bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 48
Genesis 48
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 49 →
1
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს: „აჰა, ავად არის მამაშენი“. და მან თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი.
2
და აუწყეს იაკობს: „აჰა, შენი ძე იოსები მოდის შენთან.“ და ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე.
3
და უთხრა იაკობმა იოსებს: „ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა მე ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა მე
4
და მითხრა: „ნაყოფიერად გაქცევ მე და მოგამრავლებ, და გაქცევ ხალხების კრებულად. და მიმიცია ეს ქვეყანა შენი თესლისათვის შენს შემდეგ საუკუნო სამფლობელოდ.
5
და ახლა შენი ორი ძე, რომლებიც შეგეძინა შენ ეგვიპტის ქვეყანაში, შენთან ჩემს მოსვლამდე, ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, ისევე როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები.
6
და შენი შვილები, რომელნიც შეგეძინება მათ შემდეგ, შენი იქნებიან. ისინი თავიანთი ძმების სახელით იწოდებიან თავიანთ სამკვიდროში.
7
და მე შუამდინარეთიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაზე, ეფრათამდე არ ვიყავი მისული, და იქ დავმარხე ეფრათას გზაზე, რომელსაც ახლა ბეთლემი ჰქვია.“
8
და იხილა ისრაელმა იოსების ძენი, და თქვა: „ვინ არიან ესენი?
9
და უთხრა იოსებმა: „ჩემი ძენი არიან ესენი, რომელნიც მომცა აქ ღმერთმა.“ და უთხრა მან: „მომიყვანე ისინი და ვაკურთხებ!“
10
ისრაელს თვალები დაუმძიმდა სიბერისაგან და ვერ ხედავდა. და მიუყვანა ისინი მას, და გადაკოცნა და მოეხვია მათ.
11
და უთხრა ისრაელმა იოსებს: „არ მქონდა იმედი შენი პირის კვლავაც ხილვისა, და აჰა, მახილვინა ღმერთმა შენი ძენიც.“
12
და გადმოსვა იოსებმა ისინი მამის მუხლებიდან და თაყვანი სცა მას მიწამდე.
13
და მოიყვანა იოსებმა ორივე: ეფრემი თავის მარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, და მენაშე თავის მარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს, და მიიყვანა მასთან.
14
და გაიწოდა ისრაელმა თავისი მარჯვენა, და დაადო ეფრემს თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა – მენაშეს თავზე. განზრახ დაასხა მან ხელები ასე, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
15
და აკურთხა იოსები, და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს იმ ხნიდან, რაც ვარ, ამ დღემდე,
16
ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი და იწოდებოდნენ ისინი ჩემი სახელით და ჩემი მამების აბრაამისა და ისაკის სახელით, და გამრავლდნენ დიდად ქვეყნის შუაგულში.“
17
და დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა თავისი მარჯვენა ხელი, და შეწუხდა. და აიღო თავისი მამის ხელი, რათა გადაენაცვლებინა ის ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე.
18
და უთხრა იოსებმა თავის მამას: „ასე არა, მამაჩემო, რადგან ეს არის პირმშო. მის თავს დაადე შენი მარჯვენა.“
19
მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა: „ვიცი, შვილო, ვიცი. ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება. მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება, და მისი თესლი იქცევა მრავალრიცხოვან ხალხად.“
20
და აკურთხა ისინი იმ დღეს, და უთხრა: „შენით აკურთხებს ისრაელი, ამ სიტყვებით: ‘ღმერთმა გაგხადოს როგორც ეფრემი და როგორც მენაშე!’“ და დააყენა ეფრემი მენაშეზე მაღლა.
21
და უთხრა ისრაელმა იოსებს: „აჰა, მე ვკვდები და თქვენთან იქნება ღმერთი, და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე.
22
შენთვის მომიცია მიწის ერთი ნაკვეთი შენს ძმათა წინაშე, რომელიც დავიპყარი ამორეველთა ხელიდან ჩემი მახვილითა და ჩემი მშვილდით.“
← Chapter 47
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 49 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50