bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 30
Genesis 30
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 31 →
1
და დაინახა რახელმა, რომ ვერ უშვა იაკობს, და შეშურდა თავისი დისა და უთხრა იაკობს: „მომეცი შვილები. თუ არა და, მოვკვდები.“
2
და განურისხდა იაკობი რახელს და თქვა: „ღვთის მაგიერი ხომ არა ვარ, რომელმაც აღკვეთა შენგან მუცლის ნაყოფი?“
3
და უთხრა მან იაკობს: „აჰა, მხევალი ჩემი ბილჰა, შედი მასთან და შობს ჩემს მუხლებზე, და მეც გავშვილიანდები მისგან.“
4
და მისცა ბილჰა, თავისი მხევალი, ცოლად, და შევიდა იაკობი მასთან.
5
და დაორსულდა ბილჰა და უშვა იაკობს ძე.
6
და თქვა რახელმა: „განმსაჯა მე ღმერთმა, შეისმინა ხმა ჩემი და მომცა მე ძე.“ ამიტომ უწოდა მან სახელად დანი.
7
და კვლავ დაორსულდა ბილჰა, რახელის მხევალი და უშვა მეორე ძე იაკობს.
8
და თქვა რახელმა: „მაგარი ჭიდილით შევეჭიდე ჩემს დას, თითქოს ღმერთს ვეჭიდებოდი, და ვძლიე კიდეც.“ და უწოდა მას სახელად ნაფთალი.
9
და დაინახა ლეამ, რომ შეწყვიტა შობა, და აიყვანა ზილფა, თავისი მხევალი, და მისცა იგი იაკობს ცოლად.
10
და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, ძე იაკობს.
11
და თქვა ლეამ: „ბედნიერად.“ და უწოდა მას სახელად გადი.
12
და უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, მეორე ძე იაკობს.
13
და თქვა ლეამ: „ნეტარად მიმიჩნევენ მე ასულნი.“ და უწოდა მას სახელად აშერი.
14
და წავიდა რეუბენი პურის მკის დღეებში და იპოვა მინდორში მანდრაგორები, და მიართვა ისინი თავის დედას. და უთხრა რახელმა ლეას: „მომეცი მე შენი ძის მანდრაგორების ნაწილი.“
15
და უთხრა მან: „არ გეყო, რომ ქმარი წამართვი და ახლა ჩემი ძის მანდრაგორებსაც მართმევ?“ და უთხრა მას რახელმა: „ამაღამ შენთან დაწვეს იაკობი, შენი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.“
16
და როცა დაბრუნდა იაკობი ველიდან საღამოჟამს, გავიდა ლეა მის შესახვედრად და უთხრა: „შემოდი ჩემთან, რადგან გიყიდე შენ ჩემი ძის მანდრაგორების სანაცვლოდ.“ და დაწვა მასთან იგი იმ ღამეს.
17
და უსმინა ღმერთმა ლეას და დაორსულდა, და უშვა მეხუთე ძე იაკობს.
18
და თქვა ლეამ: „მომცა ღმერთმა საზღაური, რადგან მივეცი ჩემი მხევალი ჩემს ქმარს.“ და უწოდა მას სახელად ისაქარი.
19
და კვლავ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ძე.
20
და თქვა ლეამ: „კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა. ახლა კი შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ძე ვუშვი მას.“ და უწოდა მას სახელად ზებულუნი.
21
და შემდეგ შვა ასული და უწოდა მას სახელად დინა.
22
და გაიხსენა ღმერთმა რახელი და ისმინა ღმერთმა მისი ვედრება და გახსნა მისი საშო.
23
და დაორსულდა და შვა ძე, და თქვა: „ამაშორა ღმერთმა შერცხვენას.“
24
და უწოდა მას სახელად იოსები, და თქვა: „სხვა ძესაც შემძენს უფალი!“
25
და მას შემდეგ, რაც შვა რახელმა იოსები, უთხრა იაკობმა ლაბანს: „გამიშვი, რომ ჩემს მხარეში წავიდე.
26
მომეცი ჩემი ცოლები და ჩემი შვილები, რომელთათვისაც გემსახურე, რომ წავიდე, რადგან შენ იცი ჩემი სამსახური, როგორც გემსახურე.“
27
და უთხრა მას ლაბანმა: „ნეტავ ვპოვო მადლი შენს თვალში. მივხვდი მე, რომ მაკურთხა უფალმა შენს გამო.“
28
და თქვა: „დაინიშნე შენთვის საზღაური ჩემგან, და მოგცემ.“
29
და უთხრა მას იაკობმა: „შენ იცი, როგორ გემსახურე და როგორ გამრავლდა შენი საქონელი ჩემი ზრუნვით.
30
რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და გაგიმრავლდა. და გაკურთხა შენ უფალმა ჩემს ფეხზე. და როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის?“
31
თქვა: „რა მოგცე?“ და თქვა იაკობმა: „ნუ მომცემ ნურაფერს, თუ გამიკეთებ იმ საქმეს, რასაც გეტყვი, კვლავ დავმწყევსავ შენს ფარებს და დავიცავ მას.
32
მე დღეს გავივლი მთელ შენს ფარაში. და განაშორე იქიდან ყოველი დაწინწკლული და ჭრელი ცხვარი, და ყოველი წაბლისფერი ცხვარი, და ჭრელი და დაწინწკლული თხა. და ეს იქნება ჩემი საზღაური.
33
და მიპასუხოს მე ჩემმა სიმართლემ ხვალინდელ დღეს, როცა მოხვალ, რათა იხილო ჩემი საზღაური შენს წინაშე: ყოველი, რომელიც არ იყოს დაწინწკლული და ჭრელი თხათა შორის და წაბლისფერი ცხვართა შორის, ნაქურდალად ჩაითვალოს ჩემგან.“
34
და თქვა ლაბანმა: „კეთილი, შენი სიტყვისამებრ იყოს.“
35
და განაშორა იმ დღეს ზოლიანი და ჭრელი ვაცები, და ყველა დაწინწკლული და ჭრელი დედალი თხა, და ყველა, რომელზეც იყო ცოტაოდენი თეთრი, და ყოველი წაბლისფერი ცხვართა შორის, და მისცა თავის ვაჟებს.
36
და დაცილდა ლაბანი სამი დღის სავალზე იაკობს, რომელიც მწყესავდა ლაბანის დანარჩენ ფარას.
37
და აიღო იაკობმა თავისთვის ალვისხის, ნუშისა და წაბლის ხეთა ნედლი წნელები, და შემოჭრა მათზე თეთრი ზოლები, შემოაცალა რა მათ ქერქი.
38
და დაჭრელებული წნელები ჩააწყო წყლის გეჯებში, სადაც მიდიოდა ცხვარი წყლის დასალევად, და ისინი ხურდებოდნენ, როდესაც მიდიოდნენ წყლის სასმელად.
39
და ხურდებოდა ცხვარი წნელების წინ და შობდნენ ცხვრები ზოლებიან ბატკნებს, დაწინწკლულებსა და ჭრელებს.
40
და გამოყო კრავები იაკობმა, და დააყენა ლაბანის ფარა ზოლიანი და წაბლისფერი ფარის პირდაპირ. და განალაგა თავისი სამწყსო ცალკე და არ დატოვა იგი ლაბანის ფარასთან.
41
და ჯანსაღი ფარის ახურებისას ცხვრის თვალწინ ჩაყრიდა ხოლმე იაკობი წნელებს გეჯებში, რომ წნელებთან აეხურებინა ისინი.
42
და როცა სუსტი იყო ფარა, არ ყრიდა. და ლაბანს რჩებოდა სუსტი, იაკობს კი ჯანსაღი.
43
და დიდად გამდიდრდა ეს კაცი, და გაუჩნდა მრავალი ცხვარი, მხევლები და მსახურები, ჯორი და აქლემი.
← Chapter 29
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 31 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50