bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 4
Luke 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
1
იესო, სულიწმიდით აღვსილი, დაბრუნდა იორდანედან და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
2
ორმოც დღეს სცდიდა მას ეშმაკი. და არაფერი უჭამია იმ დღეების განმავლობაში; და მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.
3
უთხრა მას ეშმაკმა: „თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.“
4
მიუგო მას იესომ: „დაწერილია: ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.’“
5
და აიყვანა იგი მაღალ მთაზე და უჩვენა მას ერთ წამში ქვეყნიერების ყველა სამეფო.
6
და უთხრა მას ეშმაკმა: „მოგცემ მთელს ხელმწიფებას მათზე და მათ დიდებას, რადგან მე მომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.
7
თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!“
8
მიუგო იესომ და უთხრა მას: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“
9
წაიყვანა იგი იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი აქედან ძირს,
10
რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე, რომ დაგიცვან,
11
და ხელში აყვანილს გატარებენ, ქვას ფეხი რომ არ წამოჰკრა.’“
12
მიუგო და უთხრა მას იესომ – „ნათქვამია: ‘არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.’“
13
და როდესაც დაამთავრა ყველა გამოცდა, განშორდა მას ეშმაკი სხვა ჟამამდე.
14
და დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში და მოედო მისი ამბავი მთელს არემარეს.
15
ასწავლიდა მათს სინაგოგებში და ყველა ადიდებდა მას.
16
და მივიდა ნაზარეთში, სადაც აღიზარდა. და შევიდა შაბათ დღეს, ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში და ადგა წასაკითხად.
17
მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი, და გაშალა გრაგნილი და იპოვა ადგილი, სადაც ეწერა:
18
„უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულგატეხილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების საუწყებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
19
უფლის სამადლო წლის გამოსაცხადებლად.“
20
და დაახვია გრაგნილი, გადასცა მსახურს და დაჯდა. სინაგოგაში ყველას თვალი მისკენ იყო მიპყრობილი.
21
და დაუწყო მათ ლაპარაკი: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, სწორედ ახლა, თქვენ რომ ისმენდით.“
22
ყველამ დაუმოწმა მას. გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით და ამბობდნენ: „განა ეს იოსების ძე არ არის?“
23
უთხრა მათ: „ცხადია, მეტყვით ამ ანდაზას: ‘მკურნალო, განიკურნე შენი თავი. რაც ჩვენ კაპერნაუმში მომხდარის შესახებ მოვისმინეთ, მოახდინე აქაც, შენს სამშობლოში.’“
24
უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის დაფასებული თავის სამშობლოში.
25
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როდესაც დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს და დიდი შიმშილობა ჩამოვარდა მთელ ქვეყანაზე,
26
მაშინ არც ერთ მათგანთან არ წარგზავნილა ელია, გარდა ქვრივი ქალისა სიდონის სარეფთაში.
27
კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ განწმენდილა, გარდა ნაემან ასურისა.“
28
ამის მოსმენაზე სინაგოგაში მყოფნი, ყველანი რისხვით აღივსნენ.
29
ადგნენ და გააგდეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის კონცხამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
30
მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
31
და ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით.
32
და გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ხელმწიფებით იყო მისი სიტყვა.
33
იყო სინაგოგაში ერთი კაცი, უწმიდური ეშმაკის სულით შეპყრობილი, და იყვირა:
34
„რას გვემართლები, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ.“
35
იესომ შერისხა იგი და უთხრა: „დადუმდი და გადი მაგისგან!“ და ძირს დასცა იგი ეშმაკმა შუა ხალხში და გამოვიდა მისგან, და არაფერი დაუშავებია მისთვის.
36
გაოგნებამ მოიცვა ყველა და თქვეს ერთმანეთში: „ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უწმიდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან?“
37
და მოედო მისი ამბავი იმ მხარის ყოველ კუთხეს.
38
დატოვა სინაგოგა და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი შეჭირვებული იყო სიცხით და სთხოვეს მასზე.
39
და დაადგა მას თავზე და შერისხა სიცხე. და მანაც მიატოვა იგი. მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.
40
მზის ჩასვლისას ყველამ მიიყვანა მასთან სხვადასხვა სენით დაუძლურებულები და ყოველ მათგანს ხელები დაადო და განკურნა.
41
ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!“ ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტე იყო იგი.
42
დღე რომ დადგა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა კი მოძებნა იგი და მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.
43
მან კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ წარმოგზავნილი.“
44
და ქადაგებდა იუდეის სინაგოგებში.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24