bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 16
Luke 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 17 →
1
უთხრა მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ფლანგავდა.
2
დაუძახა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი მნეობის ანგარიში, რადგან ვეღარ იქნები მნე.’
3
თქვა მნემ თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს მნეობას. თხრა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია.
4
როცა მნეობას ჩამომაშორებენ, ვიცი, რაც უნდა გავაკეთო, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში.’
5
დაიბარა სათითაოდ თავისი ბატონის მოვალეები. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’
6
თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – 50.’
7
მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ თქვა: ‘100 საწყაო ხორბალი.’ უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – 80.’
8
შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, გონივრულად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე გონიერნი არიან თავიანთ თაობაში.
9
და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რომ, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეებში.
10
მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია, და მცირედში ორგული ბევრშიც ორგულია.
11
ჰოდა, თუ უსამართლო სიმდიდრეში არ იქნებით ერთგული, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?
12
და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13
არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის სამსახური: ან ერთი უნდა მოიძულოს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე შეიძაგოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც!“
14
ესმოდათ ყოველივე ეს ფარისევლებს, რომლებიც ვერცხლისმოყვარენი იყვნენ, და დასცინოდნენ მას.
15
და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გულები, რადგან, რაც კაცთა შორის აღმატებულია, ღმერთის წინაშე სისაძაგლეა.
16
რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მის შემდეგ ღმერთის სასუფეველი იხარება და ყოველი ძალისხმევით შედის მასში.
17
უფრო ადვილია ცისა და მიწის გარდასვლა, ვიდრე ერთი წერტილის ამოვარდნა რჯულიდან.
18
ყველა, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
19
იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულითა და ბისონით იმოსებოდა, ყოველდღე დიდებულად ილხენდა.
20
და იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.
21
და ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოყრილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
22
მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
23
და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.
24
შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, რადგან ვიტანჯები ამ ალში.’
25
უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთენი და ლაზარემ კი – სიავენი. ახლა ის აქ ნუგეშისცემულია, შენ კი იტანჯები.
26
ესეც რომ არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრული ძევს, რათა გადმოსვლის მსურველები ვერც აქედან გადმოვიდნენ თქვენსკენ და ვერც თქვენგან – ჩვენსკენ.’
27
თქვა: ‘რაკი ასეა, გთხოვ, მამაო, გააგზავნე ეგ მამაჩემის სახლში,
28
რადგან ხუთი ძმა მყავს და გააფრთხილოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’
29
უთხრა აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’
30
თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეიცვლიან გონებას.’
31
უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ უსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ერწმუნებიან.’“
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24