bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 38
Genesis 38
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 39 →
1
მაშინ იყო, რომ ჩამოსცილდა იუდა თავის ძმებს და დასახლდა ყადულამელი კაცის მეზობლად, რომლის სახელი იყო ხირა.
2
და ნახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის, ასული, და მოიყვანა ის და შევიდა მასთან.
3
და დაორსულდა, და ეყოლა მას ძე. და უწოდეს მას სახელად ყერი.
4
და კვლავ დაორსულდა, და ეყოლა ძე, რომელსაც უწოდეს ონანი.
5
და კვლავ ეყოლა ძე, და უწოდეს მას სახელად შელა. ის კი ქეზიბში იყო მისი შობის დროს.
6
და მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, რომელსაც ერქვა თამარი.
7
მაგრამ ყერი, იუდას პირმშო, ბოროტი იყო უფლის თვალში, და მოაკვდინა იგი უფალმა.
8
და უთხრა იუდამ ონანს: „შედი შენი ძმის ცოლთან, გაუხდი ქმრად და აღუდგინე შენს ძმას თესლი.“
9
მაგრამ იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა თესლი, და ამიტომ, როცა შედიოდა თავის ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა, რათა არ მიეცა თესლი თავისი ძმისათვის.
10
და ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა ღმერთმა.
11
და უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: „ქვრივად დაჯექ მამაშენის სახლში, ვიდრე გაიზრდებოდეს შელა, ჩემი ძე.“ რადგან ეშინოდა, ისიც არ მომკვდარიყო მისი ძმებივით. და წავიდა თამარი და დარჩა თავისი მამის სახლში.
12
და განვლო მრავალმა დღემ და მოკვდა იუდას ცოლი, შუაყის ასული. და როვა გამოიგლოვა იუდამ, ავიდა თიმნათში, თავისი ცხვრის მპარსველებთან, ყადულამელ მოყვასთან, ხირასთან ერთად.
13
და ეუწყა თამარს: „შენი მამამთილი ამოდის თიმნათში ცხვრის გასაპარსავად.“
14
და გაიძრო მან თავისი ქვრივობის სამოსელი, და ჩამოიფარა რიდე, და დაიბურა. და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, რომელიც თიმნათის გზაზეა, რადგან დაინახა, რომ გაიზარდა შელა და არ მიეცა მას ცოლად.
15
და დაინახა ის იუდამ, და მიიჩნია მეძავად, რადგან რიდეთი ჰქონდა სახე დაფარული.
16
და მიუბრუნდა მას და უთხრა: „შემოვიდე შენთან?“ რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. და მან ჰკითხა: „რას მომცემ, რომ შემოხვიდე ჩემთან?“
17
და თქვა: „თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან.“ და თქვა: „მომცემ წინდს, ვიდრე გამომიგზავნიდე თიკანს?“
18
და თქვა: „რა გირაო გინდა, რომ მოგცე?“ და თქვა: „შენი ბეჭედი და შენი თასმა და არგანი, რომელიც ხელთა გაქვს.“ და მისცა მას ესენი იუდამ, და შევიდა მასთან; და დაორსულდა ის მისგან.
19
და წავიდა და მოიძრო თავისი პირსაბურველი, და კვლავ შეიმოსა ქვრივობის სამოსელით.
20
და გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის ხელით, რათა ქალისაგან დაებრუნებინა წინდი. მაგრამ ვერ იპოვა იგი.
21
და ჰკითხა იქაურ კაცებს: „სად არის მეძავი, ყენაიმის გზაზე რომ იჯდა?“
22
და დაბრუნდა იუდასთან, და უთხრა: „ვერ ვიპოვე იგი. და იქაურმა კაცებმაც მითხრეს, რომ არ ყოფილა იქ მეძავი.“
23
და თქვა იუდამ: „ნეტავ აეღო მას, რომ დასაცინი არ გავმხდარიყავით. აჰა, მე გაგატანე ეს თიკანი, შენ კი ვერ იპოვე იგი!“
24
და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.“ და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.“
25
და როცა მოჰყავდათ იგი, გაუგზავნა მან თავის მამამთილს და შეუთვალა: „იმ კაცისაგან, ვარ ორსულად, ვისაც ესენი ეკუთვნის.“ და ისიც დასძინა: „ამოიცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმა და არგანი.“
26
და იცნო იუდამ, და თქვა: „მართალია ჩემთან თამარი, რადგან მე არ მივეცი იგი შელას, ჩემს ძეს.“ და აღარ შეუცვნია იგი.
27
და მშობიარობის ჟამს აღმოჩნდა, რომ ტყუპები იყვნენ მის მუცელში.
28
და მშობიარობისას გამოყო ერთმა ხელი, და ბებიაქალმა მეწამული ძაფი შეაბა მას ამ სიტყვებით: „ეს გამოვიდა პირველი.“
29
მან უკან წაიღო თავისი ხელი, გამოვიდა მისი ძმა. და თქვა ბებიაქალმა: „როგორ გამოარღვიე შენთვის ზღუდე?“ და უწოდეს მას სახელად ფერეცი.
30
და შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც ხელზე ება მეწამული ძაფი, და უწოდეს მას სახელად ზერახი.
← Chapter 37
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 39 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50