bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 3
Luke 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
1
ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როდესაც პონტოელი პილატე იყო გამგებელი იუდეაში და ჰეროდე ტეტრარქი გალილეაში, ხოლო მისი ძმა, ფილიპე ტეტრარქი იყო იტურეასა და ტრაქონიტისის მხარეში, და ლისანიას ტეტრარქობისას აბილენეში,
2
ანნას და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს, იყო სიტყვა ღმერთისა იოანეს, ზაქარიას ძის, მიმართ უდაბნოში.
3
და დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად,
4
როგორც წერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
5
ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება.
6
და ყოველი ხორციელი იხილავს ღმერთის ხსნას.’“
7
მოსანათლად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
8
მაშ გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ იფიქრებთ და იტყვით გულში: ‘მამად აბრაამი გვყავს;’ რადგან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.
9
უკვე დევს ხეთა ფესვთან ცული. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“
10
ჰკითხა მას ხალხმა და უთხრა: „მაშ, რა ვქნათ?“
11
მიუგო და უთხრა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. და ვისაც საჭმელი აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“
12
მოვიდნენ მებაჟენიც, რომ მონათლულიყვნენ და უთხრეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?“
13
უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“
14
ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“
15
როდესაც ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,
16
მიუგებდა და ეუბნებოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით,
17
მის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში შეაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“
18
კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
19
ხოლო ჰეროდე ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის, ჰეროდიას, გამო, და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა,
20
ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.
21
როდესაც მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა
22
და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეციდან ხმა: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“
23
თვით იესო, როდესაც იწყებდა, იქნებოდა 30 წლისა. და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ელისა,
24
მათატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა,
25
მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგაისა,
26
მაათისა, მატათიასი, სემეინისა, იოსექისა, იოდასი,
27
იოანანისა, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა,
28
მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ერისა,
29
იესუსი, ელიეზერისა, იორიმისა, მათატისა, ლევისა,
30
სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა,
31
მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
32
იესესი, იობედისა, ბოაზისა, სალასი, ნაასონისა,
33
ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ესრომისა, ფერეზისა, იუდასი,
34
იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა,
35
სერუქისა, რაგავისა, ფელეკისა, ებერისა, სალასი,
36
კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,
37
მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მაჰალეელისა, კაინანისა,
38
ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმერთისა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24