bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 13
Luke 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 14 →
1
მოვიდნენ ამ დროს ზოგიერთები და ამცნეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლი პილატემ შეურია მათ მსხვერპლებს.
2
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „თქვენ გგონიათ, რომ ეს გალილეველები ყველა სხვა გალილეველზე უფრო ცოდვილები იყვნენ, ასე რომ დაიტანჯნენ?
3
არა, გეუბნებით თქვენ, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.
4
ან როგორ გგონიათ, ის 18 კაცი, რომელთაც სილოამში კოშკი დაეცა თავზე და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, იერუსალიმში რომ ცხოვრობს?
5
არა, გეუბნებით თქვენ, მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით!“
6
უთხრა ეს იგავი: „ერთ კაცს თავის ვენახში ლეღვის ხე ედგა. მივიდა, რომ ზედ ნაყოფი ეპოვნა და ვერ ნახა.
7
და უთხრა მევენახეს: ‘აჰა, სამი წელია მოვდივარ ამ ლეღვის ნაყოფის საძებნელად და ვერ ვპოულობ. მოჭერი, ტყუილად რად უნდა აცდენდეს მიწას?’
8
მან კი მიუგო და უთხრა: ‘ბატონო, წელსაც დატოვე, ძირს გამოვუბარავ და ნაკელს დავუყრი,
9
იქნებ მოისხას ნაყოფი. თუ არა და, მერე მოჭერი.’“
10
შაბათ დღეს ასწავლიდა მათ ერთ სინაგოგაში.
11
და, აჰა, იყო იქ ქალი, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეპყრობილი იყო უძლურების სულით. დაკრუნჩხული იყო და წელში ვერ იმართებოდა.
12
იესომ რომ დაინახა, დაუძახა და უთხრა: „ქალო, თავისუფალი ხარ შენი უძლურებისაგან.“
13
და დაადო ხელები და მაშინვე გაიმართა იგი, და ადიდებდა ღმერთს.
14
განრისხდა სინაგოგის მთავარი, შაბათს რომ განკურნა იესომ, და უთხრა ხალხს: „ექვსი დღეა, როდესაც შეიძლება საქმობა. იმ დღეებში მოდით და განიკურნეთ, და არა შაბათ დღეს.“
15
მიუგო მას უფალმა და უთხრა: „თვალთმაქცებო, განა ყოველი თქვენგანი არ უშვებს შაბათობით ბაგიდან თავის ხარს ან ვირს და არ მიჰყავს წყლის დასალევად?
16
ხოლო ეს აბრაამის ასული, რომელიც უკვე 18 წელიწადი შებორკილი ჰყავდა სატანას, არ შეიძლებოდა შაბათ დღეს გამოხსნილიყო ამ ბორკილებიდან?“
17
როდესაც ამას ამბობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა; ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილ დიდებულ საქმეთა გამო.
18
და ამბობდა: „რას ჰგავს ღმერთის სასუფეველი და რას ვამსგავსო იგი?
19
იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბოსტანში. გაიზარდა იგი და იქცა ხედ და მის ტოტებში ცის ფრინველებმა დაიბუდეს.“
20
და კიდევ თქვა: „რას ვამსგავსო ღმერთის სასუფეველი?
21
იგი ჰგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და შეზილა სამ საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ აფუვდა.“
22
დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და იერუსალიმისაკენ მიემართებოდა.
23
უთხრა მას ვიღაცამ: „უფალო, ნუთუ ცოტანი გადარჩებიან?“ მან კი უთხრა მათ:
24
„იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარით. რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას და ვერ შეძლებს.
25
როდესაც სახლის პატრონი ადგება და დაკეტავს კარს, მაშინ თქვენ, გარეთ მდგომნი, დააკაკუნებთ კარზე და ეტყვით: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’ მაგრამ ის მოგიგებთ და გეტყვით: ‘არ გიცნობთ, სადაურები ხართ.’
26
მაშინ დაუწყებთ ლაპარაკს: ‘შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს ქუჩებში ასწავლიდი.’
27
და გეტყვით: ‘გეუბნებით, არ გიცნობთ, სადაურები ხართ. გამშორდით ყველანი, ბოროტმოქმედნო.’
28
და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, როდესაც იხილავთ აბრაამს და ისააკს და იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმერთის სასუფეველში, თქვენს თავს კი – გარეთ გაძევებულებს.
29
მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, და ინახად დასხდებიან ღმერთის სასუფეველში.
30
და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც პირველნი იქნებიან, და პირველნი, რომელნიც უკანასკნელნი იქნებიან.“
31
ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი ფარისეველთაგან და უთხრეს მას: „წადი, გაეცალე აქაურობას, რადგან ჰეროდეს შენი მოკვლა უნდა.“
32
და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იმ მელას: ‘აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ.
33
მაგრამ მე უნდა ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, რადგან არ ხდება ისე, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს!’
34
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ თქვენ არ ისურვეთ!
35
აჰა, სახლი აოხრებული გრჩებათ. გეუბნებით: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!’“
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24