bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 2
1 Corinthians 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 3 →
1
და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, ღმერთის მოწმობის საუწყებლად არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით,
2
რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი, და ისიც ჯვარცმულისა.
3
და ვიყავი თქვენთან უძლურებაში, შიშსა და დიდ ძრწოლაში.
4
და ჩემი სიტყვა და ჩემი ქადაგება დამარწმუნებელი ბრძნული სიტყვებით კი არ იყო, არამედ სულისა და ძალის გამოცხადებით.
5
რათა თქვენი რწმენა დამყარებულიყო არა კაცთა სიბრძნეზე, არამედ ღმერთის ძალაზე.
6
ხოლო სიბრძნეს ვაუწყებთ სულიერად მოწიფულთა შორის, მაგრამ არა ამ საუკუნის სიბრძნეს, და არც ამ საუკუნის მთავართა წარმავალ სიბრძნეს,
7
არამედ ვაუწყებთ ღმერთის სიბრძნეს, საიდუმლოსა და დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისათვის,
8
რომელიც ამ საუკუნის მთავართაგან ვერავინ შეიცნო, რადგან რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს.
9
მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ.“
10
ჩვენ კი გაგვიცხადა ეს ღმერთმა თავისი სულით. რადგან სული ჭვრეტს ყოველივეს, ღმერთის სიღრმეებსაც.
11
რადგან, ადამიანთაგან ვინ იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღმერთისა არავინ არაფერი იცის, არამედ მხოლოდ თვით ღმერთის სულმა.
12
ხოლო ჩვენ მივიღეთ არა ამ ქვეყნიერების სული, არამედ სული ღმერთისაგან, რათა შევიცნოთ ღმერთისაგან ჩვენთვის მონიჭებული.
13
და ამას ვამბობთ არა ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულიწმიდისაგან ნასწავლით და სულიერს სულიერით განვმარტავთ.
14
ხოლო მშვინვიერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის, რადგან უგუნურებად მიაჩნია და არც ძალუძს მისი შეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი.
15
ხოლო სულიერი გამოიძიებს ყოველივეს, თავად კი არავისგან გამოიძიება.
16
„რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ ურჩიოს მას?“ ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16