bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Corinthians 6
1 Corinthians 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 7 →
1
როგორ ბედავს რომელიმე თქვენგანი, როდესაც თავისიანთან დავა აქვს, სამართლის ძიებას ურჯულოებთან და უწმიდურებთან?
2
ნუთუ არ იცით, რომ წმიდები გაასამართლებენ ქვეყნიერებას? ხოლო თუ ქვეყნიერებას გაასამართლებთ, მცირე საქმეთა გასამართლების ღირსნი აღარა ხართ?
3
განა არ იცით, რომ ანგელოზები იქნებიან ჩვენი განსაკითხი? მაშ მით უმეტეს, ცხოვრებისეული ვერ უნდა განვსაჯოთ?
4
თქვენ კი, როცა ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ, თქვენს განმსჯელებად მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში.
5
თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ ამას: ნუთუ თქვენში არ მოიპოვება ერთი ბრძენი, რომ შეეძლოს სამართალი დაამყაროს თავის ძმებს შორის?
6
მაგრამ ძმა ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე!
7
ისიც უკვე ძალიან სამარცხვინოა თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ, რომ ნაწყენი დარჩეთ? რატომ არ არჩევთ, რომ დაზარალებული დარჩეთ?
8
ამის მაგივრად, უსამართლოდ იქცევით და ართმევთ, თანაც თქვენს ძმებს!
9
ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი,
10
ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს.
11
ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი. მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღმერთის სულით.
12
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები.
13
საჭმელი მუცლისათვის და მუცელი საჭმლისათვის, მაგრამ ღმერთი განაქარვებს ერთსაც და მეორესაც. სხეული უზნეობისათვის კი არ არის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის.
14
ღმერთმა აღადგინა უფალი და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.
15
განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს ასოებია? განა ქრისტეს ასოებს მეძავის ასოებად ვაქცევ? არამც და არამც!
16
ანდა, განა არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მასთან ერთად? რადგან ნათქვამია: „ორივენი ერთხორცად იქნებიან.“
17
ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთ სულად იქნება უფალთან.
18
განეშორეთ სიძვას. ყველა სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი ჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი კი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.
19
ანდა, განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები თქვენში დავანებული სულიწმიდის ტაძარია, რომელიც ღმერთისაგან გაქვთ, და რომ თქვენ თქვენს საკუთარ თავს არ ეკუთვნით?
20
რადგან ფასით ხართ გამოსყიდულნი. მაშ, ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით!
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16