bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 16
John 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 17 →
1
„ეს ყველაფერი გითხარით, რომ არ დაბრკოლდეთ.
2
სინაგოგებიდან გაგაძევებენ, და მოდის ჟამი, როდესაც ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს ემსახურება.
3
ასე მოიქცევიან, რადგან ვერ იცნეს ვერც მამა და ვერც მე.
4
მაგრამ ეს გითხარით ახლა, რათა, როდესაც მოვა ეს დრო, გაიხსენოთ, რომ მე ეს გითხარით. თავიდანვე არ მითქვამს ეს, რადგან თქვენთან ვიყავი.
5
ხოლო ახლა მივდივარ ჩემს მომავლინებელთან, და თქვენგან არც ერთი არ მეკითხება: ‘სად მიდიხარ?’
6
მაგრამ ეს რომ გითხარით, მწუხარებამ აღავსო თქვენი გული.
7
მაგრამ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ვერ მოვა ნუგეშისმცემელი თქვენთან. ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას.
8
და როდესაც ის მოვა, ამხელს ქვეყნიერებას ცოდვის, სიმართლისა და განსასჯელის გამო.
9
ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს;
10
სიმართლის გამო, რომ მამასთან მივდივარ და ვეღარ მიხილავთ მე;
11
განსასაჯელის გამო, რომ ქვეყნიერების მთავარი განსჯილია.
12
კიდევ ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ ამჟამად ვერ იტვირთავთ.
13
ხოლო როდესაც მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, ის შეგიძღვებათ სრულ ჭეშმარიტებაში. თავისას კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც მოისმენს, და მომავალს გაუწყებთ თქვენ.
14
იგი განმადიდებს მე, რადგან ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
15
ყველაფერი, რაც მამას აქვს, ჩემია. ამიტომ გითხარით: ჩემგან მიიღებს და თქვენ გაუწყებთ.
16
ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ მე; და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ მე.“
17
ზოგიერთმა მისმა მოწაფემ თქვა ერთმანეთში: „რა არის ეს, რომ გვეუბნება: ‘ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ; და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ?’ და: ‘მამასთან მივდივარ მე?’“
18
და ამბობდნენ: „რა არის ეს, რომ ამბობს: ცოტაცო? არ ვიცით, რას ამბობს.“
19
მიხვდა იესო, რომ უნდოდათ ეკითხათ მისთვის, და უთხრა მათ: „იმიტომ ეკითხებით ერთმანეთს, რომ მე ვთქვი: ‘ცოტაც, და ვეღარ მიხილავთ. და კიდევ ცოტაც, და მიხილავთ მე?’
20
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენ იტირებთ და ივალალებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს; თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცევა.
21
ქალი, როდესაც მშობიარობს, წუხს, რადგან მისი ჟამი მოვიდა. ხოლო როდესაც შობს ყრმას, სიხარულისგან აღარ ახსოვს ტანჯვა, რადგან ადამიანი იშვა ქვეყანაზე.
22
თქვენც მწუხრებით ხართ აღვსილნი ახლა, მაგრამ კვლავ გიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული, და თქვენს სიხარულს ვეღარავინ წაგართმევთ.
23
იმ დღეს არაფერს მკითხავთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
24
აქამდე არაფერი გითხოვიათ ჩემი სახელით. ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული.
25
აქამდე იგავებით გელაპარაკებოდით, მაგრამ მოდის ჟამი, როდესაც აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ ცხადად გაუწყებთ მამის შესახებ.
26
იმ დღეს ითხოვთ ჩემი სახელით და არ გეუბნებით, რომ მამას ვთხოვ თქვენთვის,
27
რადგან თვით მამას უყვარხართ, რაკი მე შემიყვარეთ და ირწმუნეთ, რომ ღმერთისგან გამოვედი.
28
მამისგან გამოვედი და ქვეყნიერებაზე მოვედი. და კვლავ ვტოვებ ქვეყნიერებას და მივდივარ მამასთან.“
29
უთხრეს მისმა მოწაფეებმა: „აჰა, ახლა ცხადად ლაპარაკობ და არავითარ იგავს არ ამბობ.
30
ახლა ვიცით, რომ ყველაფერი იცი. და არ გჭირდება, რომ ვინმემ გკითხოს. ამის გამო გვწამს, რომ ღმერთისგან გამოხვედი.“
31
მიუგო მათ იესომ: „ახლა გწამთ?
32
აჰა, მოდის ჟამი, და მოვიდა კიდეც, როდესაც გაიფანტებით, ყოველი კაცი თავ-თავისთვის და მე მარტოდ დამტოვებთ; მაგრამ მე არა ვარ მარტო, რადგან მამა ჩემთან არის.
33
ეს იმიტომ გითხარით, რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას.“
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21