bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 28
Genesis 28
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 29 →
1
და მოუხმო ისაკმა იაკობს და აკურთხა იგი, და ამცნო მას და უთხრა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ მოიყვანო.
2
წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის, სახლში, და იქიდან აირჩიე შენთვის ცოლად ლაბანის, დედაშენის ძმის, ასულთაგან.
3
და ყოვლადძლიერმა ღმერთმა გაკურთხოს შენ, განაყოფიეროს და შენგან წარმოიქმნას მრავალრიცხოვანი ხალხები.
4
და მოგცეს შენ აბრაამის კურთხევა, შენ და შენს თესლს შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი ხიზნობის ქვეყანა, რომელიც მისცა ღმერთმა აბრაამს.
5
და გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ლაბანთან შუამდინარეთში, არამელ ბეთუელის ძესთან, იაკობისა და ესავის დედის, რებეკას ძმასთან.
6
და დაინახა ესავმა, რომ ისაკმა აკურთხა იაკობი და გაუშვა ის შუამდინარეთში ცოლის შესართავად, და ამცნო და უთხრა მისი კურთხევისას: „არ მოიყვანო ცოლად ქანაანის ასულთაგან.“
7
და გაუგონა იაკობმა თავის მამასა და თავის დედას, და წავიდა შუამდინარეთში.
8
და ისიც დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა ისაკს, მამამისს ქანაანის ასულები.
9
და წავიდა ესავი ისმაელთან და წამოიყვანა მახალათი, ასული ისმაელისა, აბრაამის ძისა, დაი ნებაიოთისა, თავისთვის ცოლად, თავისი ცოლების გარდა.
10
და დატოვა იაკობმა ბეერ-შებაყი და წავიდა ხარანს.
11
და მიადგა ერთ ადგილს, სადაც დარჩა ღამის გასათევად. რადგან მზე უკვე ჩაესვენა. აიღო იმ ადგილის ქვათაგან და დაიდო სასთუმლად, და დაწვა იმ ადგილას დასაძინებლად.
12
და ესიზმრა: კიბე იდგა მიწაზე და მისი თავი სწვდებოდა ცას. და ღვთის ანგელოზნი ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე.
13
და უფალი იდგა მასზე ზემოთ და ამბობდა: „მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, შენი მამისა, და ღმერთი ისაკისა. მიწას, რომელზეც წევხარ, მე მოგცემთ შენ და შენს თესლს.
14
და იქნება შენი თესლი, როგორც ქვიშა მიწისა, და განივრცობი დასავლეთით და აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. და იკურთხება შენით და შენი შთამომავლობით ყოველი ტომი მიწისა.
15
მე შენთან ვარ, და დაგიცავ ყველგან, სადაც კი წახვალ. და დაგაბრუნებ ამ მიწაზე, რადგან არ მიგატოვებ, ვიდრე არ გავაკეთებ იმას, რაც გითხარი.“
16
და როცა გაიღვიძა იაკობმა ძილიდან, თქვა: „ჭეშმარიტად უფალია ამ ადგილზე და მე არ ვიცოდი!“
17
და შეეშინდა და თქვა: „რა თავზარდამცემია ეს ადგილი! რა არის ეს, თუ არა სახლი ღვთისა და ცათა კარიბჭე.“
18
და ადგა იაკობი დილაადრიან და აიღო ქვა, რომელიც სასთუმლად ედო, და აღმართა იგი ძეგლად და ზეთი დაასხა ზედ.
19
და უწოდა იმ ადგილს სახელად ბეთელი. ადრე კი იმ ქალაქს სახელად ერქვა ლუზი.
20
და აღუთქვა იაკობმა აღთქმა ამ სიტყვებით: „თუ იქნება ღმერთი ჩემთან და დამიცავს ამ გზაზე, რომლითაც მე მივდივარ, და მომცემს პურს საჭმელად და სამოსელს – შესამოსად,
21
და მშვიდობით დამაბრუნებს შინ, მამაჩემთან, და უფალი იქნება ჩემი ღმერთი,
22
და ეს ქვა, რომელიც აღვმართე ძეგლად, იყოს ღვთის სახლი, და ყოველთაგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი.“
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50