bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 25
Genesis 25
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 26 →
1
და კიდევ მოიყვანა აბრაამმა ცოლი და მისი სახელი იყო კეტურა.
2
და მან უშვა მას: ზიმრანი, იოკშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და შუაყი.
3
და იოკშანმა შვა შება და დედანი. ხოლო დედანის ძენი იყვნენ: აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმინი
4
და ძენი მიდიანისა: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და ელდაყა. ყველა ესენი კეტურას ძენი იყვნენ.
5
და მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი ქონება.
6
ხოლო თავის შვილებს, რომლებიც ხარჭასგან ჰყავდა, მისცა აბრაამმა საჩუქრები და გაუშვა ისინი თავისი ძის, ისაკისაგან შორს, თავის სიცოცხლეშივე, აღმოსავლეთის ქვეყანაში.
7
ეს არის აბრაამის სიცოცხლის წლები: ას სამოცდათხუთმეტი წელი.
8
და გარდაიცვალა აბრაამი კეთილ სიბერეში, მოხუცებული და დღეებით გამაძღარი. და შეეძინა ის თავის ხალხს.
9
და დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა ძეებმა, მახფელას მღვიმეში, ხეთელი ყეფრონ ცოხარის ძისეულ მინდორზე, რომელიც მდებარეობს მამრეს პირისპირ,
10
მინდორზე, რომელიც ხეთის ძეთაგან იყიდა აბრაამმა. იქ დაიმარხნენ აბრაამი და სარა, მისი ცოლი.
11
და აკურთხა აბრაამის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა ისაკი, მისი ძე. და დასახლდა ისაკი ბეერლახაი-როისთან.
12
ესაა შთამომალობა ისმაელისა, აბრაამის ძისა, რომელიც უშვა მას, სარას, ეგვიპტელმა მხევალმა ჰაგარმა.
13
ესაა ისმაელის ძეთა სახელები თავიანთ მოდგმათა მიხედვით: ისმაელის პირმშო იყო ნებაიოთი, შემდეგ კედარი, ყაბდეელი და მიბსამი,
14
მიშმაყი, დუმა, მასა,
15
ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედემა.
16
და ესენი იყვნენ ძენი ისმაელისა, და ეს იყო სახელები მათი მათ დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი მთავარი მათი ტომების მიხედვით.
17
და ისმაელმა იცოცხლა ას ოცდაჩვიდმეტი წელი და გარდაიცვალა, და შეეძინა თავის ხალხს.
18
ისინი სახლობდნენ ხავილადან შურამდე, რომელიც ეგვიპტის პირისპირ, აშურის მიმართულებით იყო. და ისინი ყველა თავისი ძმის წინაშე დაეშენენ.
19
და აჰა, შთამომავლობა ისაკისა, აბრაამის ძისა. აბრაამმა შვა ისაკი.
20
და ისაკი იყო ორმოცი წლისა, როცა შეირთო ცოლად რებეკა, ასული არამელი ბეთუელისა, ფადან-არამიდან, არამელი ლაბანის და.
21
და ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისათვის, რადგან ბერწი იყო იგი. და ისმინა მისი უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.
22
მაგრამ ეხლებოდნენ ძენი ერთმანეთს მის მუცელში, და მან თქვა: „თუ ასე უნდა ვიყო, რად დავორსულდი?“ და წავიდა უფალთან საკითხავად.
23
და უთხრა მას უფალმა: „ორი ხალხია შენს მუცელში, და ორი ერი გაიყრება შენი საშოდან. და ერი ერს აღემატება და უფროსი უმცროსს დაემონება.
24
და როდესაც დადგა ჟამი როცა მას უნდა ეშვა, აჰა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
25
და გამოვიდა პირველი: მთლად წითური, როგორც ბეწვის მოსასხამი და უწოდეს მას სახელად ესავი.
26
და მერე გამოვიდა მისი ძმა, რომელიც ხელით ებღაუჭებოდა ესავის ქუსლს. და უწოდეს მას სახელად იაკობი. და ისაკი სამოცი წლისა იყო, როდესაც ისინი დაიბადნენ.
27
და წამოიზარდნენ ყმაწვილები. და ესავი გახდა მონადირე და ველად ხეტიალობდა. და იაკობი იყო სათნო კაცი და არ შორდებოდა კარვებს.
28
და უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევში პოულობდა გემოს. ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა.
29
მოამზადა იაკობმა შეჭამადი. და მოვიდა ველიდან ესავი და დაღლილი იყო.
30
და უთხრა ესავმა იაკობს: „მაჭამე ეგ წითელი შეჭამადი, რადგან დაღლილი ვარ.“ (და ამიტომ ეწოდა მას სახელად ედომი.)
31
და უთხრა იაკობმა: „მომყიდე დღეს შენი პირმშოობა.“
32
და თქვა ესავმა: „აჰა, ვკვდები, რად მინდა პირმშოობა?“
33
და უთხრა მას იაკობმა: „შემომფიცე მე დღეს“ და მანაც შეჰფიცა და მიჰყიდა იაკობს თავისი პირმშოობა.
34
და იაკობმა მისცა ესავს პური და ოსპის შეჭამადი, და ჭამა და სვა, და ადგა და წავიდა. ასე აიგდო ესავმა თავისი პირმშოობა.
← Chapter 24
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 26 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50