bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 18
John 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 19 →
1
ეს თქვა იესომ და გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად კიდრონის ხევს გადაღმა, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ თვითონ და მისი მოწაფეები.
2
იცოდა იუდამაც, მისმა გამცემმა, ეს ადგილი, რადგან იესო და მისი მოწაფეები ხშირად იკრიბებოდნენ იქ.
3
იუდამ წაიყვანა ჯარისკაცების რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთა მსახურები, და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.
4
იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა იესო და უთხრა მათ: „ვის ეძებთ?“
5
მიუგეს მას: „იესო ნაზარეველს.“ ეუბნება მათ: „მე ვარ.“ მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
6
და როდესაც უთხრა: „მე ვარ,“ დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხენ.
7
კვლავ ჰკითხა მათ: „ვის ეძებთ?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველს.“
8
მიუგო იესომ: „გითხარით, მე ვარ. თუ მე მეძებთ, ესენი გაუშვით, წავიდნენ.“
9
რათა აღსრულებულიყო მისი ნათქვამი სიტყვა: „იმათგან, ვინც შენ მე მომეცი, არავინ დამიღუპავს.“
10
სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა, ამოიღო და დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი იმ მონისა იყო მალქოზი.
11
უთხრა იესომ პეტრეს: „ჩააგე მახვილი ქარქაშში! განა არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მომცა მამამ?“
12
მაშინ რაზმმა და ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.
13
და პირველად ანნასთან წაიყვანეს; ის იყო სიმამრი კაიაფასი, რომელიც მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს.
14
ეს ის კაიაფა იყო, რომელმაც იუდეველებს ურჩია, უმჯობესია, ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
15
იესოს მიჰყვებოდნენ სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
16
პეტრე კი კარს გარეთ იდგა. შემდეგ სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, გამოვიდა, დაელაპარაკა მეკარე ქალს და შეიყვანა პეტრე.
17
ეუბნება პეტრეს მეკარე მხევალი: „განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?“ ეუბნება იგი: „არა ვარ.“
18
იდგნენ მონები და მსახურნი და ნაკვერცხლები გაეღვივებინათ, რადგან სიცივე იყო, და თბებოდნენ. პეტრეც მათთან იდგა და თბებოდა.
19
მღვდელმთავარმა ჰკითხა იესოს მის მოწაფეებსა და მის მოძღვრებაზე.
20
მიუგო მას იესომ: „მე აშკარად ვლაპარაკებოდი ქვეყანაში და მუდამ ვასწავლიდი სინაგოგასა და ტაძარში, სადაც ყველა იუდეველი იკრიბება, და ფარულად არაფერი მითქვამს.
21
მე რად მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ვეუბნებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი.“
22
ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ყვრიმალში გაარტყა იესოს და უთხრა: „ასე პასუხობ მღვდელმთავარს?“
23
მიუგო იესომ: „თუ ცუდად ვთქვი, დაამოწმე ცუდი, და თუ კარგად – რისთვის მცემ?“
24
და გაგზავნა იგი ანნამ შებოჭილი მღვდელმთავარ კაიაფასთან.
25
სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. უთხრეს მას: „შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?“ უარყო და თქვა: „არა ვარ.“
26
უთხრა მას მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, პეტრემ რომ ყური ჩამოათალა, იმისმა ნათესავმა: „განა მასთან ერთად არ გნახე ბაღში?“
27
პეტრემ კვლავ უარყო და მყისვე მამალმა იყივლა.
28
კაიაფასგან იესო პრეტორიუმში წაიყვანეს. ჯერ ადრე იყო და პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შეძლებოდათ.
29
გამოვიდა პილატე მათთან გარეთ და თქვა: „რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?“
30
მიუგეს და უთხრეს მას: „ეს რომ ბოროტმოქმედი არ იყოს, არ გადმოგცემდით.“
31
უთხრა მათ პილატემ: „წაიყვანეთ თქვენთან და თქვენი რჯულით განსაჯეთ.“ უთხრეს მას იუდეველებმა: „ჩვენ არავის მოკვლის უფლება არა გვაქვს.“
32
ასე უნდა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, თუ როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
33
კვლავ შევიდა პილატე პრეტორიუმში, მოუხმო იესოს და უთხრა: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“
34
მიუგო იესომ: „შენ თვით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?“
35
მიუგო პილატემ: „განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი, რა ჩაიდინე?“
36
მიუგო იესომ: „ჩემი მეფობა არ არის ამ ქვეყნიერებისაგან. ჩემი მეფობა რომ ამ ქვეყნიერებისაგან ყოფილიყო, მაშინ ჩემი მხლებლები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს ხელში არ ჩავვარდნოდი. ჩემი მეფობა სააქაო არ არის.“
37
უთხრა მას პილატემ: „მაშ, შენ მეფე ხარ?“ მიუგო იესომ: „შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას.“
38
ეუბნება მას პილატე: „რა არის ჭეშმარიტება?“ ეს თქვა და კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: „ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.
39
ხოლო თქვენი ჩვეულება არის, რომ პასექზე ერთი გაგითავისუფლოთ. გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ იუდეველთა მეფე?“
40
და კვლავ აყვირდნენ და თქვეს: „ეს არა, არამედ ბარაბა. ხოლო ბარაბა იყო ყაჩაღი.“
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21