bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 10
John 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 11 →
1
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: „ვინც კარიდან არ შედის ცხვრის ფარეხში და სხვა გზით გადადის, ქურდია და ავაზაკი.
2
ვინც კარიდან შედის, მწყემსია იგი ცხვრებისა.
3
მას უღებს მეკარე და ცხვრებს ესმით მისი ხმა; იგი სახელით მოუხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
4
როდესაც ყველა თავისას გამოიყვანს, მიუძღვის მათ წინ და ცხვრები მისდევენ მას, რადგან იცნობენ მის ხმას.
5
უცხოს კი არ გაჰყვებიან, გაექცევიან მას, რადგან უცხოს ხმას არ იცნობენ.“
6
ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მათ კი ვერ გაიგეს, რას ეუბნებოდა.
7
კვლავ უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვრებისა.
8
ყველა, ვინც ჩემზე ადრე მოვიდა, ქურდი იყო და ავაზაკი, და ცხვრებმა არ უსმინეს მათ.
9
მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10
ქურდი კი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ, და უხვად ჰქონდეთ.
11
მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის.
12
მოჯამაგირე კი, რომელიც არ არის მწყემსი და არც ცხვრები ეკუთვნის, მოსული მგლის დანახვაზე ტოვებს ცხვრებს და გარბის. მგელი კი იტაცებს მათ და ფანტავს.
13
მოჯამაგირე კი გარბის, რადგან მოჯამაგირეა იგი და არ ზრუნავს ცხვრებზე.
14
მე ვარ მწყემსი კეთილი. მე ვიცნობ ჩემებს და ჩემები მიცნობენ მე,
15
როგორც მამა მიცნობს მე და მე ვიცნობ მამას. და ჩემს სამშვინველს ვდებ ცხვრებისთვის.
16
მყავს მე სხვა ცხვრებიც, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო და მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
17
იმიტომ ვუყვარვარ მამას, რომ მე ჩემს სამშვინველს ვდებ, რათა კვლავ მივიღო იგი.
18
ვერავინ წამართმევს მას, არამედ მე თვითონ ვდებ მას. მაქვს ხელმწიფება მის დასადებად და მაქვს ხელმწიფება კვლავ მის მისაღებად. ეს მცნება ჩემი მამისაგან მაქვს მიღებული.“
19
ამ სიტყვების გამო კვლავ ჩამოვარდა განხეთქილება იუდეველთა შორის.
20
ბევრმა მათგანმა თქვა: „ეშმაკეულია იგი და შეშლილი. რისთვის უსმენთ მას?“
21
სხვებმა თქვეს: „ეს სიტყვები ეშმაკეულისა არ არის. განა შეუძლია ეშმაკს ბრმას თვალი აუხილოს?“
22
მაშინ სატფურების დღესასწაული იყო იერუსალიმში, ზამთარი იდგა.
23
და მიმოდიოდა იესო ტაძარში, სოლომონის სტოაში.
24
შემოეხვივნენ მას იუდეველნი და უთხრეს: „როდემდე უნდა გვაეჭვებდე? თუ ქრისტე ხარ, გვითხარი ცხადად.“
25
მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ. ჩემი საქმეები, ჩემი მამის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე.
26
მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრებისანი არა ხართ, როგორც გითხარით.
27
ჩემს ცხვრებს ჩემი ხმა ესმით, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან.
28
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან უკუნისამდე, და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს მათ.
29
ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მათი გატაცება ჩემი მამის ხელიდან.
30
მე და მამა ერთი ვართ.“
31
კვლავ აიღეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად.
32
მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისაგან, რომელი ამ საქმეთაგანისთვის მქოლავთ?“
33
მიუგეს მას იუდეველებმა: „კეთილი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღმერთის გმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად მოგაქვს თავი.“
34
მიუგო მათ იესომ: „განა თქვენს რჯულში არ წერია: ‘მე ვთქვი: ღმერთები ხართ თქვენ’?
35
თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო, – ხოლო წერილი არ ირღვევა –
36
მას, რომელიც მამამ განწმიდა და მოავლინა ქვეყნიერებაზე, ეუბნებით: ‘ღმერთსა გმობ,’ რაკი ვთქვი, რომ ღმერთის ძე ვარ?
37
თუ ჩემი მამის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით.
38
ხოლო თუ ვაკეთებ და არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ჩემშია და მე მამაში ვარ.“
39
კვლავ შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ გაეცალათ ხელიდან.
40
წავიდა კვლავ იორდანეს გაღმა, იმ ადგილას, სადაც წინათ ნათელს-სცემდა იოანე, და იქ დარჩა.
41
ბევრნი მოდიოდნენ მასთან და ამბობდნენ, რომ იოანეს არ მოუხდენია არც ერთი სასწაული, მაგრამ ყველაფერი, რაც იოანემ თქვა მასზე, ჭეშმარიტია.
42
და ბევრი ერწმუნა მას იქ.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21