bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 26
Genesis 26
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 27 →
1
და ჩამოვარდა შიმშილობა ქვეყანაში იმ ადრინდელი შიმშილობის შემდეგ, რომელიც აბრაამის დღეებში იყო. და წავიდა ისაკი აბიმელექთან, ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში.
2
და გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: „ნუ წახვალ ეგვიპტეს, არამედ დარჩი იმ ქვეყანაში, რომელზეც გეტყვი.
3
ხიზნობდე იმ ქვეყანაში, და ვიქნები შენთან და გაკურთხებ, რადგან შენ და შენს თესლს მოგცემთ მთელ ამ ქვეყანას, და აღვადგენ იმ ფიცს, რომლითაც შევფიცე აბრაამს, მამაშენს.
4
და გავამრავლებ შენს თესლს, ვითარცა ვარსკვლავებს ცისას, და მივცემ შენს თესლს მთელს იმ ქვეყანას. და იკურთხება შენი თესლით ქვეყნის ყოველი ტომი,
5
რადგან ისმინა აბრაამმა ჩემი ხმა და დაიცვა ჩემი დასაცველი, ჩემი ბრძანებები, ჩემი წესები და ჩემი რჯულდებები.“
6
და ცხოვრობდა ისაკი გერარში.
7
და ჰკითხეს იქაურმა კაცებმა მის ცოლზე, და მან უთხრა, რომ მისი და იყო. რადგან ეშინოდა, რომ ეთქვა, ჩემი ცოლი არისო, რადგან ფიქრობდა, აქაურ ხალხს შეუძლიათ მომკლანო რებეკას გულისთვის; რადგან რებეკა დიდად მშვენიერი იყო.
8
და იყო იქ მრავალი დღე. და გაიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და დაინახა, რომ ელაღობებოდა ისაკი რებეკას, თავის ცოლს.
9
და მოუხმო აბიმელექმა ისაკს და უთხრა: „აჰა, ცოლია ის შენი! რატომ თქვი: ჩემი და არისო?“ და უთხრა მას ისაკმა: „იმიტომ, რომ მეშინოდა მის გამო არ მოვმკვდარიყავი!“
10
და უთხრა აბიმელექმა: „ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩემი ხალხიდან, და მოაწევდი ცოდვას ჩვენზე!“
11
და უბრძანა აბიმელექმა მთელ ხალხს და თქვა: „ვინც შეეხება ამ კაცს ან მის ცოლს, სიკვდილით მოკვდება.“
12
და დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასმაგად მიიღო მოსავალი იმავე წელიწადს. რადგან აკურთხა იგი უფალმა.
13
და განდიდდა ეს კაცი, და მაღლდებოდა უფრო და უფრო, ვიდრე არ განდიდდა დიდად.
14
და ჰყავდა მას ცხვრის ფარა და ხარების ჯოგი, და მრავალი მსახური. ამიტომ შეშურდათ მისი ფილისტიმელებს.
15
და ყოველი ჭა, რომელიც კი ამოთხარეს მამამისის მსახურებმა აბრაამის სიცოცხლის დღეებში, ფილისტიმელებმა დაქოლეს და მიწით ამოავსეს.
16
და უთხრა აბიმელექმა ისაკს: „წადი ჩვენგან, რადგან ჩვენზე მეტად გაძლიერდი.“
17
და წავიდა ისაკი იქიდან, და დაბანაკდა გერარის ხეობაში, და იქ ცხოვრობდა.
18
და კვლავ ამოთხარა ისაკმა წყლის ჭები, რომელნიც ამოთხარეს მამამისის, აბრაამის დღეებში, და დაქოლეს ისინი ფილისტიმელებმა მისი სიკვდილის შემდეგ. და უწოდა მათ ის სახელები, რომელნიც უწოდა მათ მამამისმა.
19
და თხრიდნენ ისაკის მსახურები ხეობაში, და აღმოაჩინეს ცოცხალი წყლის ჭა.
20
და დაობდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებთან და ამბობდნენ: „წყალი ჩვენ გვეკუთვნის!“ და მან უწოდა ჭას სახელად ყესეკი, რადგან დაობდნენ მასთან.
21
და ამოთხარეს სხვა ჭა და მასზედაც დაობდნენ; ამიტომ უწოდა მას სახელად სიტნა.
22
და გადაინაცვლა იქიდან, და ამოთხარა სხვა ჭა, და მასზე არ შედავებიან. ამიტომ უწოდა სახელად მას რეხობოთი და თქვა: „ამიერიდან გაგვაფართოვა ჩვენ უფალმა და გავმრავლდით ქვეყანაზე.“
23
და იქიდან წავიდა ბეერ-შებაყში.
24
და გამოეცხადა მას უფალი იმ ღამით, და უთხრა: „მე ვარ აბრაამის, მამაშენის, ღმერთი, და ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ და გაკურთხებ, და გაგიმრავლებ თესლს აბრაამის, ჩემი მსახურის, გამო.“
25
და ააშენა იქ სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს. და გაშალა იქ თავისი კარავი, და ამოთხარეს იქ ჭა ისაკის მსახურებმა.
26
და მივიდა აბიმელექი მასთან გერარიდან, და მასთან ერთად ახუზათი, მისი მეგობარი, და ფიქოლი, მისი მთავარი.
27
და უთხრა მათ ისაკმა: „რისთვის მოხვედით ჩემთან, ხომ მომიძულეთ და გამომაძევეთ თქვენგან?“
28
და უთხრეს: „ჩვენ ცხადად დავინახეთ, რომ უფალია შენთან, და ვთქვით: იყოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და დავდებთ კავშირს შენთან,
29
რომ არ გვიბოროტო, რადგან ჩვენ არ დაგვიჩაგრიხარ, მხოლოდ სიკეთე გვიქნია შენთვის, და მშვიდობით გაგიშვით. ამიერიდან უფლის კურთხეული ხარ შენ.“
30
და გაუმართა ნადიმი მათ ისაკმა, და ჭამეს და სვეს.
31
და ადგნენ დილაადრიანად, და შეჰფიცეს ერთმანეთს. და გაუშვა ისინი ისაკმა, და წავიდნენ მისგან მშვიდობით.
32
და იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მსახურები და აუწყეს ჭის შესახებ, რომელიც მათ ამოთხარეს, და უთხრეს: „წყალი ვიპოვეთ“
33
და უწოდა მას შებაყი. ამიტომ დარჩა ამ ქალაქს სახელად ბეერ-შებაყი.
34
და იყო ესავი ორმოცი წლისა, და მოიყვანა ცოლებად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
35
და გაუმწარეს მათ სული ისაკს და რებეკას.
← Chapter 25
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 27 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50