bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 17
Luke 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
1
უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია, რომ არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც ისინი მოვა.
2
უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.
3
გაფრთხილდით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე.
4
დღეში შვიდგზის რომ შეგცოდოს და შვიდგზისვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“
5
უთხრეს მოციქულებმა უფალს: „შეგვმატე რწმენა.“
6
თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თუთის ხეს: ‘აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგე,’ დაგემორჩილებათ.
7
რომელიმე თქვენგანს მსახური რომ ჰყავდეს – მხვნელი ან მწყემსი – მინდვრიდან დაბრუნებულს ნუთუ ეტყვის: მოდი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო?
8
განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?
9
ნუთუ მადლობა ეთქმის მსახურს იმისათვის, რომ თავისი მოვალეობა შეასრულა?
10
ასევე თქვენც, როდესაც შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: ‘უღირსი მსახურები ვართ, გავაკეთეთ მხოლოდ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.’“
11
ისე მოხდა, რომ იერუსალიმში მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.
12
ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ,
13
ხმა აიმაღლეს და შესძახეს: „შეგვიწყალე, იესო, მოძღვარო!“
14
შეხედა და უთხრა მათ: „წადით და ეჩვენეთ მღვდლებს!“ და ისე მოხდა, რომ გზად მიმავალნი განიწმიდნენ.
15
და როდესაც დაინახა, რომ განიკურნა, ერთი მათგანი მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს.
16
პირქვე დაემხო მის ფეხთით და მადლობდა. და იყო ის სამარიელი.
17
მიმართა იესომ და უთხრა: „განა ათივე არ განიკურნა? ცხრა სადღა არის?
18
არავინ აღმოჩნდა, რომ მობრუნებულიყო ღმერთის სადიდებლად, გარდა ამ უცხოთესლისა?“
19
უთხრა მას: „ადექი, წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“
20
როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს: „როდის მოვა ღმერთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღმერთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ.
21
ვერ იტყვიან: ‘აჰა, აქ არის!’ ან: ‘აჰა, იქ არის!’ რადგან, აჰა, თავად თქვენშია ღმერთის სასუფეველი.“
22
უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ კაცის ძე და ვერ იხილავთ.
23
და გეტყვიან: ‘აჰა, აქ არის!’ ან: ‘აჰა, იქ არის!’ ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით,
24
რადგან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძე თავის დღეს.
25
მაგრამ თავდაპირველად მან უნდა ბევრი იტანჯოს და უარყოფილ იქნეს ამ თაობის მიერ.
26
და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც:
27
ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. შემდეგ მოვიდა წარღვნა და ყველა დაიღუპა.
28
ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.
29
ხოლო იმ დღეს, როდესაც ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ციდან და ყველა დაიღუპა.
30
ასევე იქნება იმ დღესაც, როდესაც კაცის ძე გამოცხადდება.
31
იმ დღეს, ვინც ბანზე იქნება, მისი ნივთები კი სახლში, არ ჩამოვიდეს ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან არ მობრუნდეს.
32
გაიხსენეთ ლოტის ცოლი.
33
ვინც ეცდება თავისი სამშვინველის გადარჩენას, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სამშვინველს, გააცოცხლებს მას.
34
გეუბნებით თქვენ: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ სარეცელზე, ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება.
35
ორი დამფქველი ქალი იქნება ერთად, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.
36
ორნი იქნებიან მინდორში, ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.“
37
მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „სადაც სხეულია, ორბებიც იქ მოგროვდებიან.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24