და ვინ როგორ აშენებს ამ საძირკველზე – ოქროთი, ვერცხლით, პატიოსანი ქვებით, ძელით, თუ თივით, –
13
თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. დღე გამოაჩენს ამას, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და ცეცხლი გამოსცდის, თუ როგორი არის თითოეულის საქმე.
14
ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.
15
ხოლო ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ ისე, როგორც ცეცხლიდან.
16
არ იცით, რომ ღმერთის ტაძარი ხართ და ღმერთის სული ცხოვრობს თქვენში?
17
თუ ვინმე დააზიანებს ღმერთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღმერთის ტაძარი და თქვენა ხართ ის.
18
ნურავინ მოიტყუებს თავს. თუ ვინმეს თავისი თავი ბრძენი ჰგონია ამ საუკუნის სიბრძნით, უგუნური გახდეს, რათა ბრძენად იქცეს.
19
რადგან ამა ქვეყნის სიბრძნე უგუნურებაა ღმერთის წინაშე, როგორც წერია: „იჭერს ბრძენკაცებს მათსავე ცბიერებაში.“
20
და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი.“
21
ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, რადგან ყოველივე თქვენია:
22
გინდ პავლე, გინდ აპოლოსი, გინდ კეფა, გინდ ქვეყნიერება, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდ მყოფადი – ყოველივე თქვენია.
23
თქვენ კი ქრისტესნი ხართ, ქრისტე კი ღმერთისაა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16