bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 20
Genesis 20
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 21 →
1
და გაემგზავრა აბრაამი ნეგების ქვეყნისაკენ და დასახლდა კადეშსა და შურს შორის, გერარში.
2
და თქვა აბრაამმა თავის ცოლზე, სარაზე, რომ მისი და იყო იგი და გაგზავნა აბიმელექმა, გერარის მეფემ, და თავისთან მოაყვანინა სარა.
3
და მოევლინა აბიმელექს სიზმარში ღმერთი და უთხრა მას: „აჰა, შენ მკვდარი ხარ იმ ქალის გულისათვის, რომელიც მოიყვანე, რადგან ის ქმრიანია!“
4
მაგრამ აბიმელექი არ მიჰკარებია მას და ამიტომ თქვა: „ბატონო, ნუთუ მართალ ხალხსაც გაწყვეტ?
5
ხომ მითხრა მან ‘ჩემი და არისო?’ და ქალმაც თვითონ თქვა ‘ჩემი ძმა არისო!’ ჩემი გულწრფელობითა და უდანაშაულო ხელით ჩავიდინე ეს.“
6
და უთხრა მას ღმერთმა სიზმარში: „მეც ვიცი, რომ გულწრფელობით ჩაიდინე ეს, და მეც განგარიდე ჩემს წინაშე ცოდვისაგან. ამიტომ არ მიგაკარე მას!
7
და ახლა დაუბრუნე ცოლი ამ კაცს, რადგან წინასწარმეტყველია ის, და ილოცებს შენთვის, და იცოცხლებ. და თუ არ დაუბრუნებ, იცოდე, ნამდვილად მოკვდებით შენ და შენთან ერთად ყველა შენიანი.“
8
და ადგა აბიმელექი დილაადრიანად და მოიწვია ყველა თავისი მსახური, და გაიმეორა ყველა ეს სიტყვა მათ გასაგონად, და შეშინდნენ კაცები დიდად.
9
და მოიხმო აბიმელექმა აბრაამი, და უთხრა მას: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!“
10
და უთხრა აბიმელექმა აბრაამს: „რა გქონდა განზრახული, ეს საქმე რომ ჩაიდინე?“
11
და უპასუხა აბრაამმა: „მეგონა, არ იყო ღვთის შიში ამ მხარეში, და მომკლავდნენ ჩემი ცოლის გამო.
12
ის კი მართლაც ჩემი და არის, რადგან ასულია მამაჩემისა, თუმცა დედაჩემის ასული არ არის. და გახდა ჩემი ცოლი.
13
და როცა ღმერთმა გამომიყვანა მამაჩემის სახლიდან, ვუთხარი მას: „ეს იქნება შენი მადლი, რომელსაც იზამ ჩემთვის ყოველ უცხო ადგილას, სადაც კი მივალთ. თქვი ჩემზე: ‘ჩემი ძმა არის-თქო’“.
14
და მოასხა აბიმელექმა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, მსახურნი და მხევალნი, და მისცა აბრაამს, და თან დაუბრუნა მას სარა, მისი ცოლი.
15
და უთხრა აბიმელექმა: „აჰა, შენს წინაშეა ჩემი ქვეყანა. სადაც გნებავს, იქ დასახლდი.“
16
და სარას უთხრა: „აჰა, მივეცი შენს ძმას ათასი შეკელი ვერცხლი. ეს გქონდეს ყველასათვის თვალის ასაფარებლად, ვინც შენთანაა, და ყველას წინაშე გამართლებული ხარ.“
17
და შეევედრა აბრაამი ღმერთს და განკურნა ღმერთმა აბიმელექი და მისი ცოლი, და მისი მხევალნი, და კვლავ შობდნენ ისინი.
18
რადგან დახშული ჰქონდა უფალს აბიმელექის სახლში ყოველი საშო აბრაამის ცოლის, სარას, გამო.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50