bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 22
Genesis 22
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 23 →
1
და ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი. და დაუძახა მას: „აბრაამ!“ და თქვა: „აქა ვარ!“
2
და უთხრა მან: „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი.“
3
და ადგა აბრაამი დილაადრიანად, შეკაზმა თავისი სახედარი და თან წაიყვანა თავისი ორი მსახური და ისაკი, თავისი ძე. და დააპო შეშა სრულადდასაწველისათვის, და გაეშურა იმ ადგილისაკენ, რომელზეც უთხრა მას ღმერთმა.
4
მესამე დღეს აღაპყრო აბრაამმა თვალი და დაინახა შორიდან ის ადგილი.
5
და უთხრა აბრაამმა თავის მსახურებს: „თქვენ დარჩით აქ, სახედართან, მე და ბიჭი კი წავალთ და როდესაც თაყვანს ვცემთ, დავბრუნდებით თქვენთან.“
6
და აიღო აბრაამმა შეშა სრულადდასაწველისათვის და აჰკიდა ზურგზე ისაკს, თავის ძეს, და აიღო ხელში ცეცხლი და დანა. და ორივენი წავიდნენ ერთად.
7
და უთხრა ისაკმა თავის მამას აბრაამს: „მამა!“ აბრაამმა მიუგო: „აქა ვარ, შვილო!“ და თქვა: „აჰა, ცეცხლი და შეშა აქ არის, სადაა კრავი სრულადდასაწველად?“
8
და უთხრა აბრაამმა: „ღმერთი გამონახავს თავისთვის კრავს სრულადდასაწველად, შვილო.“ და ორივენი მიდიოდნენ ერთად.
9
და როცა მივიდნენ იმ ადგილას, რომელზეც მას უთხრა ღმერთმა, ააშენა იქ აბრაამმა სამსხვერპლო და დააწყო შეშა, და შეკრა ისაკი, თავისი ძე, და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშებს ზემოთ.
10
და გაიწოდა ხელი, და აიღო დანა თავისი ძის დასაკლავად.
11
და მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და თქვა: „აბრაამ! აბრაამ!“ და მან უპასუხა: „აქა ვარ!“
12
და თქვა: „არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი.“
13
და აღაპყრო აბრაამმა თვალი და იხილა ვერძი, რომელიც რქებით იყო გახლართული ბუჩქნარში. და წავიდა აბრაამი და აიყვანა ის ვერძი და შესწირა იგი სრულადდასაწველად თავისი ძის ნაცვლად.
14
და უწოდა აბრაამმა იმ ადგილს სახელად „უფალი გამოაჩენს,“ როგორც ითქმის დღეს: „მთაზე უფალი გამოჩნდა.“
15
უფლის ანგელოზმა მეორედ მოუხმო ზეციდან აბრაამს.
16
და უთხრა: „გეფიცები, ბრძანებს უფალი, რადგან გააკეთე შენ ეს საქმე და გაიმეტე შენი ძე, შენი ერთადერთი,
17
ამიტომ გაკურთხებ შენ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას, როგორც ცის ვარსკვლავებს, როგორც ქვიშას ზღვის პირას. და დაიმკვიდრებს შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს.
18
და იკურთხება შენი შთამომავლობით დედამიწის ყოველი ხალხი, რადგან ისმინე ჩემი ხმა.“
19
და დაბრუნდა აბრაამი თავის მსახურებთან, და ადგნენ და წავიდნენ ერთად ბეერ-შებაყისაკენ. და სახლობდა აბრაამი ბერშებაყში.
20
და ამ ამბების შემდეგ ეუწყა აბრაამს: „მილქამაც უშვა ძენი ნახორს, შენს ძმას:
21
ყუცი, მისი პირმშო, და ბუზი, მისი ძმა, კემუელი, არამის მამა,
22
ქესედი, ხაზო, ფილდაში, იდლაფი და ბეთუელი.“
23
ბეთუელს შეეძინა რებეკა. მილქამ უშვა ეს რვა ვაჟი ნახორს, აბრაამის ძმას.
24
და მის ხარჭას, სახელად რეუმს, ასევე ეყოლა ვაჟები: ტებახი, გახამი, თახაში და მაყაქა.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50