bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 23
Genesis 23
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 24 →
1
იცოცხლა სარამ ას ოცდაშვიდი წელი. ეს არის სარას სიცოცხლის წლები.
2
და გარდაიცვალა სარა კირიათ-არბაყში, ეს არის ხებრონი, ქანაანის ქვეყანაში. და მივიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
3
და აბრაამი მოსცილდა თავის მკვდარს და უთხრა ხეთელებს:
4
„მდგმური ვარ და ხიზანი მე თქვენთან. მომეცით მე საკუთარი სამარხი ადგილი თქვენს შორის, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი ჩემს თვალთაგან.“
5
და მიუგეს ხეთის ძეებმა აბრაამს და უთხრეს:
6
„ისმინე, ჩვენო ბატონო: ღვთის მთავარი ხარ შენ ჩვენს შორის! ჩვენ რჩეულ სამარხში დამარხე შენი მკვდარი, ჩვენგან არავინ დაგიკავებს თავის სამარხს შენი მკვდრის დასამარხავად.“
7
და ადგა აბრაამი და თაყვანი სცა იმ ქვეყნის ხალხს, ხეთის შვილებს.
8
და უთხრა მან მათ: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, ისმინეთ ჩემი და შემავედრეთ ყეფრონს, ცოხარის ძეს,
9
და მან მომცეს მახფელას მღვიმე, რომელიც მისი მინდვრის ბოლოზეა. სრულ ფასად მომყიდოს იგი, თქვენი თანდასწრებით, საკუთრად დასამარხავად.“
10
და ყეფრონი იჯდა ხეთის ძეთა შორის. და მიუგო ყეფრონ ხეთელმა აბრაამს ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის გასაგონად, და უთხრა:
11
„არა, ბატონო ჩემო, ისმინე ჩემი: მინდორს გაძლევ, და მღვიმეც, რომელიც იქაა, შენთვის მომიცია. ჩემი ხალხის წინაშე გჩუქნი მას, რომ დამარხო შენი მკვდარი.“
12
და თაყვანი სცა აბრაამმა ამ ქვეყნის ხალხს.
13
და ელაპარაკა ყეფრონს ამ ქვეყნის ხალხის გასაგონად: „იქნებ მოგესმინა ჩემთვის. ვერცხლს გაძლევ მინდვრისათვის; აიღე ჩემგან და დავმარხავ ჩემს მკვდარს იქ.
14
და მიუგო ყეფრონმა აბრაამს და უთხრა მას:
15
„ჩემო ბატონო, მოისმინე! ოთხასი შეკელი ღირს მიწა. რა არის იგი ჩემსა და შენს შორის? დამარხე შენი მკვდარი!“
16
და როცა აბრაამმა ეს გაიგონა, მიუწონა ყეფრონს ვერცხლი, როგორც ხეთელთა გასაგონად თქვა, ისე – ოთხასი შეკელი ვერცხლი, სავაჭრო მაზანდით.
17
და დაუმტკიცდა მას ყეფრონისეული მინდორი, რომელიც იყო მახფელაში, მამრეს პირისპირ, და მღვიმე, რომელიც იყო იქ, და ყოველი ხე, რომელიც იყო იმ მინდორზე ირგვლივ, მთელს მის საზღვრებში,
18
შეიძინა აბრაამმა საკუთრებად, ხეთის ძეთა და ქალაქის კარიბჭეში ყოველი შემსვლელის თვალწინ.
19
და ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს პირისპირ (ეს არის ხებრონი), ქანაანის ქვეყანაში.
20
და დაუმტკიცდა აბრაამს ხეთის ძეთაგან მინდორი და მღვიმე, რომელიც იყო იქ, სამარხად.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50