bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 19
Luke 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 20 →
1
მივიდა იერიქოში და გადიოდა ქალაქზე.
2
და იყო იქ ერთი კაცი, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი და მდიდარი.
3
და ცდილობდა დაენახა, ვინ იყო იესო, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, რადგან ტანად დაბალი იყო.
4
წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იქით უნდა გაევლო მას.
5
იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.“
6
და სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.
7
როდესაც ეს დაინახეს, ყველა დრტვინავდა ამბობდა: „ცოდვილ კაცთან შევიდა.“
8
ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიტყუებია, ოთხმაგად მივაგებ.“
9
უთხრა მას იესომ: „დღეს ამ სახლს ხსნა მოევლინა, რაკი ისიც აბრაამის ძეა.
10
რადგან კაცის ძე დაკარგულის მოსაძებნად და გადასარჩენად მოვიდა.“
11
და დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მსმენელებს ეგონათ, ძალიან მალე გამოჩნდებოდა ღმერთის სასუფეველი.
12
ამის გამო თქვა: „ერთი კეთილშობილი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.
13
დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ‘ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთ.’
14
მაგრამ მის თანამოქალაქეებს სძულდათ იგი და ელჩობა დაადევნეს უკან სათქმელად: ‘არ გვსურს მაგის მეფობა ჩვენზე.’
15
როდესაც მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მიეგვარათ ის მსახურები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა მოივაჭრა.
16
მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.’
17
უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება.’
18
მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა.’
19
მასაც უთხრა: ‘შენც ხუთ ქალაქზე იყავი.’
20
მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,
21
შემეშინდა, რადგან სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდვია და იმკი, რაც არ დაგითესია.’
22
უთხრა მას: ‘შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მსახურო! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდვია და ვიმკი, რაც არ დამითესია.
23
რატომ არ ჩადე ჩემი ვერცხლი სავაჭროში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?’
24
და იქ მდგომთ უთხრა: ‘წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.’
25
უთხრეს მას: ‘უფალო, მას ათი მნა აქვს.’
26
‘გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონებელს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
27
ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე გავმეფებულიყავი, მოიყვანეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე.’“
28
თქვა ეს და გაემართა იერუსალიმში ასასვლელად.
29
და როდესაც მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთასთან, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება, გაგზავნა ორი მოწაფე,
30
და უთხრა მათ: „წადით გაღმა სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ ადამიანი არ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ.
31
თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ ხსნითო, ასე უთხარით: ‘მის უფალს სჭირდება.’“
32
წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა.
33
და როდესაც ჩოჩორს ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ ხსნით ამ ჩოჩორს?“
34
მათ თქვეს: „იმიტომ, რომ მის უფალს სჭირდება.“
35
მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო.
36
და როდესაც მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა.
37
როდესაც ის უახლოვდებოდა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღმერთის ხოტბა-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს.
38
ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“
39
ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, აუკრძალე შენს მოწაფეებს.“
40
მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ!“
41
და როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო.
42
თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც შეგეცნო, რა არის შენთვის სამშვიდობო! მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.
43
რადგან დაგიდგება დღეები, როდესაც მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ მიწაყრილს, შემოგერტყმიან და შეგავიწროვებენ ყოველი მხრიდან.
44
მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში, ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ, რადგან ვერ გაიგე შენი მონახულების ჟამი.“
45
და შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.
46
უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს. თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად აქციეთ იგი.’“
47
და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ხალხის თავკაცნი ცდილობდნენ მის დაღუპვას.
48
მაგრამ ვერაფერი მოიფიქრეს, რა ეღონათ, რადგან მთელი ხალხი მიჰყვებოდა და უსმენდა მას.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24