bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 9
John 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 10 →
1
და რომ მიდიოდა, დაინახა კაცი, შობიდანვე ბრმა.
2
ჰკითხეს მოწაფეებმა: „რაბი, ვინ შესცოდა, ამან თუ მისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა?“
3
მიუგო იესომ: „არც მას შეუცოდავს და არც მის მშობლებს, არამედ, რათა ღმერთის საქმენი გამოცხადდეს მასზე.
4
ჩვენ უნდა ვაკეთოთ მისი საქმეები, ვინც მე მომავლინა, სანამ დღეა; მოდის ღამე, როდესაც ვეღარავინ შეძლებს კეთებას.
5
სანამ ქვეყნად ვარ, მე ვარ ქვეყნიერების ნათელი.“
6
ეს რომ თქვა, მიწაზე დაანერწყვა, ნერწყვით ტალახი აზილა და თვალებზე წაუსვა ბრმას.
7
და უთხრა მას: „წადი და მოიბანე სილოამის საბანელში“ (რაც ნიშნავს: მოვლინებული). წავიდა, მოიბანა და მხედველი დაბრუნდა.
8
მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ჰყავდათ ნანახი, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და თხოულობდა?“
9
ერთნი ამბობდნენ: „სწორედ ისაა.“ სხვებმა თქვეს: „არა, მაგრამ მას ჰგავს.“ მან კი თქვა: „მე ვარ.“
10
მაშინ უთხრეს მას: „როგორ აგეხილა თვალები?“
11
მიუგო მან: „კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი აზილა, წამისვა თვალებზე და მითხრა: ‘წადი სილოამს და მოიბანე.’ წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალები.“
12
და უთხრეს მას: „სადაა იგი?“ ამბობს: „არ ვიცი.“
13
მიიყვანეს ფარისევლებთან ის კაცი, რომელიც წინათ ბრმა იყო.
14
იყო ის დღე შაბათი, როდესაც იესომ ტალახი მოზილა და თვალები აუხილა.
15
კვლავ ჰკითხეს მას ფარისევლებმაც, თუ როგორ აეხილა თვალები. უთხრა მათ: „ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ.“
16
თქვეს ზოგიერთებმა ფარისეველთაგან: „ეს კაცი არ არის ღმერთისაგან, რაკი შაბათს არ იცავს.“ სხვებმა კი თქვეს: „როგორ შეძლებდა ცოდვილი კაცი ასეთი სასწაულების მოხდენას?“ და იყო მათ შორის განხეთქილება.
17
კვლავ ეუბნებიან მას, ადრე რომ ბრმა იყო: „შენ რას იტყვი იმაზე, თვალები ვინც აგიხილა?“ მან თქვა: „წინასწარმეტყველია.“
18
არ დაიჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და თვალები აეხილა, ვიდრე არ მოიხმეს თვალახელილის დედ-მამა.
19
და ჰკითხეს მათ: „ეს არის თქვენი ძე, ვისზეც ამბობთ, რომ ბრმა დაიბადა? ახლა როგორღა ხედავს?“
20
მიუგეს მისმა მშობლებმა და თქვეს: „ვიცით, რომ ეს ჩვენი შვილია და ბრმა დაიბადა,
21
მაგრამ ახლა როგორ ხედავს, არ ვიცით, ან ვინ აუხილა თვალები, არც ეგ ვიცით. მოწიფულია, მას ჰკითხეთ და თვითონ იტყვის თავის თავზე.“
22
ასე უთხრეს მისმა მშობლებმა, რაკი იუდეველების ეშინოდათ. რადგან უკვე შეთქმულნი იყვნენ იუდეველები, რომ სინაგოგიდან მოეკვეთათ ყველა, ვინც მას ქრისტედ აღიარებდა.
23
ამიტომ თქვეს მშობლებმა: „მოწიფულია, მას ჰკითხეთ.“
24
მეორედ დაუძახეს იმ კაცს, ბრმა რომ იყო, და უთხრეს: „მიაგე დიდება ღმერთს; ჩვენ ვიცით, რომ ცოდვილია ის კაცი.“
25
ხოლო მან მიუგო: „ცოდვილია თუ არა ის კაცი, არ ვიცი; მე ერთი რამ ვიცი: ბრმა ვიყავი და ახლა ვხედავ.“
26
და კვლავ უთხრეს მას: „რა გაგიკეთა, როგორ აგიხილა თვალები?“
27
მიუგო მათ: „მე უკვე გითხარით და არ მისმინეთ, რად გინდათ კვლავ მოსმენა? ან იქნებ თქვენც მის მოწაფეებად გახდომა გსურთ?“
28
მათ გალანძღეს იგი და თქვეს: „შენა ხარ მისი მოწაფე, ჩვენ კი მოსეს მოწაფეები ვართ.
29
ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკებოდა ღმერთი. ეს კი არ ვიცით, საიდანაა.“
30
მიუგო კაცმა და უთხრა მათ: „საკვირველი სწორედ ისაა, რომ თქვენ არ იცით, საიდანაა იგი, მე კი თვალები ამიხილა.
31
ვიცით, რომ ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი, არამედ, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, მას უსმენს.
32
დასაბამიდან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმადშობილისთვის თვალები აეხილოს.
33
ის რომ ღმერთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გააკეთდებდა.“
34
მიუგეს და უთხრეს მას: „შენ მთლიანად ცოდვებში დაიბადე და ჩვენ გვასწავლი?“ და გარეთ გააგდეს იგი.
35
გაიგო იესომ, რომ გარეთ გააგდეს იგი, მონახა და უთხრა მას: „გწამს კაცის ძე?“
36
მიუგო მან და თქვა: „ვინაა იგი, უფალო, რომ ვიწამო?“
37
უთხრა იესომ: „შენ გინახავს იგი და ის არის, ვინც შენ გელაპარაკება.“
38
მან თქვა: „მწამს, უფალო.“ და თაყვანი სცა მას.
39
და თქვა იესომ: „განსასჯელად მოვედი ქვეყნიერებაზე, რათა ბრმებმა დაინახონ, მხედველნი კი დაბრმავდნენ.“
40
გაიგონა მასთან მყოფმა ზოგიერთმა ფარისეველმა ეს და უთხრა მას: „ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ?“
41
უთხრა მათ იესომ: „ბრმები რომ ყოფილიყავით, ცოდვა არ გექნებოდათ, მაგრამ რაკი ამბობთ, თვალხილულნი ვართო, გრჩებათ თქვენი ცოდვა.“
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21