bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 11
Luke 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 12 →
1
ისე მოხდა, რომ ერთგან, ლოცვისას, ლოცვა რომ დაასრულა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.“
2
უთხრა მათ: „როდესაც ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.
3
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველ დღე.
4
და მოგვიტევე ჩვენ ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს მოვალეს. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში.“
5
და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: ‘მეგობარო, მასესხე სამი პური,
6
რადგან ნამგზავრი მეგობარი მომივიდა და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო,’
7
და მან შიგნიდან გამოგძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’
8
გეუბნებით თქვენ, თუ არ ადგება მეგობრობის გამო და არ მისცემს პურს, თავს რომ მოაბეზრებს, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება.
9
გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
10
რადგან ყველა მთხოვნელი მიიღებს, და მძებნელი იპოვის, და დამკაკუნებელს გაეღება.
11
რომელი მამა იქნება თქვენში, შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს?
12
ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს და მორიელი მისცეს?
13
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, რამდენად უფრო მეტად მისცემს ზეციერი მამა სულიწმიდას მათ, ვინც სთხოვს!“
14
და განდევნა ეშმაკი კაცისაგან, რომელიც მუნჯი იყო. და როდესაც ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი.
15
ზოგიერთი ამბობდა: „ეშმაკთა მთავრით, ბელზებულით, დევნის ეშმაკებს.“
16
სხვანი გამოსაცდელად მოითხოვდნენ მისგან ნიშანს ციდან.
17
ხოლო მან იცოდა მათი ფიქრები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისი თავის წინააღმდეგ არის გაყოფილი, გაუდაბურდება და სახლი სახლზე დაემხობა.
18
და თუ სატანა გაყოფილია თავისი თავის წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? – რადგან ამბობთ, რომ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს.
19
თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.
20
თუ მე ღმერთის თითით ვდევნი ეშმაკებს, მაშ, მოსულა თქვენთან ღმერთის სასუფეველი.
21
როდესაც ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარ-მიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის.
22
მაგრამ თუ მასზე ძლიერი დაესხმის თავს და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ნადავლს გაანაწილებს.
23
ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.
24
როდესაც უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’
25
მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოწესრიგებულს.
26
მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის ეს უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.“
27
ისე მოხდა, რომ ამის ლაპარაკისას, ერთმა ქალმა აღიმაღლა ხმა ხალხიდან და უთხრა მას: „ნეტარია საშო, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.“
28
ხოლო მან თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც ისმენს და იცავს ღმერთის სიტყვას.“
29
და როდესაც უფრო მეტმა ხალხმა მოიყარა თავი, დაიწყო მან ლაპარაკი: „ეს თაობა ბოროტი თაობაა; ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა;
30
რადგან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ თაობისთვის კაცის ძე.
31
სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ თაობის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ. იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე მეტია.
32
ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ თაობასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, რადგან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ იონაზე მეტია.
33
არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს.
34
სხეულის სანთელი შენი თვალია. როდესაც შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც განათებულია. მაგრამ როდესაც იგი ავია, შენი სხეულიც ბნელია.
35
ამიტომ ნახე, ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?
36
თუ შენი სხეული მთლიანად განათებულია და ბნელის არაფერია მასში, მაშინ ის მთლიანად გაბრწყინებული იქნება, თითქოს ნათელი ელვა განათებდეს თავისი ელვარებით.“
37
ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა.
38
ფარისეველს გაუკვირდა, როდესაც დაინახა, რომ მან არ განიბანა ჭამის წინ.
39
უთხრა მას უფალმა: „თქვენ, ფარისეველნი, თასსა და ლანგარს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით.
40
უგუნურებო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?
41
მაშ გაეცით მოწყალება, რაც ჭურჭლის შიგნითაა, და, აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.
42
მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ იხდით პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი მწვანილის მეათედს და გვერდს უქცევთ ღმერთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა უგულებელგეყოთ.
43
ვაი თქვენ, ფარისეველნო, რადგან გიყვართ წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში და პატივით მოსალმება მოედნებზე!
44
ვაი თქვენ, რადგან მიტოვებული სამარხებივით ხართ, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!“
45
მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც შეურაცხგვყოფ.“
46
მან კი უთხრა: „ვაი თქვენც, რჯულის მოძღვარნო, რომ ჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი ამ ტვირთს თითსაც არ აკარებთ.
47
ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველებს, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!
48
ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, რადგან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ.
49
ამიტომ თქვა ღმერთის სიბრძნემ: ‘წარვგზავნი მათთან წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან,’
50
რათა ამ თაობას მოეკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სამყაროს შექმნიდან დაღვრილა,
51
აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის იქნა მოკლული. დიახ, გეუბნებით თქვენ, ამ თაობას მოეკითხება.
52
ვაი თქვენ, რჯულის მოძღვარნო, ცოდნის გასაღები რომ მიიტაცეთ! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“
53
როდესაც იქიდან გამოდიოდა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და მაგრად შეუტიეს, რომ ბევრ რამეზე აელაპარაკებინათ.
54
ჩასაფრებულები იყვნენ, რომ რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24