bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 2
John 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 3 →
1
მესამე დღეს იყო ქორწილი გალილეის კანაში და იყო იქ იესოს დედა.
2
იესო და მისი მოწაფეებიც მიიწვიეს ქორწილში.
3
და როდესაც ღვინო შემოაკლდათ, ეუბნება დედა იესოს: „ღვინო აღარა აქვთ.“
4
ეუბნება მას იესო: „რა გინდა ჩემგან, ქალო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა.“
5
ეუბნება მისი დედა მსახურებს: „გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით.“
6
იყო იქ ექვსი ქვის ჭურჭელი, იუდეველთა განწმედის წესისათვის. თითოში ორი თუ სამი საწყაული ჩადიოდა.
7
ეუბნება მათ იესო: „აავსეთ ეს ჭურჭლები წყლით.“ და მათაც აავსეს ისინი პირამდე.
8
და ეუბნება მათ: „ახლა კი ამოიღეთ და მიართვით სუფრის თავს.“ და მიართვეს.
9
როდესაც სუფრის თავმა გაუსინჯა გემო წყალს, რომელიც ღვინოდ იქცა – მან არ იცოდა, რა ღვინო იყო ეს, იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც წყლით აავსეს – დაუძახა სიძეს
10
და უთხრა: „ყოველი კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როდესაც შეთვრებიან – მდარეს. შენ კი აქამდე შემოგინახავს უკეთესი ღვინო.“
11
ასე დაუდო იესომ სათავე სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და იწამეს მისი მისმა მოწაფეებმა.
12
ამის შემდეგ ჩავიდნენ კაპერნაუმში ის და მისი დედა, ძმები და მოწაფეები. და იქ დარჩნენ რამდენიმე დღე.
13
მოახლოებული იყო იუდეველთა პასექი და იესო ავიდა იერუსალიმს.
14
და ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი, და იქ მსხდომი ფულის მცვლელები.
15
და გააკეთა საბელის შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარებიც და ცხვრებიც, ფულის მცვლელებს მონეტები დაუბნია და დახლები აუყირავა.
16
მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და ჩემი მამის სახლს ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად.“
17
გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: „შენი სახლის შური შემჭამს მე.“
18
მიმართეს იუდეველებმა და უთხრეს მას: „რა სასწაულს გვიჩვენებ, ამას რომ აკეთებ?“
19
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას.“
20
უთხრეს იუდეველებმა: „ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ?“
21
ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ამბობდა.
22
როდესაც ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ეს რომ თქვა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ უთხრა მათ.
23
ხოლო როდესაც იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე იყო, ბევრმა ნახა მის მიერ მოხდენილი სასწაულები და იწამა მისი სახელი.
24
თვითონ იესო კი არ ანდობდა მათ თავს, რადგან ყველას სცნობდა.
25
და არ სჭირდებოდა, რომ ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა, რა იყო ადამიანში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21