bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 40
Genesis 40
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 41 →
1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ ეგვიპტის ფარაონის მწდეთუხუცესმა და მეპურეთუხუცესმა შესცოდეს თავიანთ ბატონს.
2
და განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს: მწდეთუხუცესსა და მეპურეთუხუცესს.
3
და გადასცა ისინი საპყრობილეში, მცველთაუფროსის სახლში, სადაც იოსები იყო დაპატიმრებული.
4
და მცველთაუფროსმა მიუჩინა მათ იოსები, და ის ემსახურებოდა მათ. და ასე იყვნენ ერთხანს საპყრობილეში.
5
და ერთ ღამეს ესიზმრა ორთავეს სიზმარი, თითოეულს თავისი, საკუთრივ ასახსნელი სიზმარი: მწდეთაუხუცესს და მეპურეთუხუცესსაც.
6
და მივიდა დილით მათთან იოსები და დაინახა ისინი, და აჰა, დაღვრემილნი არიან.
7
და ჰკითხა მან ფარაონის კარისკაცებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ პატიმრად მისი ბატონის საპყრობილეში: „რატომ გაქვთ დღეს თქვენ სახე მწუხარე?“
8
და უთხრეს მას: „სიზმარი გვესიზმრა და არავინაა ამხსნელი.“ „განა უფლისგან არ არის მათი ახსნა?“ – უთხრა მათ იოსებმა: „მიამბეთ მე.“
9
და უამბო მწდეთუხუცესმა თავისი სიზმარი იოსებს, და უთხრა: „ჩემს სიზმარში აჰა, ვაზია ჩემ წინაშე.
10
და სამი რტო აქვს ვაზს. და როგორც კი გაიფურჩქნა, გამოიღო კვირტები და დამწიფდა მტევნები.
11
და ფარაონის თასია ჩემს ხელთ. და ავიღე ყურძენი, ჩავწურე თასში და ხელის გულზე დავუდგი ფარაონს.“
12
და უთხრა მას იოსებმა: „აჰა, მისი ახსნა: სამი რტო სამი დღეა.
13
სამი დღის შემდეგ ფარაონი აგამაღლებს და დაგაბრუნებს შენს თანამდებობაზე. და მიაწვდი ფარაონს თასს ხელში, უწინდელი წესისამებრ, როცა მისი მწდე იყავი.
14
ოღონდ გამიხსენე, როცა კარგად იქნები, და მიყავი წყალობა: გაახსენე ჩემი თავი ფარაონს და გამომიყვანე ამ სახლიდან,
15
რადგან მოპარული ვარ მე ებრაელთა ქვეყნიდან. და აქაც არაფერი ჩამიდენია, რომ ჩამაგდეს დილეგში.
16
როცა დაინახა მეპურეთუხუცესმა, რომ კარგად ახსნა, უთხრა იოსებს: „მეც ვიხილე სიზმარი: აჰა, სამი მოწნული კალათა მადგას თავზე,
17
და ზემო კალათაში ფარაონის ყოველგვარი სანოვაგეა, ხაბაზის ნახელავი, და ფრინველი ჰკენკავს მას ჩემს თავს ზემოთ იმ კალათიდან.“
18
და მიუგო იოსებმა და უთხრა: „ესაა მისი ახსნა: სამი კალათა სამი დღეა.
19
სამი დღის შემდეგ ფარაონი მოგკვეთს თავს და ჩამოგკიდებს ხეზე. და ფრინველი შეჭამს შენს ხორცს.“
20
მესამე დღეს ფარაონის დაბადების დღე იყო, და გაუმართა ფარაონმა ნადიმი თავის ყველა მსახურს და გაიხსენა თავისი მწდეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი.
21
და დააბრუნა მწდეთუხუცესი თავისავე თანამდებობაზე, და იგი კვლავ მიართმევდა ფიალას ფარაონს;
22
ხოლო მეპურეთუხუცესი ჩამოჰკიდა, როგორც აუხსნა მას იოსებმა.
23
და არ გახსენებია მწდეთუხუცესს იოსები, არამედ დაავიწყდა იგი.
← Chapter 39
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 41 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50