bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 16
1 Corinthians 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
1
რაც შეეხება წმიდათათვის შესაწირავს, როგორც გალატიის ეკლესიებს დავუწესე, თქვენც ისე მოიქეცით.
2
კვირის პირველ დღეს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს და შეინახოს თავისი მონაგებიდან თავისთან, რათა ჩემი მოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება.
3
ხოლო როცა მოვალ, ვისაც თქვენ სცნობთ სანდოდ, იმათ მივავლენ წერილებით თქვენი ძღვენის წასაღებად იერუსალიმში.
4
და თუ იქ ჩემი წასვლაც შესაფერი იქნება, მაშინ ჩემთან ერთად წამოვლენ.
5
ხოლო მე მოვალ თქვენთან, როდესაც მაკედონიაზე გავივლი, რადგან მაკედონიაზე უნდა გავიარო.
6
თქვენთან კი, შესაძლოა, გავჩერდე, ან იქნებ გამოვიზამთრო, რათა გამაცილოთ იქ, სადაც წავალ,
7
რადგან ახლა არ მინდა თქვენი ნახვა გავლით, არამედ იმედი მაქვს რამდენიმე ხანს დავრჩე თქვენთან, თუ უფალი ინებებს.
8
ხოლო ეფესოში დავრჩები ორმოცდაათობამდე,
9
რადგან გაიღო ჩემთვის ღვაწლის დიდი კარი და მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
10
და თუ ტიმოთე მოვა თქვენთან, ეცადეთ, რომ უსაფრთხოდ იყოს, რადგან ის უფლის საქმეს აკეთებს ისევე, როგორც მე.
11
ამიტომ არავინ შეურაცხყოს იგი. გამოისტუმრეთ მშვიდობით, რათა მოვიდეს ჩემთან, რადგან ველოდები მას ძმებთან ერთად.
12
რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწებოდი, რომ მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ არ ისურვა ახლა წამოსვლა. მაგრამ მოვა, როცა შეძლებს.
13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით!
14
ყველაფერი თქვენი სიყვარულით იყოს.
15
ხოლო შეგაგონებთ, ძმებო: თქვენ იცით, რომ სტეფანასის ოჯახი აქაიის პირველი ნაყოფია და რომ მათ თავიანთი თავი მიუძღვნეს წმიდათა მსახურებას.
16
თქვენც პატივი მიაგეთ მათ და ყველას, ვინც თანამშრომელი და მოღვაწეა!
17
და აი, მიხარია სტეფანას, ფორტუნატეს და აქაიკოსის მოსვლა, რადგან მათ შემივსეს თქვენი არყოფნა,
18
და დაამშვიდეს ჩემი სულიც და თქვენიც. ამიტომ სცანით ასეთები!
19
მოგიკითხავენ ასიის ეკლესიები. დიდად მოგიკითხავენ უფლის მიერ აკვილა და პრისკა და ასევე მათი საშინაო ეკლესია.
20
მოგიკითხავთ ყველა ძმა. მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით.
21
მოგიკითხავთ ჩემი, პავლეს, ხელით.
22
ვისაც არ უყვარს უფალი, ანათემა მას! მარანათა – მოდი უფალო!
23
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან,
24
და ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში!
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16