bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 14
Genesis 14
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 15 →
1
და შინყარის მეფის ამრაფელის მეფობის დროს არიოქმა – ელასარის მეფემ, ქედორ-ლაღომერმა – ყელამის მეფემ და თიდყალმა – გოიმის მეფემ
2
დაიწყეს ომი სოდომის მეფე ბერაყთან, გომორას მეფე ბირშაყთან, ადმას მეფე შინაბთან, ცებოიმის მეფე შემებერთან და ბელაყის ანუ ცოყარის მეფესთან.
3
ყველა ესენი შეერთდნენ სიდიმის ველზე, (სადაც ახლა მარილოვანი ზღვაა).
4
თორმეტ წელს ემონებოდნენ ისინი ქედორ-ლაღომერს, ხოლო მეცამეტე წელს ამბოხდნენ.
5
და მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორ-ლაღომერი მასთან მყოფ მეფეებთან ერთად და გაანადგურეს რეფაიმელნი ყაშთაროთ-კარნაიმში, ზუზელნი ჰამში, ემიელნი შავე-კირიათაიმში
6
და ხორიელები სეყირის მთებში ელ-ფარანამდე, უდაბნოსთან.
7
და უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, ეს კადეშია, და გაანადგურეს ყამალეკის მთელი ქვეყანა, და აგრეთვე ამორეველნი, ხაცეცონ-თამარის მკვიდრნი.
8
და გამოვიდნენ სოდომის, გომორას, ადმას, ცებოიმის, ბელაყის ანუ ცოყარის მეფეები, და სიდიმის ველზე გაუმართეს ბრძოლა
9
ყელამის მეფე ქედორ-ლაღომერს, გოიმის მეფე თიდყალს, შინყარის მეფე ამრაფელს და ელასარის მეფე არიოქს. ოთხი მეფე ხუთის წინააღმდეგ.
10
სიდიმის ველზე იყო უამრავი ფისის ორმო. და უკუიქცნენ სოდომისა და გომორას მეფენი და ჩაცვივდნენ იქ. და დანარჩენნი უკუიქცნენ მთებში.
11
და წაიღეს სოდომისა და გომორას მთელი ქონება და მთელი საზრდო, და წავიდნენ.
12
და წაიყვანეს აბრამის ძმისწული ლოტიც, მცხოვრები სოდომში და მთელი მისი ქონება, და წავიდნენ.
13
და მოვიდა ლტოლვილი და მოუტანა ამბავი ებრაელ აბრამს. მაშინ იგი ბინადრობდა მუხნარში, რომელიც ეკუთვნოდა ამორეველ კაცს, მამრეს, ეშქოლისა და ყანერის ძმას. ისინი აბრამის მოკავშირენი იყვნენ.
14
როცა გაიგო აბრამმა, რომ მისი ძმისწული წაეყვანათ ტყვედ, აღჭურვა თავის სახლში შობილი სამას თვრამეტი მსახური, და სდია მტერს დანამდე.
15
და დარაზმა აბრამმა თავისი კაცები ღამით და გაიყვანა მათ წინააღმდეგ, და გაანადგურა ისინი, და სდია მათ ხობამდე, რომელიც დამასკოს მარცხნივაა.
16
და დაიბრუნა მთელი ქონება და აგრეთვე თავისი ძმისწული, ლოტი, მთელი მისი ქონებითა; ქალები და ხალხი.
17
და გამოვიდა მეფე სოდომისა მის შესახვედრად შავეს ველზე (ეს არის სამეფო ველი) ქედორლაღომერისა და მასთან მყოფ მეფეებზე გამარჯვების შემდეგ.
18
და მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოიტანა პური და ღვინო. და იყო ის მღვდელი მაღალი ღმერთისა.
19
და აკურთხა იგი და თქვა: „კურთხეულია აბრამი მაღალი ღმერთის, ცისა და მიწის მეუფის მიერ.
20
და კურთხეულია მაღალი ღმერთი, რომელმაც ხელში ჩაგიგდო შენი მტრები.“ და მისცა მას აბრამმა ყველაფრის მეათედი.
21
და უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: „მომეცი მე ხალხი, და ქონება დაიტოვე შენთვის.“
22
და უთხრა აბრამმა სოდომის მეფეს: „ავაპყრობ ჩემს ხელებს უფლის მიმართ, მაღალი ღმერთისა, ცისა და მიწის მეუფისა,
23
თუ ძაფიდან ფეხსამოსის თასმამდე რამე ავიღო იქიდან, რაც შენია, რომ არ გათქმევინო, მე გავამდიდრეო აბრამი,
24
გარდა იმისა, რაც ჭამეს ჭაბუკებმა და რაც ჩემთან წამოსულებს ერგოთ წილად – ყანერს, ეშქოლსა და მამრეს, წაიღონ მათ თავ-თავიანთი წილი.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50