bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 12
Luke 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 13 →
1
ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ თავის მოწაფეებს დაუწყო ლაპარაკი: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რაც თვალთმაქცობაა.
2
არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და – დამალული, რომ არ იქნეს შეცნობილი.
3
ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, იმას ნათელში მოისმენენ, და რაც შიდა ოთახებში იჩურჩულეთ, ბანებზე გახმაურდება.
4
გეტყვით თქვენ, ჩემს მეგობრებს, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის შემდეგ ვეღარაფრს აკეთებს.
5
მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ გეენაში ჩაგდების ხელმწიფება აქვს. დიახ, გეუბნებით თქვენ, მისი გეშინოდეთ.
6
განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე.
7
თქვენს თავზე კი თმებიც კი დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.
8
ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს კაცთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღმერთის ანგელოზთა წინაშე.
9
ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღმერთის ანგელოზთა წინაშე.
10
ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ ვინც სულიწმიდას დაგმობს, არ მიეტევება.
11
როდესაც შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ, ან რა უპასუხოთ, ან რა თქვათ,
12
რადგან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.“
13
ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა.“
14
უთხრა მას: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“
15
უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეში არ არის.“
16
და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.
17
იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა? ადგილი არა მაქვს, რომ დავაბინავო ჩემი მოსავალი.’
18
თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს,
19
და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’
20
მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ შენს სულს მოგთხოვენ და, რაც გაიმზადე, ვისი იქნება?’
21
ასეა მისთვის, ვინც თავისი თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.“
22
უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენს თავზე – რა ჭამოთ, ნურც თქვენს სხეულზე – რით შეიმოსოთ.
23
რადგან სამშვინველი საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსზე.
24
დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?
25
რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა მაინც შემატოს?
26
მაშ, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ?
27
დააკვირდით შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.
28
თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედმორწმუნენო?
29
თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.
30
რადგან ყოველივე ამას ქვეყნიერების ყველა ერი ეძიებს. თქვენმა მამამ იცის, რომ გესაჭიროებათ ესენი.
31
არამედ ეძიეთ ღმერთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
32
ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა ზეციერმა მამამ ინება თქვენთვის სამეფოს მოცემა.
33
გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. გაიმზადეთ უცვეთი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ მოსპობს,
34
რადგან, სადაც არის თქვენი საუნჯე, იქ იქნება თქვენი გულიც.
35
იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და თქვენი სანთლები ანთებული.
36
თქვენ კი ემსგავსეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როდესაც მოვა და დარეკავს, მყისვე გაუღონ.
37
ნეტარ არიან მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ჰპოვებს. ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.
38
და თუ შუაღამისას, ან თუნდაც გამთენიისას მოვიდა და ასე ჰპოვა, ნეტარ არიან ის მონები.
39
ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის გატეხვას არ დაანებებდა.
40
ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან, რომელ ჟამსაც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე.“
41
უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას?“
42
და თქვა უფალმა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დაუყენებს ბატონი თავის მსახურებს, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა?
43
ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ჰპოვებს მას.
44
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დაადგენს მას.
45
ხოლო თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: ‘აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლას,’ და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას,
46
მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.
47
ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგრად გაილახება.
48
ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად გაილახება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.
49
ცეცხლის მოსატანად მოვედი ამ ქვეყნად, და როგორ მინდა, რომ უკვე ენთოს.
50
მე მაქვს ნათლობა, რომლითაც უნდა მოვინათლო, და როგორ ვიტანჯები, ვიდრე აღსრულდება.
51
გგონიათ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ გასაყოფად.
52
რადგან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამი ორის წინააღმდეგ და ორი – სამის.
53
გაიყოფა მამა ძისაგან და ძე – მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული – დედისაგან, დედამთილი – თავისი რძლისაგან და რძალი – დედამთილისაგან.“
54
ხალხსაც უთხრა: „როდესაც დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, მყისვე ამბობთ: ‘წვიმა მოვა;’ და ასეც ხდება.
55
ხოლო როდესაც სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: ‘სიცხე იქნება;’ და ასეც ხდება.
56
თვალთმაქცნო! ცისა და დედამიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?
57
თავად რატომ არ განარჩევთ, რა არის მართალი?
58
როდესაც შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგათრიოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ გადაგცეს მოხელეს და მოხელემ არ ჩაგაგდოს საპყრობილეში.
59
გეუბნები შენ: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ მწვლილს არ გადაიხდი.“
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24