bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 10
Luke 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 11 →
1
ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა 78 და თავის წინ წარგზავნა ორ-ორი ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.
2
უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი კი ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რათა გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
3
წადით, აჰა, გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4
არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.
5
რომელ სახლშიც შეხვალთ, ჯერ ეს თქვით: ‘მშვიდობა ამ სახლს!’
6
და თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა, თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ.
7
იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, რადგან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. სახლიდან სახლში ნუ დაიწყებთ სიარულს.
8
რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც შემოგთავაზებენ.
9
განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘მოგიახლოვდათ ღმერთის სასუფეველი.’
10
ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, გადით ქუჩებში და თქვით:
11
‘თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ აგვეკრო, თქვენზევე ვიბერტყავთ. ოღონდ იცოდეთ, რომ ახლოს არის ღმერთის სასუფეველი.’
12
გეუბნებით, სოდომისთვის უფრო ადვილი ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
13
ვაი შენ, ქორაზინ, და ვაი შენ, ბეთსაიდა! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო სასწაულები, რომლებიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ მოინანიებდნენ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი.
14
მაგრამ ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება განსასჯელისას, ვიდრე თქვენთვის.
15
შენ კი, კაპერნაუმ, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები!
16
ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს; ხოლო ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს წარმომგზავნელს!“
17
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდათორმეტნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“
18
უთხრა მათ: „ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.
19
აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა და მტრის ყოველი ძალის დასათრგუნად. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ.
20
ოღონდ ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“
21
იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. დიახ, მამაო, რადგან ასე იყო სათნო შენს წინაშე.
22
ყველაფერი ჩემი მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს.“
23
მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.
24
რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.“
25
აჰა, ერთი რჯულის მასწავლებელი წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
26
უთხრა მას: „რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?“
27
მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“
28
უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“
29
მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“
30
მიუგო იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქოში და თავს დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს, ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს და წავიდნენ.
31
შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და მეორე მხარეს გადავიდა.
32
ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მეორე მხარეს გადავიდა.
33
ხოლო შემდეგ ვიღაც გზად მიმავალმა სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიბრალა.
34
მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის სახედარზე, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.
35
მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: ‘მოუარე მას და თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემ.’
36
რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი გამოდგა დაყაჩაღებულის მოყვასი?“
37
თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“
38
განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა ქალმა, სახელად მართამ, მიიწვია სახლში.
39
მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფეხთით დაჯდა და ყურს უგდებდა მის სიტყვას.
40
მართა კი შეაჭირვა დიდმა სამზადისმა. მივიდა და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ შემატოვა ამ სამზადისს? უთხარი, მომეხმაროს.“
41
მიუგო და უთხრა მას უფალმა: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ,
42
საჭირო კი ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24