bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 4
1 Corinthians 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 5 →
1
ამრიგად, ადამიანებმა ჩვენ ქრისტეს მსახურებად და ღმერთის საიდუმლოთა მნეებად უნდა მიგვიჩნიონ.
2
ხოლო მნეს კი უპირველეს ყოვლისა მოეთხოვება, რომ საიმედო იყოს.
3
ხოლო ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ განმსჯით მე თქვენ, ან თუნდაც ადამიანთა სამსჯავრო. მე თვითონაც კი არ განვსჯი ჩემს თავს.
4
რადგან, თუმცა არაფერი ვიცი ჩემს საწინააღმდეგოდ, მაგრამ ამით მაინც არ ვმართლდები. ჩემი განმსჯელი უფალია.
5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, ვიდრე მოვიდოდეს უფალი, რომელიც გაანათებს ბნელში დაფარულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს და მაშინ მიიღებს თითოეული შესაფერ ქებას ღმერთისგან.
6
ეს ყველაფერი, ძმებო, ვთქვი მე ჩემს თავზე და აპოლოსზე თქვენთვის, რათა ისწავლოთ ჩვენგან, რომ არ გადახვიდეთ დაწერილს და არ გაამპარტავნდეთ ერთმანეთის მიმართ.
7
რადგან, ვინ გამოგარჩევს? რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
8
დიახ, უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, გამეფდით ჩვენს გარეშე. ნეტა კი მართლა გამეფებულიყავით, რომ ჩვენც ვიმეფოთ თქვენთან ერთად.
9
ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულებს, ღმერთმა უკანასკნელი ადგილი მოგვიჩინა, როგორც სიკვდილმისჯილებს. რადგან სანახაობა გავხდით ქვეყნიერებისათვის, ანგელოზებისთვისა და ადამიანებისთვის.
10
ჩვენ უგუნურნი ვართ ქრისტეს გულისათვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში. ჩვენ უძლურნი ვართ, თქვენ კი – ძლიერნი. თქვენ განდიდებულნი, ჩვენ კი – ღირსებადაკარგულნი.
11
ჩვენ ამ ჟამამდე მშიერნი და მწყურვალნი ვართ, შიშველნი და ნაგვემნი, მოხეტიალენი,
12
ვშრომობთ ჩვენი ხელით. გვლანძღავენ – ვლოცავთ, გვდევნიან – ვითმენთ,
13
სახელს გვიტეხენ – ვეფერებით. გავხდით ქვეყნიერების განახვეტი, ყველაფრის ნაგავი ვართ დღემდე.
14
თქვენდა შესარცხვენად კი არ ვწერ ამას, არამედ გარიგებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.
15
რადგან თუნდაც 10 ათასი აღმზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გშობეთ თქვენ ქრისტე იესოში სახარებით.
16
ამიტომ შეგაგონებთ თქვენ: „მომბაძეთ მე!“
17
ამისათვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, და ის გაგახსენებთ თქვენ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორ ვასწავლი ყველგან, ყოველ ეკლესიაში.
18
ზოგს ჰგონია, რომ არ მოვალ თქვენთან და გაამპარტავნდნენ.
19
მაგრამ მე მალე მოვალ თქვენთან, თუ უფალი ინებებს, და გამოვცდი ამპარტავანთა არა სიტყვებს, არამედ ძალას.
20
რადგან სიტყვაში კი არ არის ღმერთის სასუფეველი, არამედ ძალაში.
21
რა გსურთ? არგნით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულით და თავმდაბლობის სულით?
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16