bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian GEO02 (ბიბლია)
/
Genesis 8
Genesis 8
Georgian GEO02 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 9 →
1
და გაიხსენა ღმერთმა ნოე და ყოველი ცხოველი, და ყოველი პირუტყვი, რომელიც იყო ნოესთან კიდობანში, და მოავლინა ღმერთმა ქარი მიწაზე, და დაცხრა წყალი.
2
და დაიხშნენ უფსკრულის წყაროები და ცის სარკმელები. და შეწყდა წვიმა ციდან.
3
და უკუიქცა წყალი მიწიდან, და დაიწყო კლება წყალმა ას ორმოცდამეათე დღეს.
4
და დაესვენა კიდობანი არარატის მთაზე მეშვიდე თვის მეჩვიდმეტე დღეს.
5
და წყალი იკლებდა მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდნენ მთის მწერვალები.
6
და ორმოცი დღის დასასრულს გააღო ნოემ კიდობნის სარკმელი, რომელიც გაუკეთა.
7
და გამოუშვა ყორანი. მიფრინავდა ის და უკან ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწის ზედაპირზე.
8
და შემდეგ გაუშვა მტრედი, რომ ენახა, თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.
9
და ვერ იპოვა მტრედმა ფეხის მოსაკიდი, და დაბრუნდა მასთან კიდობანში, რადგან წყალი ჯერ კიდევ იყო მიწის პირზე. და მან გაიწოდა ხელი, აიყვანა იგი და შეიყვანა თავისთან კიდობანში.
10
და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11
და დაბრუნდა მასთან მტრედი საღამოს ჟამს და მას ზეთისხილის რტო ეჭირა პირში. და ამით შეიტყო ნოემ, რომ წყალი დამცხრალიყო მიწაზე.
12
და მოიცადა კიდევ შვიდი დღე და კვლავ გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და ის აღარ დაბრუნებულა უკან.
13
ნოეს დაბადებიდან ექვსას მეერთე წელს, პირველი თვის პირველ დღეს, დაშრა წყალი მიწაზე. და ნოემ მოაცილა სახურავი კიდობანს და იხილა, რომ გამშრალიყო მიწის პირი.
14
და მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა მიწა.
15
და უთხრა ღმერთმა ნოეს:
16
„გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, და შენი ძეები თავიანთი ცოლებით.
17
ყოველი ცხოველი, რომელიც შენთანაა ყოველ ხორციელთაგან, ფრინველთაგან და პირუტყვთაგან და მიწის ქვემძრომ ქვეწარმავალთაგან, გამოიყვანე. მოეფინონ მიწას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ.“
18
და გამოვიდა ნოე, და მისი ძენი, და მისი ცოლი, და მის ძეთა ცოლები მასთან ერთად.
19
და ყოველი ცხოველი, ყოველი ქვეწარმავალი, ყოველი ფრინველი და ყოველი, რაც მოძრაობს ქვეყანაზე, თავ-თავის გვარის მიხედვით გამოვიდნენ კიდობნიდან.
20
და აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე.
21
და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება, და თქვა უფალმა თავის გულში: „აღარ დავწყევლი კვლავ მიწას ადამიანის გამო, თუმცა სიყრმიდანვეა მისი გულისწადილი მიდრეკილი ბოროტებისაკენ. და მეტად აღარ გავანადგურებ ყოველ ცოცხალ არსებას ისე, როგორც გავაკეთე.
22
ვიდრე დედამიწა იქნება, არ გაუქმდება თესვა და მკა, სიცივე და სიცხე, ზაფხული და ზამთარი, და დღე და ღამე!“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 30
Chapter 31
Chapter 32
Chapter 33
Chapter 34
Chapter 35
Chapter 36
Chapter 37
Chapter 38
Chapter 39
Chapter 40
Chapter 41
Chapter 42
Chapter 43
Chapter 44
Chapter 45
Chapter 46
Chapter 47
Chapter 48
Chapter 49
Chapter 50
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
32
33
34
35
36
37
38
39
40
41
42
43
44
45
46
47
48
49
50