bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 7
Luke 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 8 →
1
მას შემდეგ, რაც მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხისათვის, რომელიც უსმენდა, კაპერნაუმში შევიდა.
2
ერთ ასისთავს უკვდებოდა ავადმყოფი მონა, რომელსაც დიდად აფასებდა.
3
იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველთა უხუცესები გაუგზავნა და სთხოვდა, მოსულიყო და განეკურნა მისი მონა.
4
ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს დაჟინებით და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო,
5
რადგან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა აგვიშენა.“
6
იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როდესაც ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, რადგან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
7
ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
8
რადგან მეც, ხელმწიფების ქვეშ მყოფს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“
9
ეს რომ გაიგონა იესომ, გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“
10
წარგზავნილებს, სახლში რომ დაბრუნდნენ, გამოჯანმრთელებული დაუხვდათ მონა.
11
ამის შემდეგ წავიდა იესო ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
12
ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, გამოჰქონდათ მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, რომლის დედაც ქვრივი იყო. ქალს ქალაქიდან დიდძალი ხალხი ახლდა.
13
უფალმა რომ დაინახა, შეეცოდა და უთხრა: „ნუ ტირი.“
14
მივიდა და შეეხო საკაცეს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“
15
მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა. და მის დედას ჩააბარა იგი.
16
შიშმა მოიცვა ყველა. ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს.“
17
ეს ამბავი მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს.
18
აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს.
19
იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა, რათა ეკითხათ: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“
20
მივიდნენ მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვაგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას ველოდოთ?“
21
იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათაგან და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას მიმადლა მხედველობა.
22
მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და გლახაკებს ეხარებათ.
23
და ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში.“
24
როდესაც იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაუწყო ხალხს ლაპარაკი იოანეზე: „რის სანახავად გადიოდით უდაბნოში? ლერწმისა, ქარი რომ არხევს?
25
მაშ რის სანახავად გადიოდით? კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან.
26
მაშ, რის სანახავად გადიოდით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ: და წინასწარმეტყველზე მეტისაც.
27
რადგან ეს არის ის, ვისზედაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც გაგიმზადებს შენ გზას შენს წინ.’
28
გეუბნებით თქვენ: ქალთაგან ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღმერთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია.“
29
მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმა, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლისცემით მოინათლნენ.
30
ხოლო ფარისევლებმა და რჯულის კაცებმა განიშორეს ღმერთის განგება, რაკი თავი არ მოანათლინეს.
31
„ვის ვამსგავსო ეს თაობა და ვისი მსგავსნი არიან ისინი?
32
ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: ‘სალამური დაგიკარით და ვერ აგაცეკვეთ, გოდება გაგიმართეთ და ვერ აგატირეთ.’
33
რადგან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს, და თქვენ ამბობთ, ეშმაკი ჰყავსო.
34
მოვიდა კაცის ძე: ჭამს და სვამს და ლაპარაკობთ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.
35
და მართლდება სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ.“
36
სთხოვა მას ვინმე ფარისეველთაგანმა, ეჭამა მასთან პური. და შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას.
37
და, აჰა, იყო იმ ქალაქში ცოდვილი ქალი. როდესაც გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალაბასტრონის ჭურჭლით,
38
დადგა უკან, მის ფეხებთან, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უმშრალებდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.
39
ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა, ვინ და როგორი ქალი ეხება მას, რადგან ცოდვილია ეს ქალი.“
40
მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი.“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო.“
41
თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს 500 დინარი ემართა, მეორეს – 50.
42
მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად ეყვარება იგი?“
43
მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც მეტი აპატია.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“
44
და მიბრუნდა ქალისაკენ და უთხრა სიმონს: „ხედავ ამ ქალს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
45
შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფეხთა კოცნა.
46
შენ ზეთით არ გიცხია ჩემი თავი, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფეხებს.
47
ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა ეპატია, რადგან დიდი სიყვარული გამოავლინა, ხოლო ვისაც მცირედი ეპატიება, მას მცირედი სიყვარული აქვს.“
48
და უთხრა მას: „გეპატია შენ შენი ცოდვები.“
49
და დაიწყეს თანამეინახეებმა ლაპარაკი ერთმანეთში: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“
50
უთხრა მან ქალს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ, წადი, მშვიდობით იარე.“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24