bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 5
Luke 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 6 →
1
ერთხელ, როდესაც ხალხი გარს შემოსჯარვოდა მას, რომ ღმერთის სიტყვა მოესმინათ, ხოლო ის გენესარეთის ტბასთან იდგა,
2
დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ.
3
ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო და სთხოვა, ნაპირს მცირედ გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
4
და როდესაც დაამთავრა ლაპარაკი, უთხრა სიმონს: „შეაცურე ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“
5
მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენს სიტყვაზე ვისვრი ბადეს.“
6
ასეც მოიქცნენ. და იმდენი თევზი დაიჭირეს, რომ ბადეები ეგლიჯებოდათ.
7
ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ.
8
ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, მუხლებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: „გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ.“
9
რადგან გაოგნებამ მოიცვა იგი და ყველა მასთან მყოფი დაჭერილი თევზის გამო, მათ რომ გამოიტანეს.
10
ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მეწილეები. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა მებადური იქნები.“
11
მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას.
12
ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“
13
გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი.
14
და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს, და შესწირე შენი განწმედისათვის, როგორც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად.“
15
და უფრო და უფრო ვრცელდებოდა მისი ამბავი, და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ მისთვის და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.
16
ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.
17
ერთ დღეს, როდესაც ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განმკურნებლად.
18
და აჰა, კაცებმა სარეცელით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დამბლადაცემული იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ.
19
და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის სარეცლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინაშე.
20
მათი რწმენა რომ დაინახა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენ შენი ცოდვები.“
21
და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ერთმანეთში და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ვინც ღმერთის გმობას ამბობს? ვის შეუძლია ცოდვების მიტევება, გარდა ერთი ღმერთისა?“
22
იესომ ამოიცნო მათი ფიქრები, მიუგო და უთხრა: „რას ფიქრობთ თქვენს გულში?
23
რისი თქმა უფრო ადვილია: ‘შენი ცოდვები მოგეტევა’, თუ თქმა: ‘ადექი და გაიარე’?
24
ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს დედამიწაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება,“ ეუბნება დამბლადაცემულს, „შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი შინ.“
25
და მყისვე წამოდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზეც იწვა, და შინ წავიდა. და ადიდებდა ღმერთს.
26
განცვიფრებამ შეიპყრო ყველა. და ადიდებდნენ ღმერთს და შიშით აღვსილნი ამბობდნენ: „საოცრებანი ვიხილეთ დღეს.“
27
ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი მე.“
28
მანაც ყველაფერი მიატოვა, ადგა და გაჰყვა.
29
და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვები, რომლებიც ინახად ისხდნენ მათთან.
30
ხოლო დრტვინავდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“
31
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არ ესაჭიროებათ, არამედ სნეულებს.
32
მართალთა მოსახმობად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.“
33
მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც; შენები კი ჭამენ და სვამენ.“
34
იესომ უთხრა მათ: „შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილეები, ვიდრე სიძე მათთან არის?
35
მაგრამ დადგება დღეები, როდესაც სიძე წაერთმევათ მათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“
36
უთხრა მათ იგავიც: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსს და არ დაადებს ძველ სამოსს, თორემ ახალსაც გამოხევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსის საკერებელი.
37
არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, რადგან ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც წახდება.
38
ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას.
39
არც ერთი ძველის დამლევი ახალს არ ინდომებს, იტყვის: ძველი სჯობიაო.“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24