bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 8
Luke 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
1
ამის შემდეგ დადიოდა იგი ქალაქებსა და სოფლებში, ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სასუფეველს. და თორმეტნიც მასთან ერთად იყვნენ,
2
და ზოგიერთი ქალიც, რომელნიც განიკურნენ ავი სულებისა და სნეულებებისაგან: მარიამი, მაგდალელად წოდებული, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი იყო გასული,
3
იოანა, ჰეროდეს მოურავის, ქუზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომელნიც ემსახურებოდნენ მათ თავიანთი ქონებიდან.
4
როდესაც დიდძალი ხალხი მოგროვდა და ქალაქის ყველა მცხოვრები მოვიდა მასთან, დაიწყო იგავით ლაპარაკი:
5
„გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად. და თესვისას ზოგი გზის პირას დაეცა, ფეხქვეშ გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს,
6
ზოგი კლდოვანზე დაეცა, აღმოცენდა და გახმა, რადგან სინოტივე არ ჰქონდა.
7
ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, მასთან ერთად ეკალიც გაიზარდა და მოაშთო იგი.
8
ზოგი კარგ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო.“ ეს თქვა და შესძახა: „ვისაც ყურები აქვს სასმენად, ისმინოს!“
9
ჰკითხეს მისმა მოწაფეებმა, რას ნიშნავდა ეს იგავი.
10
მან თქვა: „თქვენ მოგეცათ ღმერთის სასუფევლის საიდუმლოებათა ცოდნა, ხოლო სხვებს იგავებით ეძლევათ, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
11
ეს იგავი კი ამას ნიშნავს: თესლი ღმერთის სიტყვაა;
12
გზასთან დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ, მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რათა არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ;
13
კლდეზე დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ სიტყვას და სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან;
14
ეკლებში ჩაცვენილი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრების გზის საზრუნავი, სიმდიდრე და ცხოვრების სიამენი აშთობენ მათ და ნაყოფი ვეღარ გამოაქვთ;
15
ხოლო კარგ მიწაზე დაცვენილნი ისინი არიან, ვინც კეთილი და წრფელი გულით ისმენს სიტყვას, იცავს მას და მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი.
16
არავინ ანთებს სანთელს, რომ ჭურჭელი დაახუროს ზედ ან საწოლ ქვეშ შედგას, არამედ სასანთლეზე დებს, რათა შემომსვლელებმა დაინახონ ნათელი.
17
რადგან არაფერია დაფარული, ცხადი რომ არ გახდეს, და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
18
დაუკვირდით, როგორ ისმენთ: რადგან ვისაც აქვს, მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს.“
19
მივიდნენ მასთან მისი დედა და ძმები და ვერ მიუახლოვდნენ ხალხის გამო.
20
შეატყობინეს მას: „შენი დედა და შენი ძმები გარეთ დგანან და შენი ნახვა სურთ.“
21
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: „ჩემი დედა და ჩემი ძმები ისინი არიან, ვინც ღმერთის სიტყვას ისმენს და ასრულებს.“
22
ისე მოხდა, რომ ერთ დღეს იგი ჩაჯდა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: „გადავიდეთ ტბის გაღმა.“ და გაცურეს.
23
როდესაც მიცურავდნენ, ჩაეძინა, და ტბაზე ქარიშხალი ამოვარდა. ნავი წყლით ივსებოდა და საფრთხეში იყვნენ.
24
მივიდნენ, გააღვიძეს ის და უთხრეს: „მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით.“ და მან, გაღვიძებულმა, შერისხა ქარი და წყლის ღელვა, და დაცხრნენ, და ჩამოდგა მყუდროება.
25
უთხრა მათ: „სად არის თქვენი რწმენა?“ ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც, და ემორჩილებიან მას?“
26
და გაცურეს გერასენელთა მხარეში, რომელიც გალილეის გაღმაა.
27
ხმელეთზე გადასულს, წინ შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან, რომელსაც ეშმაკები ჰყავდა. დიდი ხნის მანძილზე არც სამოსელი ჩაუცვამს და არც სახლში უცხოვრია, არამედ სამარხებში.
28
იესო რომ დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და დიდი ხმით შესძახა: „რას მემართლები იესო, ძეო მაღალი ღმერთისა? გევედრები, ნუ მტანჯავ!“
29
რადგან უბრძანა უწმიდურ სულს ამ კაცისგან გამოსულიყო – რადგან დიდ ხანს სტანჯავდა მას. აბამდნენ ჯაჭვებით და ბორკილებით, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ წყვეტდა ბორკილებს და იდევნებოდა ეშმაკისგან უდაბურ ადგილებში.
30
ჰკითხა მას იესომ: „რა არის შენი სახელი?“ მან უთხრა: „ლეგიონი.“ რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული.
31
და ევედრებოდნენ მას, რომ არ ებრძანებინა მათთვის ქვესკნელში ჩასვლა.
32
იყო იქ ღორების დიდი კოლტი, რომელიც მთაზე ძოვდა. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, რომ ნება დაერთო შესულიყვნენ მათში, და მან დართო ნება.
33
და გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაცისგან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან გადაეშვა ტბაში და ჩაიხრჩო.
34
მწყემსებმა რომ დაინახეს, რაც მოხდა, გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს.
35
გამოვიდნენ მომხდარის სანახავად და მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ. იგი შემოსილი და გონსმოგებული იჯდა იესოს ფეხთით, და შეეშინდათ.
36
მხილველებმა უამბეს, როგორ გადარჩა ეშმაკეული.
37
და სთხოვა მას გერასენელთა სანახების მთელმა ხალხმა, გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
38
ევედრებოდა მას ის კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ: შენთან ვიქნებიო. მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
39
„დაბრუნდი შინ და უამბე, რაც გიყო ღმერთმა. ისიც წავიდა და მთელ ქალაქს ამცნობდა, რაც გაუკეთა მას იესომ.“
40
როდესაც იესო დაბრუნდა, ხალხმა მიიღო იგი, რადგან ყველანი ელოდნენ მას.
41
და, აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო. დაემხო იესოს ფეხთით და ევედრებოდა, რომ მისულიყო მის სახლში.
42
რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, 12 წლისა, და კვდებოდა. და როდესაც წავიდა, ხალხი გზად ზედ აწყდებოდა.
43
იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე სისხლდენით იტანჯებოდა, მთელი ქონება მკურნალებზე დაეხარჯა და ვერავის განეკურნა.
44
უკნიდან მიეახლა და მისი სამოსის კალთას შეეხო. და მყისვე შეუწყდა სისხლდენა.
45
და თქვა იესომ: „ვინ შემეხო?“ როცა ყველამ იუარა, უთხრა პეტრემ: „მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ, ვინ შემეხოო?“
46
ხოლო იესომ თქვა: „ვიღაც შემეხო მე, რადგან გავიგე, რომ ძალა გავიდა ჩემგან.“
47
როდესაც ქალმა დაინახა, რომ შეუმჩნეველი არ დარჩა, მიუახლოვდა ძრწოლით, დაემხო მის წინ და მთელი ხალხის წინაშე განაცხადა, რისთვის შეეხო, და როგორ უცბად განიკურნა.
48
უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით!“
49
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის მთავრის სახლიდან და უთხრა: „შენი ასული მოკვდა, ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს.“
50
ეს რომ იესომ მოისმინა, მიუგო მას: „ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და განიკურნება.“
51
სახლში რომ მივიდა, არავინ შეუშვა თავისთან ერთად, პეტრეს, იაკობის, იოანეს და გოგონას დედ-მამის გარდა.
52
ყველა ტიროდა და გოდებდა. მან კი თქვა: „ნუ ტირით, არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“
53
ისინი კი დასცინოდნენ მას, რადგან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
54
მან ხელი მოჰკიდა მას და შესძახა: „ადექი, ბავშვო!“
55
და დაუბრუნდა სული და მყისვე წამოდგა. და ბრძანა, რომ ბავშვისთვის საჭმელი მიეცათ.
56
გაოგნებული იყვნენ მისი მშობლები. მან კი უბრძანა მათ, არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24