bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 20
Luke 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
1
მოხდა ისე, რომ ერთ დღეს, როდესაც იგი ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად
2
და უთხრეს: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“
3
მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით:
4
იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო, თუ კაცთაგან?“
5
ისინი ერთმანეთში თათბირობდნენ: „თუ ვიტყვით, ‘ზეციდან,’ იტყვის: ‘რატომ არ იწამეთ მისი?’
6
თუ ვიტყვით ‘კაცთაგან,’ მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, რადგან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“
7
და მიუგეს, რომ არ იცოდნენ, საიდან იყო.
8
იესომ უთხრა მათ: „არც მე გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“
9
და დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწის მუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით.
10
როდესაც დრო მოვიდა, მსახური გაუგზავნა მიწის მუშაკებს, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწის მუშაკებმა სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.
11
კვლავ გაუგზავნა სხვა მსახური. მასაც სცემეს, შეურაცხყვეს და ხელცარიელი გაუშვეს.
12
მერე მესამე გაგზავნა. დაჭრეს იგი და გარეთ გააგდეს.
13
თქვა ვენახის პატრონმა: ‘როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.’
14
მაგრამ მიწის მუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: ‘ეს მემკვიდრეა, მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენი იქნება.’
15
გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
16
მოვა, ამოწყვეტს იმ მიწის მუშაკებს და ვენახს სხვებს ჩააბარებს.“ ვინც მოისმინა, თქვეს: „ღმერთმა ნუ ქნას!“
17
მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა’?
18
ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“
19
მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა სწორედ ამ დროს მოინდომეს, ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
20
და უთვალთვალებდნენ მას, მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და ხელისუფლებისათვის და გამგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ.
21
ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას.
22
უნდა მივცეთ თუ არა ხარკი კეისარს?“
23
მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
24
„მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს სახე და წარწერა?“ თქვეს: „კეისრისა.“
25
უთხრა მათ: „მაშ, მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს.“
26
ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.
27
მიუახლოვდა ზოგიერთი სადუკეველთაგან, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
28
„მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს ნაშიერი თავის ძმას.’
29
იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ.
30
და მეორემაც
31
და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შვილი, და დაიხოცნენ.
32
ბოლოს ქალიც მოკვდა.
33
მაშ, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“
34
და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან,
35
ხოლო ვინც ღირსი იქნება მოიპოვოს ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავს, არც თხოვდება,
36
რადგან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი არიან ისინი, აღდგომის ძენი.
37
ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როდესაც აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი.
38
ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგან მისთვის ყველა ცოცხალია.“
39
მიუგეს ზოგიერთებმა მწიგნობართაგან და უთხრეს: „კარგად თქვი, მოძღვარო.“
40
და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის.
41
ხოლო მან უთხრა მათ: „როგორ ამბობენ, ქრისტე დავითის ძე არის?
42
თავად დავითი ხომ ამბობს ფსალმუნთა წიგნში: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
43
ვიდრე შენს მტრებს ვაქცევდე შენს ფეხთა კვარცხლბეკად.’
44
აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“
45
და როდესაც მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს:
46
„ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსით სიარული და უყვართ მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე,
47
რომლებიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24