bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Luke 23
Luke 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
1
და ადგა მთელი ეს კრებული და წაიყვანეს იგი პილატესთან.
2
დაიწყეს მისი დადანაშაულება და თქვეს: „ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს გზიდან აცდენს ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, და თავს ქრისტე მეფედ აცხადებს.“
3
პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ მან მიუგო და თქვა: „შენ ამბობ.“
4
პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში.“
5
მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.“
6
ეს რომ გაიგონა პილატემ, იკითხა: „გალილეველია ეს კაცი?“
7
და როდესაც შეიტყო, რომ ჰეროდეს ხელმწიფების ქვეშ იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა.
8
იესო რომ დაინახა ჰეროდემ, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხანია უნდოდა მისი ნახვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მისი ამბავი და სურდა მისგან მოხდენილი რაიმე სასწაულის ნახვა.
9
ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა.
10
მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და თავგამოდებით ადანაშაულებდნენ მას.
11
ხოლო ჰეროდემ თავის ჯარისკაცებთან ერთად შეურაცხყო და სასაცილოდ აიგდო იგი. ჩააცვა თეთრი სამოსი და უკან გაუგზავნა პილატეს.
12
იმ დღეს პილატე და ჰეროდე მეგობრები გახდნენ, თუმცა მანამდე მტრობდნენ ერთმანეთს.
13
პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს.
14
და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს ადამიანი, როგორც ხალხის გზიდან ამცდენი, და, აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე ამ ადამიანში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას,
15
და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და, აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას.
16
ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“
17
რადგან მას მართებდა სადღესასწაულოდ ვინმეს გაშვება.
18
მაგრამ მთელმა ხალხმა ერთად იყვირა და თქვა: „დასაჯე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბა!“
19
ბარაბა კი საპყრობილეში იყო ჩაგდებული ქალაქში მომხდარი შფოთისა და მკვლელობისათვის.
20
პილატემ კვლავ მიმართა მათ, რადგან სურდა იესოს გაშვება.
21
მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი!“
22
მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“
23
ისინი კი დაჟინებით მოითხოვდნენ ხმამაღალი ყვირილით, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ.
24
პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა.
25
გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, და გადასცა იესო მათ ნებას.
26
და როდესაც მიჰყავდათ იგი, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ.
27
მისდევდა მას დიდძალი ხალხი და ქალები, რომლებიც მოთქვამდნენ და გოდებდნენ.
28
იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ.
29
რადგან, აჰა, მოდის დღეები, როდესაც იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’
30
მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემხეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’
31
რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“
32
მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ყაჩაღი.
33
როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, ჯვარს აცვეს იქ ის და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ.
34
იესომ თქვა: „მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.
35
იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრები დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, იხსნას ახლა თავისი თავი, თუ ეგ ქრისტეა, ღმერთის რჩეული.“
36
ჯარისკაცებიც სასაცილოდ იგდებდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან,
37
ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“
38
მის ზემოთ იყო წარწერა: „ეს არის იუდეველთა მეფე.“
39
ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი შეურაცხყოფდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც გვიხსენი.“
40
მეორე კი, უწყრებოდა მას და ამბობდა: „ნუთუ ღმერთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?
41
ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, რადგან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“
42
და თქვა: „იესო, გამიხსენე, როდესაც შენს სამეფოში მიხვალ.“
43
და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“
44
დღის ექვსი საათი იქნებოდა, როდესაც მთელი დედამიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.
45
დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო.
46
შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ ვაბარებ ჩემს სულს.“ ეს თქვა და სული ამოუშვა.
47
ასისთავმა რომ დაინახა, რაც მოხდა, ადიდა ღმერთი და თქვა: „ეს კაცი ნამდვილად მართალი იყო.“
48
ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, მომხდარის მხილველი, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.
49
მოშორებით იდგა ყველა, ვინც მას იცნობდა, და ქალებიც, რომლებიც მას გალილეიდან მოჰყვნენ.
50
აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი,
51
იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, და რომელიც მოელოდა ღმერთის სასუფეველს,
52
მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.
53
გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
54
ის დღე პარასკევი იყო და შაბათი იწყებოდა.
55
უკან გაჰყვნენ ქალებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი.
56
დაბრუნდნენ და მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. ხოლო შაბათს დაისვენეს მცნებისამებრ.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24