bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 2
Genesis 2
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 3 →
1
და გასრულდა ცა და მიწა, და მთელი მათი მხედრობა.
2
და მეშვიდე დღეს დაასრულა ღმერთმა თავისი საქმე. და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.
3
და აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდაჰყო იგი, რადგან ამ დღეს დაისვენა ყოველი თავისი საქმისაგან, რასაც ღმერთი აკეთებდა.
4
ეს არის დაბადება ცისა და მიწისა, როცა უფალი ღმერთი ქმნიდა ცას და მიწას:
5
არცერთი ბუჩქი მინდვრისა ჯერ არ იყო მიწაზე და არც ბალახი მინდვრისა ჯერ არ აღმოცენებულიყო, რადგან უფალ ღმერთს ჯერ არ ეწვიმებინა მიწაზე, და არ იყო კაცი, რომ დაემუშავებინა მიწა.
6
და ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის მთელ ზედაპირს.
7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად.
8
და გააშენა უფალმა ღმერთმა ბაღი ედემში, აღმოსავლეთით, და დასვა იქ კაცი, რომელიც მან შექმნა.
9
და აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ხეები წარმტაცნი საცქერლად და გემრიელი საჭმელად. და შუაგულ ბაღში იყო ხე სიცოცხლისა, და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა.
10
და მდინარე ედემიდან გამოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და შემდეგ იყოფოდა ოთხ ტოტად:
11
ერთის სახელი იყო ფიშონი; ის გარს უვლიდა ხავილას ქვეყანას, სადაც ოქრო იყო.
12
და იმ ქვეყნის ოქრო კარგი იყო. და იქ იყო ბროლი და ზურმუხტის ქვა.
13
და მეორე მდინარის სახელი იყო გიხონი. იგი გარს უვლიდა მთელს ქუშის ქვეყანას.
14
და მესამე მდინარე იყო ტიგროსი. იგი მიედინებოდა აშურის აღმოსავლეთით. და მეოთხე მდინარე – ევფრატი.
15
და აიყვანა უფალმა ღმერთმა ადამი და დასვა იგი ედემის ბაღში, რათა დაემუშავებინა და დაეცვა იგი.
16
და უთხრა უფალმა ღმერთმა ადამს: „ბაღის ყოველი ხისაგან შეგიძლია ჭამო,
17
მაგრამ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ ამ ხის ნაყოფს, სიკვდილით მოკვდები.
18
და თქვა უფალმა ღმერთმა: „არაა კარგი ადამის მარტოობა! შევუქმნათ მას შესაფერისი შემწე.“
19
და გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ყველა ცხოველი მინდვრისა და ყველა ფრინველი ცისა, და მიიყვანა ადამთან, რათა ეხილა, რას უწოდებდა მათ; და რასაც უწოდებდა ადამი ყოველ ცოცხალ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი.
20
და უწოდა ადამმა სახელები ყველა პირუტყვს, ციურ ფრინველთ და მინდვრის ყველა ცხოველს, მაგრამ არც ერთი არ იყო მისი შესაფერისი შემწე.
21
და მოჰგვარა უფალმა ღმერთმა ღრმა ძილი ადამს. და როცა დაეძინა, ამოუღო ერთი ნეკნთაგანი და კვლავ დაფარა ხორცით ის ადგილი.
22
და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან.
23
და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი.
24
და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.“
25
და იყვნენ ორივენი შიშვლები, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50