bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 21
Luke 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 22 →
1
აიხედა და დაინახა, რომ მდიდრები საგანძურში ყრიდნენ თავიანთ შესაწირავს.
2
და დაინახა ერთი ღარიბი ქვრივი ქალიც, რომელმაც სპილენძის ორი მონეტა ჩააგდო.
3
და თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,
4
რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“
5
ხოლო როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულობებით არისო დამშვენებული, თქვა:
6
„დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიქცეს.“
7
ეკითხებოდნენ მას და ეუბნებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს? და რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?“
8
მან თქვა: „ფრთხილად იყავით, არ შეცდეთ, რადგან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ‘მე ვარ!’ და რომ მოახლოებულია ჟამი. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ.
9
როდესაც მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, რადგან ჯერ ეს უნდა მოხდეს, ოღონდ მყისვე არ იქნება აღსასრული.“
10
მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო – სამეფოს წინააღმდეგ.
11
იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებანი და დიდი ნიშნები ციდან.
12
ყოველივე ამის წინ ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო.
13
ეს იქნება თქვენი მოწმობისათვის.
14
ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი,
15
რადგან მე მოგცემთ თქვენ ბაგესა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
16
გაცემულ იქნებით თვით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17
და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო.
18
მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
19
მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სიცოცხლე.
20
და როდესაც იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი გაუდაბურება.
21
მაშინ იუდეაში მყოფები მთებში გაიქცნენ, ხოლო იერუსალიმში მყოფები გარეთ გავიდნენ; სოფელში მყოფები ნუღარ დაბრუნდებიან იერუსალიმში.
22
რადგან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
23
ვაი ორსულებსა და მეძუძურებს იმ დღეებში, რადგან დიდი იქნება უბედურება დედამიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
24
დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ერში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე არ დასრულდება წარმართთა ჟამი.
25
და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო დედამიწაზე ერები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.
26
ადამიანებს გონება დაეკარგება შიშით და მსოფლიოზე მოსახდენის მოლოდინში, რადგან ციური ძალები შეირყევიან.
27
მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
28
ხოლო როდესაც ამის ახდენა დაიწყება, აღიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“
29
უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
30
როგორც კი შეიფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული.
31
ასევე თქვენც, როდესაც იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღმერთის სასუფეველი.
32
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყველაფერი ეს არ ახდება.
33
ცა და მიწა გარდავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გარდავლენ.
34
გაფრთხილდით, რომ არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და ყოველდღიური ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,
35
რადგან მახესავით ეწევა ყველა მკვიდრს მთელი დედამიწის ზურგზე.
36
ყოველ ჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეძლოთ ყველა მოწევნადისგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“
37
დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება.
38
და მთელი ხალხი დილიდანვე მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24