bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 3
John 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 4 →
1
იყო კაცი, ერთი ფარისეველთაგანი, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი.
2
იგი მივიდა მასთან ღამით და უთხრა: „რაბი, ჩვენ ვიცით, რომ შენ ღმერთისგან ხარ მოსული მოძღვრად, რადგან არავის ძალუძს ისეთი სასწაულების ქმნა, როგორსაც შენ ახდენ, თუ ღმერთი არ არის მასთან.“
3
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღმერთის სასუფეველს.“
4
ეუბნება მას ნიკოდემოსი: „როგორ შეუძლია ადამიანს იშვას, თუ იგი მოხუცია? ნუთუ შესაძლებელია, დედის საშოში ხელმეორედ შესვლა და შობა?“
5
მიუგო იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისა და სულისგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში.
6
ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი – სული.
7
ნუ გაგიკვირდება, რომ გითხარი: ხელახლად უნდა იშვათ მაღლით.
8
ქარს, სადაც სურს, იქ ქრის, და მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და საით მიდის. ასევეა ყველა შობილი სულისაგან.“
9
მიუგო ნიკოდემოსმა და უთხრა მას: „როგორ შეიძლება ეს მოხდეს?“
10
მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ ისრაელის მოძღვარი ხარ და არ იცი ეს?
11
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვინახავს, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს მოწმობას.
12
თუ მიწიერისა გითხარით და არ გწამთ, როგორღა იწამებთ, ზეციერისა რომ გითხრათ?
13
არავინ ასულა ზეცად, გარდა ზეციდან გარდამოსულისა – კაცის ძისა.
14
როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს კაცის ძე.
15
რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
16
რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.
17
რადგან იმისთვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყანაზე, რომ დასაჯოს ეს ქვეყანა, არამედ, რათა იხსნას ქვეყანა მისი მეშვეობით.
18
ვისაც ის სწამს, არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი.
19
სასჯელი კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა ქვეყანაზე და ადამიანებმა ნათელზე მეტად შეიყვარეს ბნელი, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები.
20
რადგან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნას მხილებული მისი საქმეები.
21
ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი.“
22
ამის შემდეგ იესო თავის მოწაფეებთან ერთად მივიდა იუდეის ქვეყანაში, დარჩა იქ მათთან და ნათელს სცემდა.
23
იოანე კი ნათელს სცემდა ენონში, სალიმის მახლობლად, რადგან ბევრი წყალი იყო იქ, და მიდიოდნენ მასთან და ინათლებოდნენ.
24
რადგან იოანე ჯერ კიდევ არ იყო საპყრობილეში ჩაგდებული.
25
მაშინ იოანეს მოწაფეებსა და იუდეველებს შორის დავა ჩამოვარდა განწმედის გამო.
26
მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: „რაბი, ის, ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა, და ვისზეც შენ მოწმობდი, აჰა, ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან.“
27
მიუგო იოანემ და თქვა: „ადამიანი ვერაფერს მიიღებს თვითონ, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული.
28
თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ ვთქვი: ‘მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე.’
29
ვისაც სასძლო ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა.
30
ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე.
31
ციდან მომავალი ყველაზე უმაღლესია. ვინც მიწიდან არის, მიწიერია, და მიწისას ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე უმაღლესია,
32
რაც მან იხილა და ისმინა, იმას მოწმობს და მის მოწმობას არავინ იღებს.
33
ვინც მიიღო მისი მოწმობა, დაბეჭდა, რომ ღმერთი ჭეშმარიტია.
34
ის, ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ამბობს. რადგან ღმერთი ზომით არ იძლევა სულს.
35
მამას უყვარს ძე და ყველაფერი მისცა მას ხელთ.
36
ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღმერთის რისხვა დარჩება მასზე.“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21