bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 8
John 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 9 →
1
და ავიდა იესო ზეთისხილის მთაზე.
2
დილით ადრე კი კვლავ დაბრუნდა ტაძარში. და მთელი ხალხი მივიდა მასთან. და დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3
მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, მრუშობაში შეპყრობილი, დააყენეს შუაში
4
და უთხრეს მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაშია შეპყრობილი.
5
მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“
6
ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა რამეში ბრალი დაედოთ, მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერა დაიწყო.
7
და რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა.“
8
და კვლავ დაიხარა და განაგრძო მიწაზე წერა.
9
ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ და დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი.
10
წამოიმართა იესო და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“
11
უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ.“
12
და კვლავ დაიწყო იესომ და თქვა: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას.“
13
უთხრეს მას ფარისევლებმა: „შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.“
14
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მე თუ ჩემს თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვედი და სად მივდივარ.
15
თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის განვსჯი.
16
და მე თუ განვსჯი, ჩემი განსჯა ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო არ ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.
17
თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია.
18
მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზე მოწმობს მამა, ჩემი მომავლინებელი.“
19
უთხრეს მას: „სად არის შენი მამა?“ უთხრა მათ იესომ: „არც მე მიცნობთ, არც ჩემს მამას. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ.“
20
ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როდესაც ტაძარში ასწავლიდა. და არავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.
21
და კვლავ უთხრა მათ იესომ: „მე მივდივარ და თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენს ცოდვაში მოკვდებით. სადაც მე მივდივარ, იქ თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლას.“
22
იუდეველებმა ერთმანეთს უთხრეს: „თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს: ‘სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ იქ მოსვლას?’“
23
უთხრა მათ: „თქვენ ქვემოდან ხართ, მე კი მაღლიდან ვარ. თქვენ ამ ქვეყნისანი ხართ, მე კი ამ ქვეყნისა არა ვარ.
24
ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.“
25
უთხრეს მას: „ვინ ხარ შენ?“ უთხრა მათ იესომ: „თავიდანვე გითხარით და ახლაც გეუბნებით თქვენ:
26
ბევრი მაქვს თქვენზე სათქმელი და განსასჯელი. მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია, და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვამბობ ქვეყნად.“
27
ვერ მიხვდნენ, რომ მამაზე ეუბნებოდა მათ.
28
უთხრა მათ იესომ: „როცა აამაღლებთ კაცის ძეს, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ.
29
ვინც მე მომავლინა, ჩემთანაა, არ დამტოვა მარტო, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის მოსაწონი.“
30
როდესაც ამას ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31
და უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: „თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები იქნებით,
32
შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“
33
მიუგეს მას: „ჩვენ აბრაამის შთამომავალნი ვართ და არასოდეს არავისი მონები არ ვყოფილვართ; როგორღა ამბობ, გაგათავისუფლებთო?“
34
მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.
35
მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე კი რჩება საუკუნოდ.
36
თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
37
ვიცი, რომ აბრაამის ნაშიერნი ხართ, მაგრამ ჩემი მოკვლა გინდათ, რადგან ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38
მე იმას ვაუწყებ, რაც ჩემს მამასთან ვნახე, თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ.“
39
მიუგეს და უთხრეს მას: „ჩვენი მამა აბრაამია!“ უთხრა მათ იესომ: „თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით.
40
ახლა კი მე მეძებთ მოსაკლავად, ადამიანს, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან მოვისმინე. აბრაამს კი ასეთი რამ არ გაუკეთებია.
41
თქვენ თქვენი მამის საქმეებს აკეთებთ.“ უთხრეს მას: „ჩვენ სიძვით შობილნი არა ვართ, ერთი მამა გვყავს – ღმერთი.“
42
უთხრა მათ იესომ: „ღმერთი რომ იყოს თქვენი მამა, მაშინ გეყვარებოდით მე, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან, რადგან მე ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43
რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვების მოსმენა.
44
თქვენი მამა ეშმაკია და თქვენი მამის გულისთქმის შესრულება გწადიათ. ის კაცისმკვლელი იყო თავიდანვე და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება. როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა.
45
ხოლო რაკი მე ჭეშმარიტებას ვამბობ, არა გწამთ ჩემი.
46
რომელი თქვენგანი მამხილებს მე ცოდვის გამო? და თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
47
ვინც ღმერთისგანაა, ღმერთის სიტყვებს ისმენს. თქვენ იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმერთისგან არა ხართ.“
48
მაშინ მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „განა კარგად არ ვამბობთ, რომ შენ სამარიელი ხარ და ეშმაკია შენში?“
49
მიუგო იესომ: „ჩემში არ არის ეშმაკი, არამედ მე პატივს ვცემ ჩემს მამას, თქვენ კი უპატიოდ მყოფთ მე.
50
თუმცა მე არ ვეძებ ჩემს დიდებას. არის მძებნელი და განმსჯელი.
51
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვას შეინახავს, იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე.“
52
უთხრეს მას იუდეველებმა: „ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკი გყავს. აბრაამი და წინასწარმეტყველნი დაიხოცნენ, შენ კი ამბობ: ‘ვინც ჩემს სიტყვას ინახავს, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილს.’
53
ნუთუ შენ ჩვენს მამა აბრაამზე უდიდესი ხარ, რომელიც მოკვდა? წინასწარმეტყველნიც დაიხოცნენ. ვინ გგონია შენი თავი?“
54
მიუგო იესომ: „მე რომ ჩემს თავს განვადიდებდე, ჩემი დიდება არაფერი იქნებოდა. მე განმადიდებს ჩემი მამა, ვისზედაც ამბობთ, ჩვენი ღმერთი არისო.
55
თქვენ ის ვერ გიცვნიათ, მე კი ვიცი ის. თუ ვიტყვი, რომ არ ვიცი იგი, თქვენისთანა ცრუ ვიქნები. მაგრამ ვიცი იგი და ვინახავ მის სიტყვას.
56
აბრაამი, თქვენი მამა, სიხარულით მოელოდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს, იხილა და გაიხარა.“
57
უთხრეს მას იუდეველებმა: „ჯერ 50 წლისაც არა ხარ და აბრაამი გიხილავს?“
58
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ.“
59
მაშინ აიღეს ქვები მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და გავიდა ტაძრიდან.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21