bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 4
Genesis 4
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 5 →
1
და ადამმა შეიცნო ევა, თავისი დედაკაცი. და დაორსულდა ევა და შვა კაენი, და თქვა: „უფლის წყალობით შემეძინა კაცი.“
2
და შემდგომ შვა აბელი, ძმა მისი. და გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი.
3
და გავიდა ხანი და მიართვა კაენმა მიწის ნაყოფთაგან ძღვენი უფალს.
4
ასევე აბელმაც მიართვა უფალს თავისი ცხვრების პირმშოთაგან და მათი ცხიმიდან. და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს.
5
და კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა, და ძალზე ეწყინა კაენს, და მოეღუშა სახე.
6
და ჰკითხა უფალმა კაენს: „რა გეწყინა? რად მოგიღუშავს სახე?
7
თუ სიკეთეს სჩადიხარ, ხომ დაგიფასდება? ხოლო თუ სიკეთეს არ სჩადიხარ, მაშინ კარებთან დაგელოდება შენი ცოდვა. და შენკენ იქნება მისი სწრაფვა, მაგრამ შენ იბატონებ მასზე.“
8
და ელაპარაკა კაენი აბელს, თავის ძმას, როცა ისინი ველად იყვნენ და აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა იგი.
9
და ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?“ და უპასუხა მან: „არ ვიცი. განა მე ჩემი ძმის დარაჯი ვარ?“
10
და უთხრა უფალმა: „ეს რა ჰქენი! შენი ძმის სისხლის ხმა შემომღაღადებს მიწიდან!
11
ამიერიდან წყეული იყავ შენ მიწისაგან, რომელმაც გახსნა თვისი პირი შენი ძმის სისხლის შენი ხელიდან მისაღებად.
12
რადგან დაამუშავებ მიწას, ის კი არ მოგცემს შენ ძალას. მოხეტიალე და მაწანწალა იქნები მიწაზე!“
13
და უთხრა კაენმა უფალს: „დიდია ცოდვა ჩემი, მიუტევებელია!
14
მაძევებ დღეს მე პირისაგან მიწისა და შენი პირისაგან, დავიმალები და ვიქნები მოხეტიალე და მაწანწალა მიწაზე; და ყოველი მნახველი ჩემი მომკლავს მე.“
15
და თქვა უფალმა: „ყოველი მკვლელი კაენისა შვიდგზის იქნება შურისგებული.“ და დაადვა უფალმა ნიშანი კაენს, რომ არ მოეკლა იგი ყოველ მის მპოვნელს.
16
და გასცილდა კაენი უფლის პირს და დაემკვიდრა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით.
17
და შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი, და იგი დაორსულდა და შვა ხანოქი. და გააშენა მან ქალაქი და უწოდა სახელი ამ ქალაქს, როგორც თავის ძეს, ხანოქი.
18
და შვა ხანოქმა ყირადი, და ყირადმა შვა მეხუაელი, და მეხუაელმა შვა მეთუშაელი და მეთუშაელმა შვა ლამექი.
19
და მოიყვანა ლამექმა თავისთვის ორი ცოლი: სახელი ერთისა იყო ყადა, ხოლო მეორისა – ცილა.
20
და ეყოლა ყადას იაბალი. იგი იყო კარვებში მკვიდრთა და მეჯოგეთა მამა.
21
და მის ძმას ერქვა იუბალი. იგი იყო მამა ყველა მეჩანგეთა და მესტვირეთა.
22
და ცილამ, აგრეთვე, უშვა თუბალ-კაენი, მჭედელი სპილენძისა და რკინის ყოველგვარი საჭურვლისა. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა.
23
და უთხრა ლამექმა თავის ცოლებს: „ყადა და ცილა, მისმინეთ მე! ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ნათქვამი ჩემი! რადგან მოვკალი კაცი ჩემდა სატკივრად, და ყმაწვილი – ჩემდა საგვემელად.
24
თუ კაენისთვის შვიდგზის იქნება შურისგებული, ლამექისთვის – სამოცდაათჯერ შვიდგზის!“
25
და კვლავ შეიცნო ადამმა თავისი დედაკაცი. და შვა ვაჟი და უწოდა მას შეთი, რადგან, როგორც ევამ თქვა: „აღმიდგინა მე ღმერთმა შთამომავლობა, კაენის მიერ მოკლული აბელის ნაცვლად.“
26
და შეთსაც შეეძინა ძე, და უწოდა მას სახელად ენოში. და მაშინ დაიწყეს უფლის სახელის მოხმობა.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50