bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 50
Genesis 50
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 49
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
1
და დაემხო იოსები თავისი მამის პირისახეს, და დასტიროდა და ჰკოცნიდა მას.
2
და უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, რომ შეემურვათ მამამისი. და მკურნალებმა შემურვეს ისრაელი.
3
და შეუსრულდა მას ორმოცი დღე. რადგან ამდენი ხანი სჭირდებოდა შემურვას და დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათი დღე.
4
და განვლეს მისი გლოვის დღეებმა და ელაპარაკა იოსები ფარაონის სახლს: „თუკი ვპოვე მადლი თქვენს თვალში, ასე უთხარით ფარაონს,
5
რომ მამაჩემმა დამაფიცა მე ამ სიტყვებით: ‘აჰა, მე ვკვდები და ჩემს სამარხში, რომელიც გავითხარე ქანაანის ქვეყანაში, დამმარხეთ.’ და ახლა წავალ და დავმარხავ მამაჩემს, და დავბრუნდები“.
6
და უთხრა ფარაონმა: „წადი და დამარხე მამაშენი, როგორც მან დაგაფიცა.“
7
და წავიდა იოსები თავისი მამის დასამარხავად. და წაჰყვნენ მას ფარაონის მსახურნი, მისი სახლის უხუცესები და ეგვიპტის ქვეყნის ყველა უხუცესი,
8
და იოსების მთელი სახლი, და მისი ძმანი, და მამამისის სახლი. მხოლოდ ბავშვები და საქონელი დატოვეს გოშენის ქვეყანაში.
9
და მასთან ერთად წავიდნენ ეტლები და მხედრები. და იყო ეს ძალზე დიდი ბანაკი.
10
და მივიდნენ ისინი ატადის კალომდე, რომელიც იორდანეს გაღმაა, და იქ დაიტირეს იაკობი დიდი და ძალზე მძიმე გოდებით. და გაუმართა მამას შვიდდღიანი გლოვა.
11
და იხილეს ქანაანის ქვეყნის მცხოვრებლებმა ეს გლოვა ატადის კალოზე, და თქვეს: „მძიმეა ეს გლოვა ეგვიპტელთათვის!“ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს სახელად აბელ-მიცრაიმი, რომელიც იორდანეს გაღმაა.
12
და აღუსრულეს მას მისმა ძეებმა ისე, როგორც უბრძანა მათ.
13
და წაასვენეს იგი მისმა ძეებმა ქანაანის ქვეყანაში, და დამარხეს იგი მახფელას მინდვრის მღვიმეში, რომელიც საკუთრებად იყიდა აბრაამმა ამ მინდორთან ერთად ხეთელი ყეფრონისაგან, მამრეს გასწვრივ.
14
და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში თავის ძმებთან და ყველა იმათთან ერთად, ვინც იყვნენ წასულნი მამამისის დასამარხავად, მათ მიერ მამის დამარხვის შემდეგ.
15
და დაინახეს იოსების ძმებმა, რომ მოკვდა მათი მამა, და თქვეს: „ვაითუ გვიმტროს იოსებმა ყველა იმ ბოროტებისათვის, რაც გავუკეთეთ მას!“
16
და შეუთვალეს იოსებს: „მამაშენმა გვიანდერძა სიკვდილის წინ:
17
‘ასე უთხარით იოსებს: გემუდარები, აპატიე შენს ძმებს დანაშაული და ცოდვა, ბოროტად რომ მოგექცნენ. და ახლა აპატიე დანაშაული მამაშენის ღმერთის მსახურებს.’“ და ატირდა იოსები, როცა ამას ეუბნებოდნენ.
18
და მოვიდნენ თვით მისი ძმებიც, და დაემხნენ მის წინაშე, და უთხრეს: „შენი მსახურნი ვართ ჩვენ!“
19
და უთხრა მათ იოსებმა: „ნუ შიშობთ, რამეთუ მე ღმერთის მეშინია.
20
აჰა, თქვენ ბოროტება განიზრახეთ ჩემთვის, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა გაეკეთებინა ის, რაც ახლა არის: სიცოცხლე შეენარჩუნებინა უამრავი ხალხისათვის.
21
და ახლა ნუ გეშინიათ: მე გარჩენთ თქვენ და თქვენს შვილებსაც.“ და ანუგეშა ისინი, და გულითადად ელაპარაკა მათ.
22
და ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში თავისი მამის სახლთან ერთად. და იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი.
23
და იხილა იოსებმა ძენი ეფრემისა მესამე თაობამდე. და ასევე ძენი მაქირისა, მენაშეს ძისა, დაიბადნენ იოსების მუხლებზე.
24
და უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „მე ვკვდები და გაგიხსენებთ თქვენ ღმერთი, და აგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელზეც შეჰფიცა აბრაამს, ისაკსა და იაკობს.“
25
და დააფიცა იოსებმა ისრაელის ძენი: „როცა გაგიხსენებთ ღმერთი, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან!“
26
და მოკვდა იოსები ას ათი წლისა. და შემურვეს და ჩაასვენეს იგი კიდობანში, ეგვიპტეში.
← Chapter 49
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50
Recommended Reading
Commentary
Genesis Commentaries
→
Devotional
Genesis Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian GEO02 (ბიბლია) Study Bible
→