bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 9
Genesis 9
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 10 →
1
და აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი ძენი, და უთხრა მათ: „ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, და აღავსეთ მიწა.“
2
და ყველა ცხოველს, ცის ყველა ფრინველს, და ყოველივეს, რაც იძვრის მიწაზე, ჰქონდეს თქვენი შიში და ძრწოლა. და ყოველი თევზი ზღვისა თქვენს ხელთაა მოცემული.
3
ყოველი მოძრავი ცოცხალი არსება საჭმელი იყოს თქვენთვის, როგორც მწვანე ბალახი. თქვენ გაძლევთ ყველაფერს.
4
მხოლოდ ხორცს მისი სულითურთ და მისი სისხლითურთ ნუ შეჭამთ.
5
და თქვენს სისხლს მოვიკითხავ ყოველი ცხოველისაგან და ადამიანის ხელისაგან, მისი ძმის ხელისაგან მოვიკითხავ ადამიანის სულს.
6
და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.
7
და თქვენ კი ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, მოშენდით მიწაზე და მომრავლდით მასზე“.
8
და უთხრა ღმერთმა ნოეს და მის ძეებს მასთან ერთად:
9
„მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან თქვენს შემდეგ,
10
და ყოველ ცოცხალ არსებასთან, რომელიც კი თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან, მიწის ყოველ ცხოველთან, რომელნიც თქვენთან არიან, კიდობნიდან ყოველ გამოსულთან.
11
და მე ვდებ ჩემს აღთქმას თქვენთან, რომ ამიერიდან აღარ მოისპობა წარღვნის წყლებით არც ერთი ხორციელი და მეტად აღარ მოხდება წარღვნა მიწის დასაღუპავად.“
12
და თქვა ღმერთმა: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, აღთქმა სამარადისო იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ.
13
ჩემი ცისარტყელა ჩავდევი ღრუბელში ჩემსა და მიწას შორის აღთქმის ნიშნად.
14
და როცა გადავაფარებ ღრუბელს მიწას, მაშინ გამოჩნდება ღრუბელში ცისარტყელა,
15
გავიხსენებ ჩემს აღთქმას, რომელიცაა ჩემსა და თქვენს შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის, და მეტად აღარ მოვა წარღვნის წყალი ყოველი ხორციელის დასაღუპავად.
16
და იქნება ცისარტყელა ღრუბელში, და ვიხილავ მას, რათა გავიხსენო საუკუნო აღთქმა ღმერთსა და ყოველ ხორციელ სულდგმულს შორის, რაც კი მიწაზეა“.
17
და უთხრა ღმერთმა ნოეს: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელიც დავადგინე ჩემსა და ყოველ ხორციელს შორის, რაც კი მიწაზეა“.
18
და იყვნენ ესენი ძენი ნოესი, გამოსულნი კიდობნიდან: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი მამამთავარი ქანაანისა.
19
ესენი იყვნენ ნოეს სამნი ძენი, და მათგან განევრცო მოსახლეობა მთელ მიწაზე.
20
და იწყო ნოემ, მიწისმუშაკმა, ვენახის გაშენება.
21
და შესვა ღვინო, დათვრა და გაშიშვლდა თავის კარავში.
22
და იხილა ქამმა, ქანაანის მამამ, თავისი მამის სიშიშვლე, და უთხრა ეს თავის ორ ძმას.
23
და აიღეს სემმა და იაფეთმა მამის სამოსელი, და დაიდეს მხრებზე, და წავიდნენ პირშექცევით და დაფარეს თავიანთი მამის სიშიშვლე. და რადგან პირი უკან ჰქონდათ შექცეული, თავიანთი მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ.
24
და გამოფხიზლდა ნოე ღვინისაგან და შეიტყო, თუ როგორ მოექცა მას უმცროსი ძე.
25
და თქვა: „წყეულიმც იყოს ქანაანი! მსახურთა მსახური იყოს თავისი ძმებისათვის.“
26
და თქვა: „კურთხეულია უფალი, ღმერთი სემისა. და იყოს ქანაანი მისი მსახური.
27
და განავრცოს ღმერთმა იაფეთი და დაემკვიდროს სემის კარვებში, და იყოს ქანაანი მისი მსახური“
28
და იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი.
29
და იყო ნოეს სრული ხანი ცხრაას ორმოცდაათი წელი და მოკვდა.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50