bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 1
John 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 2 →
1
დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
2
ის იყო დასაწყისში ღმერთთან.
3
ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.
4
მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ნათელი ადამიანთა.
5
და ნათელი ბნელში ჩანს და ბნელი ვერ მისწვდა მას.
6
იყო კაცი, მოვლინებული ღმერთისაგან, და სახელი მისი იოანე.
7
იგი მოვიდა სამოწმებლად, რათა ემოწმებინა ნათლის შესახებ, რათა ყველას ერწმუნა მისგან.
8
ის კი არ იყო ნათელი, არამედ რათა დაემოწმებინა ნათლის შესახებ.
9
იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ქვეყანაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს.
10
იყო ქვეყანაზე და ქვეყანა მის მიერ შეიქმნა, და ქვეყანამ ის ვერ იცნო.
11
თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს იგი.
12
ხოლო რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც სწამს მისი სახელი,
13
რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ.
14
და სიტყვა ხორციელი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდშობილისა მამისაგან, აღსავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.
15
იოანე მოწმობს მასზე და ღაღადებს: „ეს იყო, ვისზეც ვთქვი: ‘ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე უწინარესია, რადგან ჩემზე უწინ იყო.’“
16
და მისი სისავსიდან მივიღეთ ყველამ მადლი მადლისა წილ.
17
რადგან რჯული მოცემულია მოსეს მიერ, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა.
18
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, გააცხადა.
19
აჰა, მოწმობა იოანესი, როდესაც იუდეველებმა გაუგზავნეს იერუსალიმიდან მღვდელნი და ლევიანნი, რათა ეკითხათ მისთვის: „ვინა ხარ შენ?“
20
მან აღიარა და არ უარყო. აღიარა: „მე არა ვარ ქრისტე.“
21
და ჰკითხეს მას: „მაშ ვინ ხარ? ელია ხარ?“ ამბობს: „არა ვარ.“ – „წინასწარმეტყველი ხარ?“ მიუგო: „არა.“
22
მაშინ უთხრეს მას: „მაშ ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე?“
23
თქვა: „მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: ‘გაუსწორეთ გზა უფალს,’ როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა.“
24
წარმოგზავნილები კი ფარისეველთაგანნი იყვნენ.
25
და ჰკითხეს მას და უთხრეს: „მაშ რატომ სცემ ნათელს, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია, არც წინასწარმეტყველი?“
26
მიუგო მათ იოანემ და უთხრა: „მე ნათელს ვცემ წყლით, მაგრამ თქვენს შორის დგას ის, ვისაც არ იცნობთ,
27
ის ჩემს შემდეგ მოდის, მაგრამ მე მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ.“
28
ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანეს გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.
29
მეორე დღეს იხილა მან მისკენ მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი, რომელიც იტვირთავს ქვეყნიერების ცოდვებს.
30
ეს არის ის, ვისზეც ვთქვი: ‘ჩემს შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, რადგან ჩემზე უწინარეს იყო.’
31
მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ იმიტომ მოვედი წყლით ნათლის საცემად, რათა ის გამოეცხადოს ისრაელს.“
32
და მოწმობდა იოანე და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდამომავალი სული, რომელმაც დაივანა მასზე.
33
მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით ნათლის საცემად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახავ სულს, გარდამომავალს და დავანებულს, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’
34
და მე ვიხილე და ვმოწმობ, რომ ეს არის ძე ღმერთისა.“
35
მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და ორი მისი მოწაფეთაგანი.
36
და დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ღმერთის კრავი.“
37
ორმა მოწაფემ გაიგონა მისი სიტყვა და გაჰყვა იესოს.
38
იესო მობრუნდა და დაინახა, რომ მიჰყვებიან, და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი“ (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), „სად დგახარ?“
39
ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ.“ წავიდნენ და ნახეს, სადაც იდგა. ის დღე მასთან დაჰყვეს. იქნებოდა, ასე, მეათე საათი.
40
იყო ანდრია, ძმა სიმონ-პეტრესი, ერთი იმ ორთაგანი, რომელთაც იოანესგან მოისმინეს იესოზე და გაჰყვნენ მას.
41
მან პირველად ნახა თავისი ძმა, სიმონი, და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).
42
მიიყვანა იგი იესოსთან. შეხედა მას იესომ და უთხრა: „შენ ხარ სიმონი, იოანეს ძე. ამიერიდან შენ გერქმევა კეფა.“ (რაც თარგმანით ნიშნავს კლდეს.)
43
მეორე დღეს მოისურვა გალილეას წასვლა, და ნახა ფილიპე. უთხრა მას იესომ: „გამომყევი მე.“
44
ხოლო ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიას და პეტრეს ქალაქიდან.
45
ფილიპემ მოძებნა ნათანაელი და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც დაწერეს რჯულში მოსემ და წინასწარმეტყველებმა: იესო, იოსების ძე, ნაზარეთიდან.“
46
და უთხრა მას ნათანაელმა: „ნაზარეთიდან რა სიკეთე შეიძლება იყოს?“ უთხრა მას ფილიპემ: „წამოდი და ნახე.“
47
იესომ რომ დაინახა მისკენ მომავალი ნათანაელი, თქვა მასზე: „აჰა, ნამდვილი ისრაელიანი, რომელშიც არ არის მზაკვრობა.“
48
ეუბნება მას ნათანაელი: „საიდან მიცნობ?“ მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვიდრე ფილიპე მოგიხმობდა, ლეღვის ქვეშ გიხილე.“
49
მიუგო მას ნათანაელმა: „რაბი, შენ ხარ ძე ღმერთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა.“
50
მიუგო იესომ და უთხრა მას: „იმის გამო გწამს, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ გიხილე? ამაზე მეტსაც იხილავ.“
51
ეუბნება მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და გარდამომავალთ.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21