bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 36
Genesis 36
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 37 →
1
ეს არის ესავის ანუ ედომის მოდგმა:
2
ესავმა მოიყვანა ცოლები ქანაანის ასულთაგან: ყადა, ასული ხეთელი ელონისა, და ოჰოლიბამა, ასული ყანასი, ხიველი ციბყონის ძისა;
3
და ბასმათი, ისმაელის ასული, დაი ნებაიოთისა.
4
და ყადამ უშვა ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი,
5
და ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იაყლამი და კორახი. ესენი იყვნენ ესავის ძენი, რომელნიც მას შეეძინენ ქანაანის ქვეყანაში.
6
და აიყვანა ესავმა თავისი ცოლები და თავისი ძენი და თავისი ასულნი, და მთელი თავისი სახლეული და თავისი ქონება თავისი საქონელი და თავისი პირუტყვი, და მთელი თავისი ქონება, რომელიც შეიძინა მან ქანაანში, და წავიდა სხვა ქვეყანაში, რომ მოსცილებოდა იაკობს, თავის ძმას.
7
რადგან დიდძალი დოვლათი ჰქონდათ და ვერ შეძლეს ერთად ცხოვრება; და მათმა ხიზნობის ქვეყანამ ვერ მოითავსა ისინი მათი ჯოგების სიმრავლის გამო.
8
და დასახლდა ესავი სეყირის მთაზე; ესავი ეს არის ედომი.
9
ესაა ესავის მოდგმა, რომლისგანაც მოდიან სეყირის მთაზე მცხოვრები ედომელნი.
10
ესაა ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა, რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა,
11
და ელიფაზის შვილები იყვნენ: თემანი, ომარი, ცეფო, გაყთამი და კენაზი.
12
და თიმნაყი იყო ესავის ძის, ელიფაზის, ხარჭა, და უშვა მან ელიფაზს ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა.
13
და ესენი არიან ძენი რეღუელისა: ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. და ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა.
14
ხოლო ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა, ასულისა ყანასი, ძისა ციბყონისა, ესენი იყვნენ, რომლებიც მან უშვა ესავს: იეყუში, იაყლამი და კორახი.
15
და ესენი იყვნენ ესავის ძეთა უხუცესნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი: თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი,
16
თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთამი, თავკაცი ყამალეკი. ესენი იყვნენ ელიფაზის უხუცესები ედომის ქვეყანაში; ესენი იყვნენ ძენი ყადასი.
17
და ესენი იყვნენ ძენი რეღუელისა, ესავის ძისა: თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი იყვნენ უხუცესნი რეღუელისა ედომის ქვეყანაში. ესენი იყვნენ ესავის ცოლის, ბასმათის ძენი.
18
და ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა: თავკაცი იეყუში, თავკაცი იაყლამი, თავკაცი კორახი. ესენი იყვნენ ძენი ოჰოლიბამასი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა.
19
და ესენი იყვნენ ძენი ესავისა და უხუცესნი ედომისა.
20
და ესენი იყვნენ ძენი ხორიელი სეყირისა, იმ ქვეყნის მკვიდრნი: ლოტანი, შობალი, ციბყონი, ყანა,
21
დიშონი, ეცერი და დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელი უხუცესნი ედომის ქვეყანაში, სეყირის ძენი.
22
და ლოტანის ძენი იყვნენ ხორი და ჰემამი, ხოლო და ლოტანისა იყო თიმნაყი.
23
და ესენი იყვნენ შობალის ძენი: ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი.
24
და ესენი იყვნენ ციბყონის ძენი: აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც იპოვა წყლის წყარონი უდაბნოში, როდესაც მწყემსავდა თავისი მამის, ციბყონის, სახედრებს.
25
ხოლო ყანას ძე იყო დიშონი და ოჰოლიბამა იყო ყანას ასული.
26
და ესენი იყვნენ ძენი დიშონისა: ხემდანი, ეშბანი, ითრანი და ქერანი.
27
და ესენი იყვნენ ეცერის ძენი: ბილჰანი, ზაყვანი და ყაკანი.
28
და ესენი იყვნენ დიშანის ძენი: ყუცი და არანი.
29
ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები: თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა,
30
თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი იყვნენ ხორიელთა უხუცესები თავიანთი თავკაცებითურთ სეყირის ქვეყანაში.
31
და ესენი იყვნენ მეფენი, რომელნიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე გამეფდებოდა მეფე ისრაელში.
32
და გამეფდა ედომში ბელაყი, ძე ბეყორისა, და მისი ქალაქის სახელი იყო დინჰაბა.
33
და მოკვდა ბელაყი, და მის ნაცვლად გამეფდა იობაბი, ძე ზერახისა, ბოცრადან.
34
და მოკვდა იობაბი. და მის ნაცვლად გამეფდა ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან.
35
და მოკვდა ხუშამი, მის ნაცვლად გამეფდა ჰადადი, ძე ბედადისა, მძლეველი მიდიანისა მოაბის ველზე. მისი ქალაქის სახელი იყო ყავითი.
36
და მოკვდა ჰადადი, და მის ნაცვლად გამეფდა სამლა, მასრეკადან.
37
და მოკვდა სამლა, და მის ნაცვლად გამეფდა შაული, მდინარისპირა რეხობოთიდან.
38
და მოკვდა შაული, და მის ნაცვლად გამეფდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა.
39
და მოკვდა ბაყალ-ხანანი, ძე ყაქბორისა, და მის ნაცვლად გამეფდა ჰადარი, და მისი ქალაქის სახელი იყო ფაყუ, ხოლო სახელი მისი ცოლისა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასულისა მეზაჰაბისა.
40
და ესენია ესავის უხუცესთა სახელები მათ საგვარეულოთა, მათი ადგილების და სახელების მიხედვით: თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ყალვა, თავკაცი იეთეთი;
41
თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი,
42
თავკაცი კენაზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მიბცარი,
43
თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი იყვნენ უხუცესნი ედომისა მათ საცხოვრებელთა მიხედვით მათ საკუთარ ქვეყანაში. და ესავი არის ედომელთა მამამთავარი.
← Chapter 35
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 37 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50