bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 18
Luke 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 19 →
1
უთხრა მათ იგავი მუდმივ ლოცვაზე და უდრეკობაზე.
2
თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღმერთისა არ ეშინოდა და ხალხისა არა რცხვენოდა.
3
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მომჩივანისგან.’
4
ის კი დიდხანს უარზე იყო. მერე თქვა თავისთვის: ‘თუმცა ღმერთისა არ მეშინია და ხალხისა არა მრცხვენია,
5
მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ თავისი სიარულით აღარ შემაწუხოს.’“
6
თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?
7
განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ? და არ იქნება სულგრძელი მათდამი?
8
გეუბნებით თქვენ: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს კი დედამიწაზე რწმენას?“
9
ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი აბუჩად იგდებდნენ, უთხრა ეს იგავი:
10
„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე.
11
ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანები – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორიც ეს მებაჟეა.
12
კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’
13
ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აეხედა; მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’
14
გეუბნებით თქვენ: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“
15
მოუყვანეს მას ბავშვები, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, უშლიდნენ მათ.
16
იესომ დაუძახა მათ და უთხრა: „მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ, რადგან ასეთებისაა ღმერთის სასუფეველი.
17
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში.“
18
ჰკითხა ერთმა მთავარმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
19
უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
20
იცი მცნებები: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“
21
მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“
22
ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და ღარიბებს დაურიგე, და გექნება საუნჯე ზეცაში. შემდეგ მოდი და გამომყევი.“
23
ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.
24
შეხედა მას იესომ და თქვა: „რა ძნელია სიმდიდრის მქონეთათვის შესვლა ღმერთის სასუფეველში!
25
რადგან უფრო ადვილია აქლემის გაძვრომა ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდრის შესვლა ღმერთის სასუფეველში.“
26
ვინც ეს მოისმინა, თქვა: „აბა, ვის შეუძლია გადარჩენა?“
27
მან თქვა: „კაცთათვის შეუძლებელი ღმერთისთვის შესაძლებელია.“
28
თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“
29
უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ღმერთის სასუფევლისათვის დატოვებს სახლს, ან ცოლს, ან მშობლებს, ან ძმებს, ან შვილებს
30
და ახლავე არ მიიღებს მრავალგზის მეტს, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლეს.“
31
გაიყოლა თავისი 12 მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმში და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაიწერა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძეზე,
32
რადგან გადაეცემა წარმართებს, და შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, აფურთხებენ,
33
გაამათრახებენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.“
34
მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათგან, და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.
35
ისე მოხდა, რომ იერიქოსთან მიახლოებისას, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა.
36
ხალხის ჩავლის ხმა რომ გაიგონა, იკითხა: რა ამბავიაო.
37
უთხრეს: „იესო ნაზარეველი მოდის.“
38
და იყვირა მან: „იესო, ძეო დავითისა, შემიწყალე მე!“
39
წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „ძეო დავითისა, შემიწყალე მე!“
40
იესო შეჩერდა და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როდესაც მიუახლოვდა, ჰკითხა:
41
„რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს.“
42
იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“
43
და მყისვე აეხილა. გაედევნა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24