bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 15
1 Corinthians 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
1
მინდა გაგახსენოთ თქვენ, ძმებო, სახარება, რომელიც გახარეთ, რომელიც მიიღეთ კიდეც და რომელზედაც დგახართ.
2
რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, რომელიც მე გახარეთ. ასე რომ არ იყოს, მაშინ ამაოდ გირწმუნიათ.
3
რადგან თავიდანვე გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია,
4
რომ დაიმარხა და აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია,
5
და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს.
6
შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა.
7
შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს.
8
ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, გამომეცხადა მეც.
9
რადგან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
10
მაგრამ ღმერთის მადლით ვარ, რაც ვარ. და მისი მადლი არ იყო ჩემს მიმართ ფუჭი, არამედ ყველა მათგანზე მეტი ვიშრომე – არა მე, არამედ ღმერთის მადლმა, რომელიც ჩემთანაა.
11
და, აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ და თქვენც ასე ირწმუნეთ.
12
ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არსებობს მკვდრეთით აღდგომა?
13
მკვდრეთით აღდგომა თუ არ არის, მაშინ ქრისტეც არ აღმდგარა.
14
ხოლო ქრისტე თუ არ აღდგა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც.
15
მაშინ ჩვენ ღმერთის ცრუმოწმენი ვიქნებოდით, რადგან ვამოწმებთ ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც, გამოდის, არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები.
16
რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
17
ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.
18
მაშინ ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს.
19
და თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ.
20
მაგრამ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, განსვენებულთაგან პირველი.
21
რადგან, როგორც ერთი კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, ასევე ერთი კაცის მიერ არის მკვდრეთით აღდგომა.
22
რადგან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე ქრისტეში გაცოცხლდება ყველა,
23
თითოეული თავისი წესით: პირველად – ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას.
24
მერე კი იქნება დასასრული, როდესაცა მეფობას გადასცემს უფალსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას.
25
რადგან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევს ყველა თავის მტერს.
26
ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
27
რადგან „ყოველივე დაუმორჩილა მას ფეხქვეშ.“ ხოლო როცა ნათქვამია, რომ ყოველივე მას დაემორჩილა, ცხადია, გარდა იმისი, ვინც დაუმორჩილა მას ყოველივე.
28
და როდესაც ყოველივე დაემორჩილება მას, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში.
29
ასე რომ არ იყოს, რას აკეთებენ მკვდრებისთვის მონათლულნი? თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რატომ ხდება მონათვლა მკვდრებისათვის?
30
და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?
31
ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმებო, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოში მაქვს, რომ ყოველდღე ვკვდები.
32
თუ ადამიანურად ვებრძოდი ავ მხეცებს ეფესოში, რა სარგებელი მაქვს, თუ მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!
33
ნუ მოტყუვდებით: „ცუდი წრე ხრწნის კეთილ ჩვევებს.“
34
გამოფხიზლდით ჭეშმარიტად და ნუ სცოდავთ. რადგან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს.
35
მაგრამ იტყვის ვინმე: „როგორ აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?“
36
უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.
37
და როცა თესავ, იმ სხეულს კი არ თესავ, რომელიც აღმოცენდება, არამედ შიშველ მარცვალს, ხორბლისას თუ რომელიმე სხვისას.
38
ხოლო ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს.
39
ყოველი სხეული ერთგვარი სხეული როდია, არამედ ადამიანის სხეული სხვანაირია, ცხოველის სხეული სხვანაირი, ფრინველის სხეული სხვანაირი, თევზისა სხვანაირი.
40
არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, და ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა – სხვა.
41
სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება და სხვანაირია ვარსკვლავთა დიდება, რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით.
42
ასევე მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით.
43
ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებით. ითესება უძლურებაში და აღდგება ძლიერებით.
44
ითესება მშვინვიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მშვინვიერი სხეული და არის სულიერი სხეული.
45
ასეც წერია: „პირველი კაცი, ადამი იქცა ცოცხალ არსებად,“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად.
46
მაგრამ პირველად სულიერი კი არ შეიქმნა, არამედ ჯერ მშვინვიერი და შემდეგ სულიერი.
47
პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისაგან, მეორე კაცი – ცისგან.
48
როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.
49
და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატარებთ მომავალში ზეციერის ხატებასაც.
50
ამას კი გეტყვით, ძმებო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღმერთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნადი ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელებას.
51
აი, საიდუმლოს გეუბნებით მე: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით,
52
ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე. რადგან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53
რადგან ეს ხრწნადი უხრწნელებით უნდა შეიმოსოს და ეს მოკვდავი უკვდავებით უნდა შეიმოსოს.
54
ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელებით შეიმოსება და ეს მოკვდავი – უკვდავებით, მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით.“
55
„სად არის, სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“
56
სიკვდილის ნესტარია ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულია.
57
მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ჩვენ ძლევას ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მეშვეობით.
58
ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ ამრავლეთ უფლის საქმენი, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16