bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 9
Luke 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 10 →
1
მოუხმო მან თორმეტს და მისცა მათ ძალი და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე და სნეულებათა განკურნებისათვის.
2
და წარგზავნა ისინი ღმერთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნებლად.
3
და უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც არგანი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი; და არც ორი პერანგი იქონიოთ.
4
რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდან გაემგზავრეთ.
5
სადაც არ მიგიღებენ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას დაიბერტყეთ ფეხებიდან მტვერი, როგორც მოწმობა მათ წინააღმდეგ.“
6
და წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ.
7
გაიგო ჰეროდე ტეტრარქმა ყველაფერი, რაც ხდებოდა და გაოცდა, რადგან ერთნი ამბობდნენ, რომ იოანე აღდგა მკვდრეთით,
8
მეორენი – ელია გამოჩნდაო, სხვები – აღდგაო რომელიღაც ძველ წინასწარმეტყველთაგან.
9
ჰეროდემ თქვა: „იოანეს თავი მოვკვეთე, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი ამბები მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა.
10
როდესაც დაბრუნდნენ მოციქულები, უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი თავისთან ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთსაიდა.
11
შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. და იღებდა მათ და ელაპარაკებოდა ღმერთის სასუფეველზე, ხოლო ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა.
12
დღე რომ იწურებოდა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რათა წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, რადგან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით.“
13
უთხრა მათ: „თქვენ მიეცით საჭმელი.“ მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გვაქვს, თუ არ წავედით და საჭმელი არ ვუყიდეთ მთელ ამ ხალხს.“
14
რადგან იქ 5 ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფ-ჯგუფად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს.“
15
ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი.
16
აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ცას, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.
17
ყველამ ჭამა და გაძღა. და აკრიფეს ნამუსრევი, რაც დარჩა – 12 გოდორი.
18
ისე მოხდა, რომ როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“
19
მათ მიუგეს და თქვეს: „იოანე ნათლისმცემელი; სხვები – ელია, სხვები – რომელიღაც ძველ წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო.“
20
იესომ უთხრა: „თქვენ რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ მიუგო და უთხრა: „ქრისტე, ღმერთის ცხებული.“
21
ხოლო მან მკაცრად უბრძანა, არავისთვის ეთქვათ ეს.
22
უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნას უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს.“
23
ყველას კი უთხრა: „ვისაც სურს გამომყვეს მე, უარყოს თავისი თავი, იტვირთოს ყოველდღე თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
24
რადგან, ვისაც სურს თავისი სამშვინველი იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას.
25
რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?
26
რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზთა დიდებაში.
27
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ღმერთის სასუფეველს.“
28
ამ სიტყვების თქმიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და ავიდა მთაზე სალოცავად.
29
და ლოცვისას, მისი სახის ხატება შეიცვალა და მისი სამოსი ქათქათა თეთრი გახდა.
30
და, აჰა, საუბრობდა მასთან ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია,
31
რომლებიც გამოჩნდნენ დიდებაში და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო.
32
პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და როდესაც გამოეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომი ორი კაცი.
33
ისე მოხდა, რომ როდესაც ისინი მას შორდებოდნენ, უთხრა პეტრემ იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენი აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას.“ რადგან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა.
34
ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მოუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ.
35
და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი რჩეული, უსმინეთ მას!“
36
ამ ხმის შემდეგ იესო მარტო აღმოჩნდა, ისინი კი დუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს.
37
ისე მოხდა, რომ მეორე დღეს, მთიდან ჩამოსვლისას, დიდძალი ხალხი შეეგება მას.
38
და, აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადგან ეს ერთადერთი მყავს.
39
სულსა ჰყავს შეპყრობილი; უეცრად წამოაყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს, დუჟს ადენს, და როცა ქანცს გაუწყვეტს, ძლივსღა გაეცლება.
40
ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გამოედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“
41
მიუგო იესომ და თქვა: „ო, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან და გითმინოთ? მომიყვანე შენი ძე აქ.“
42
და ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაკრუნჩხა. იესომ შერისხა უწმიდური სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას.
43
ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღმერთის დიდებით. და როდესაც ყველა გაკვირვებული იყო ყველაფრით, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს:
44
„ყურად იღეთ ეს სიტყვები: კაცის ძე უნდა გადაეცეს ადამიანთა ხელთ.“
45
მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, იგი დაფარული დარჩა მათგან, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ერიდებოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების შესახებ.
46
ერთი საფიქრალი გაუჩნდათ მათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის?
47
იესომ, რომელიც ხედავდა მათი გულის საფიქრალს, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა.
48
უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს წარმომგზავნელსაც მიიღებს. ხოლო ვინც უმცირესია ყველა თქვენს შორის, ის არის დიდი.“
49
მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და დავუშალეთ მას, რადგან არ მოგვდევს ჩვენ.“
50
უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, რადგან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, თქვენთანაა.“
51
ისე მოხდა, რომ მისი ამაღლების დღეების მოახლოებისას, იბრუნა პირი იერუსალიმში წასასვლელად.
52
და გაგზავნა მაცნეები თავის წინ. და წავიდნენ ისინი და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა თადარიგი დაეჭირათ მისი მოსვლისათვის.
53
მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, რადგან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად.
54
დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ, და უთხრეს: „უფალო, გინდა, ვუბრძანოთ, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?“
55
მაგრამ ის მიუბრუნდა მათ და გაუწყრა.
56
და წავიდნენ ისინი სხვა სოფელში.
57
გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: გამოგყვები, სადაც კი წახვალ.
58
იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“
59
მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, გამიშვი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“
60
მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სასუფეველი.“
61
სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ გამიშვი, ჩემს სახლს გამოვეთხოვო.“
62
უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღმერთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანზე უდევს ხელი და უკან იყურება.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24