bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 24
Luke 24
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
1
ერთშაბათს, დილით ადრე მივიდნენ სამარხთან და მიიტანეს ნელსურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ.
2
და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული.
3
და რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალი იესოს სხეული.
4
და როდესაც ამის გამო შეფიქრიანებულნი იყვნენ, აჰა, მათ წარუდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსით მოსილი.
5
შეძრწუნებულებს სახე ძირს ჰქონდათ დახრილი. ხოლო მათ უთხრეს მათ: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?
6
არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როდესაც ჯერ კიდევ გალილეაში იყო,
7
რომ კაცის ძე ცოდვილ ადამიანთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგეს.“
8
და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები.
9
და დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს თერთმეტს და ყველა დანარჩენს.
10
ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც უთხრეს ეს მოციქულებს.
11
მაგრამ მათ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ ერწმუნენ.
12
ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარით გაკვირვებული.
13
და, აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც 60 სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.
14
ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე მომხდარის გამო.
15
ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.
16
მაგრამ თვალები დახშული ჰქონდათ, რომ ვერ ეცნოთ იგი.
17
უთხრა მათ: „რაზე მსჯელობთ ერთმანეთში, როდესაც გზაზე დგახართ და რას დაუღონებიხართ?“ ისინი შეჩერდნენ დამწუხრებულნი.
18
მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, და უთხრა მას: „შენ ალბათ ერთადერთი ხარ იერუსალიმში მცხოვრებთაგან, რომელმაც არ იცი, რა ამბავი მოხდა იქ ამ დღეებში?“
19
და უთხრა მათ: „რა ამბავი?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველის ამბავი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,
20
როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს.
21
ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.
22
მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა ქალმა გაგვაოცა, ისინი დილით ადრე იყვნენ სამარხთან
23
და ვერ იპოვეს მისი სხეული. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
24
ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისკენ და, მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც ქალები ამბობდნენ, ის კი ვერ ნახეს.“
25
მან უთხრა მათ: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, რომ ვერ ირწმუნეთ ის, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!
26
განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“
27
და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს.
28
მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა.
29
მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, რადგან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა მათთან დასარჩენად.
30
და მოხდა ისე, რომ მათთან ინახით ჯდომისას, მან აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.
31
და აეხილათ თვალი და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.
32
უთხრეს ერთმანეთს: „განა გულში ცეცხლი არ გვენთო, როდესაც გზაში გველაპარაკებოდა და როდესაც წერილებს განგვიმარტავდა?!“
33
ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მოძებნეს შეკრებილნი – თერთმეტნი – და მათთან მყოფნი,
34
რომელთაც უთხრეს: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.“
35
მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
36
ამ ლაპარაკში იყვნენ, როდესაც თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და თქვა: „მშვიდობა თქვენდა!“
37
შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ.
38
მაგრამ უთხრა მან: „რატომ ხართ შეშფოთებული და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები?
39
შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“
40
ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები.
41
და რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რაიმე საჭმელი?“
42
მათ მიაწოდეს შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული.
43
გამოართვა და შეჭამა მათ თვალწინ. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ.
44
და უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“
45
მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად
46
და უთხრა: „ასე წერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;
47
მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ერში, იერუსალიმიდან დაწყებული.
48
და თქვენ ხართ ამის მოწამენი.
49
და, აჰა, მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებით.“
50
და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელები და აკურთხა ისინი.
51
და როდესაც აკურთხებდა, განშორდა მათ და ამაღლდა ცაში.
52
მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით.
53
და მუდამ ტაძარში იყვნენ, ღმერთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
← Chapter 23
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24