bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 11
Genesis 11
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 12 →
1
და ჰქონდა მთელ ქვეყანას ერთი ენა და ერთი სიტყვა.
2
და როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და დამკვიდრდნენ იქ.
3
და თქვეს: „მოდი, გავაკეთოთ აგურები და გამოვწვათ ცეცხლში“. და ჰქონდათ აგური ქვის ნაცვლად და ფისი – კირად.
4
და თქვეს: „მოდი, ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თავიც ზეცას მისწვდება. და ასე შევიქმნათ სახელი, ვიდრე გავიფანტებით მთელი ქვეყნის პირზე“.
5
და ჩამოვიდა უფალი, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.
6
და თქვა უფალმა: „ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ. და დაიწყეს ამის კეთება. და ახლა მათთვის აღარაფერი არ იქნება მიუღწეველი.
7
ჩავიდეთ და ავურიოთ მათ ენა, რომ ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს“.
8
და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან მიწის ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება.
9
ამიტომ ეწოდა მას სახელად ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა ენები და იქიდან გაფანტა ისინი მიწის პირზე.
10
ეს არის სემის შთამომავლობა: სემი იყო ასი წლისა, როდესაც, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ შვა არფაქშადი.
11
და იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ ხუთასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
12
ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როდესაც შვა შელახი.
13
და იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელიწადი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
14
ოცდაათი წლის იყო შელახი, როდესაც შვა ყებერი.
15
და იცოცხლა ყებერმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
16
ოცდათოთხმეტი წლის იყო ყებერი, როდესაც შეეძინა ფელეგი.
17
და იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
18
ოცდაათი წლის იყო ფელეგი, როდესაც შვა რეღუ.
19
და იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
20
ოცდათორმეტი წლის იყო რეღუ, როდესაც შეეძინა სერუგი.
21
და იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
22
ოცდაათი წლის იყო სერუგი, როდესაც შვა ნახორი.
23
და იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ ორასი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
24
ოცდაცხრა წლის იყო ნახორი, როდესაც შვა თერახი.
25
და იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი, და კვლავ შვა ძენი და ასულნი.
26
და იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი, და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი.
27
და ეს არის თერახის შთამომავლობა: თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ხარანი; და ხარანმა შვა ლოტი.
28
და მოკვდა ხარანი თერახის, მამამისის, სიცოცხლეშივე, თავისი შობის ქვეყანაში, ქალდეველთა ურში.
29
და მოიყვანეს აბრამმა და ნახორმა ცოლები. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს – მილქა, ასული ხარანისა, რომელიც იყო მილქასა და ისქას მამა.
30
და იყო სარაი ბერწი, და არ ჰყავდა შვილი.
31
და წაიყვანა თერახმა აბრამი – თავისი ძე, და ლოტი – ხარანის ძე, თავისი შვილიშვილი და სარაი – თავისი რძალი, აბრამის, თავისი ძის ცოლი, და მათთან ერთად გავიდა ქალდეველთა ურიდან, რომ წასულიყო ქანაანის ქვეყანაში, და მივიდნენ ხარანამდე, და იქ დამკვიდრდნენ.
32
თერახმა იცხოვრა ორას ხუთი წელი და თერახი ხარანში მოკვდა.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50